პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და წაქცეული ხეები - გორის მოსახლეობა სტიქიას ებრძვის
დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და წაქცეული ხეები - გორის მოსახლეობა სტიქიას ებრძვის

ძლი­ერ­მა ქარ­მა გო­რის რა­ი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი და­ა­ზა­რა­ლა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, ძი­რი­თა­დად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ვა­რი­ა­ნის მე­ურ­ნე­ო­ბის და­სახ­ლე­ბა, სოფ­ლე­ბი - სა­ქა­შე­თი, შინ­დი­სი, ძე­ვე­რა და ტყვი­ა­ვი. აღ­ნიშ­ნულ სოფ­ლებ­ში, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბი, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას წაქ­ცე­უ­ლია ხე­ე­ბი და ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე ხე ავ­ტო­მო­ბი­ლებ­საც და­ე­ცა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბულ სოფ­ლებ­ში შე­მოვ­ლას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

ამ დრო­ის­თვის რე­გი­ონ­ში კვლავ ძლი­ე­რი ქა­რია, შე­სა­ბა­მი­სად, სტი­ქი­ის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

რო­გორც გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ალექ­სან­დრე ვე­შა­პუ­რი აცხა­დებს, სტი­ქი­ის ზო­ნის სოფ­ლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას სთხო­ვეს თავი შე­ი­კა­ვონ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­დან გა­მოს­ვლის­გან. ასე­ვე, ვე­შა­პუ­რის გან­ცხა­დე­ბით­ვე, უკვე და­წყე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა ზა­რა­ლის შემ­სწავ­ლე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის შე­საქ­მნე­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებს, მისი თქმით, ხე­ე­ბის­გან ჩა­ხერ­გი­ლი გზე­ბის გაწ­მენ­და და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბა მხო­ლოდ ქა­რის ჩად­გო­მის შემ­დეგ გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და წაქცეული ხეები - გორის მოსახლეობა სტიქიას ებრძვის

დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და წაქცეული ხეები - გორის მოსახლეობა სტიქიას ებრძვის

ძლიერმა ქარმა გორის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ძირითადად დაზიანებულია ვარიანის მეურნეობის დასახლება, სოფლები - საქაშეთი, შინდისი, ძევერა და ტყვიავი. აღნიშნულ სოფლებში, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, რამდენიმე ადგილას წაქცეულია ხეები და ასევე, რამდენიმე ხე ავტომობილებსაც დაეცა. დაზიანებულია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების ავტომობილები. აღნიშნული იმ დროს მოხდა, როდესაც საჯარო მოხელეები სტიქიით დაზარალებულ სოფლებში შემოვლას ახორციელებდნენ.

ამ დროისთვის რეგიონში კვლავ ძლიერი ქარია, შესაბამისად, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება შეუძლებელია.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვეშაპური აცხადებს, სტიქიის ზონის სოფლებში მოსახლეობას სთხოვეს თავი შეიკავონ საცხოვრებელი სახლებიდან გამოსვლისგან. ასევე, ვეშაპურის განცხადებითვე, უკვე დაწყებულია მუშაობა ზარალის შემსწავლელი სპეციალური კომისიის შესაქმნელად. რაც შეეხება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს, მისი თქმით, ხეებისგან ჩახერგილი გზების გაწმენდა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მხოლოდ ქარის ჩადგომის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"