ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი "პალიტრა მედიას" ეწვია. იან კელი მედიასახლის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა და "პალიტრა მედიას" მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა "პალიტრა მედიას" თავისუფალი მედიის ბასტიონი უწოდა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
"ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან სტუმრობა. ბევრი ახალი რამ შევიტყვე თავისუფალი მედიის ამ ბასტიონზე და ნიშანდობლივ წარმომადგენელზე. ამ ორგანიზაციას ნამდვილად კარგი მომავალი აქვს. მივიღე ინფორმაცია სამომავლო გეგმებზეც. როგორც ვიცი, თქვენ გეგმავთ ციფრული მედიის უკეთესად განვითარებას", - განაცხადა იან კელიმ.
მედიაჰოლდინგში სტუმრობისას აშშ-ის ელჩმა "კვირის პალიტრას", ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელიც გაზეთის 16 ნოემბერის ნომერში გამოქვეყნდება.