დღეს შესაძლოა კოლხეთის დაბლობზე ძლიერი წვიმა შენარჩუნდეს. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში კი წვიმის ნალექი შემცირდება და დღის მეორე ნახევრიდან ქარი გაძლიერდება. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, პერიოდულად იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 28 მეტრს მიაღწევს. განსაკუთრებით, თბილისის გარეუბნებსა და მდინარე მტკვრის ხეობაში.
ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს, თუმცა 14 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. 15 ნოემბერს კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს.