მითები და ლეგენდები ცნობილი ბრენდების შესახებ

მითები და ლეგენდები ცნობილი ბრენდების შესახებ

ცნობილი ბრენდები ლეგენდებითა და მითებით არის მოცული, აქედან ნახევარი - რეალური ფაქტებია, ნახევარი კი - მარკეტოლოგების ფანტაზიის ნაყოფი.

დასავლურ კომპანიებში არსებობს სპეციალური ტერმინი "storytelling". მომხმარებელს ჭირდება ბრენდ-ისტორია, რადგანაც ხალხს არ უნდა, რომ მათ უბრალოდ რაიმე მიჰყიდონ. მათ სურთ, რომ კომპანიები მათთან ურთიერთქმედებაში მოდიოდნენ, დააკმაყოფილონ მათი ინტერესები და ცნობისმოყვარეობა. მომხმარებლის უმეტესობა ამა თუ იმ ნივთს ბრენდისადმი ემოციური დამოკიდებულების მიხედვით ყიდულობს. როდესაც მწარმოებელი პოტენციურ კლიენტს თავისი ისტორიის საინტერესო დეტალებს უყვება, ამით ცდილობს, აგრძნობინოს, რომ ისინი ”განსაკუთრებული ადამიანების” სიაში მოხვდნენ, რადგან ლეგენდას მიუახლოვდნენ.

Pampers

კომპანია Procter & Gamble-ს წამყვან ქიმიკოს-ტექნოლოგს, ვიქტორ მილზს, რომელიც მეუღლეს ხშირად ეხმარებოდა ბავშვების მოვლაში, უწევდა შვილიშვილებისთვის სველი საფენების გამოცვლა, გარეცხვა და გაშრობა. ეს პროცესი, რაღა თქმა უნდა, სასიამოვნო არ იყო და სურდა, ცხოვრება გაეადვილებინა. სწორედ მაშინ მოუვიდა თავში იდეა, შეექმნა ერთჯერადი ”საფენი”. რამდენიმე ექსპერიმენტის შედეგად, სხვადასხვა მასალების გამოყენებით, მილზმა P&G-ისთვის ახალი პროდუქტი შეიმუშავა, რომლის გამოშვება სავაჭრო მარკა Pampers-ით დაიწყეს.

Chupa-Chups

ბრენდი Chupa-Chups ესპანეთში 1958 წელს დაარსდა. ენრიკე ბერნატმა პირველმა შექმნა საწუწნი კანფეტი ჯოხზე (თავდაპირველად ხის), რომლითაც არც ხელებს დაისვრიდი და არც ტანსაცმელს. ლოგოტიპის დიზაინი ენრიკე ბერნატის მეგობარმა, სალვადორ დალიმ შექმნა, სწორედ მან მოიფიქრა ლოგოტიპისთვის ყვავილის ფორმის მიცემა, რომელმაც ოდნავ იერშეცვლილი სახით დღემდე მოაღწია.

Coca-Cola

Coca-Cola ფარმაცევტმა ჯონ პემბერტონმა გამოიგონა, შედგებოდა კოკას ფოთლებისგან და კოლას თხილისგან, დაპატენტებული იყო, როგორც სამკურნალო საშუალება ნერვული აშლილობისგან. იმ დროს კოკაინი აკრძალულ ნივთიერებათა სიაში არ შედიოდა და მას ტონუსის ასამაღლებლად სასმელებში ურევდნენ ალკოჰოლის ნაცვლად. როდესაც კოკაინი აკრძალეს, მის პოპულარიზაციაში Coca-Cola-ს დასდეს ბრალი. სასმელიდან ამოიღეს მისი შემცველობა, თუმცა, პროდუქტის პოზიციონირება არ შეცვლილა და მისი პოპულარობა გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა.

Lacoste

საფრანგეთის საჩოგბურთო ნაკრების კაპიტანი რენე ლაკოსტას ნიანგის ჩემოდანს შეპირდა, თუ იგი დევისის თასს მოიგებდა. ამ სანაძლეოს გამო, რომელიც სხვათა შორის, რენემ მოიგო, ამერიკულმა პრესამ ჩოგბურთელს მეტსახელად ”ალიგატორი” შეარქვა. საფრანგეთში მეტსახელი ”ნიანგად” გადააკეთეს, კორტზე ჩოგბურთელის ქცევის გამო. ლაკოსტას მეგობარმა, რობერტ ჯორჯმა მისთვის ნიანგი დახატა. ნიანგი მოგვიანებით ჩოგბურთელის მაისურზე ამოქარგეს, რომლითაც თამაშებზე გამოდიოდა.

იხილეთ გაგრელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს