მოსამართლე ურთმელიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოს დავით დვალის დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე სასამართლოს 5 ნოემბერის განჩინება გაუქმდა, ხოლო რევაზ საყევარიშვილის ნაწილში ძალაში დატოვა, ნიკა გვარამია განცხადებას აკეთებს.
"ერთადერთი უწყება ამ ქვეყანაში, ვისაც შეუძლია სიტუაციის ჩიხიდან გამოყვანა და სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა და მოგვცხეს გარანტია, რომ 2016 წელს სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, არის საკონსტიტუციო სასამართლო და ამისთვის საჭიროა, რომ წარმოებაში იყოს მიღებული ჩვენი სარჩელი.
მე ძალიან მეცოდება მოსამართლე ურთმელიძე, რომელსაც პროფესიული მომავალი აღარ აქვს, რაც ცხადია, არამედ პიროვნული მომავალიც აღარ აქვს, რომ ვინმემ გამარჯობა უთხრას ქუჩაში. მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, ნუ დაკარგავთ სახეს! ნუ ანადგურებთ პიროვნულად მოსამართლე ურთმელიძეს. ის, რასაც ახლა თქვენ შვებით, ეს არის თამაში ფურცლებით. შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო მანიპულაციები... დაანებეთ მართლმსაჯულებას თავი, შეეშვით და მხარეებსა და სასამართლოს გვაცადეთ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.