პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვერდით გაიწიე იტალია! როგორ იპყრობს ევროპას ქართული ფეხსაცმელი" - რას წერს ჟურნალი "ვოგი"
"გვერდით გაიწიე იტალია! როგორ იპყრობს ევროპას ქართული ფეხსაცმელი" - რას წერს ჟურნალი "ვოგი"

"გა­ი­წიე გვერ­დით გუჩი! ფეხ­საც­მლის იტა­ლი­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი და დი­ზა­ი­ნე­რე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ალ­ბათ, უკვე ნერ­ვუ­ლად იჩე­ჩა­ვენ მხრებს: ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­გა­რი, ოს­ტა­ტუ­რად შექ­მნი­ლი ფეხ­საც­მე­ლი, რაც ბოლო ხა­ნებ­ში გვი­ნა­ხავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში იკე­რე­ბა", - წერს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა "ვოგი".

"გა­და­ხე­დეთ "მერ­სე­დეს ბენ­ცის მო­დის კვი­რე­უ­ლის" პო­დი­უმს. გა­სულ უქ­მე­ებ­ზე პოსტ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის აყ­ვა­ვე­ბის პი­რას მყო­ფი მო­დის სცე­ნის ერ­თგვა­რი გა­მოც­და მოხ­და. თით­ქმის ყვე­ლა დი­ზა­ი­ნე­რი, ვინც შო­უ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სა­კუ­თარ ფეხ­საც­მელ­საც ქმნი­და.

კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ხე­ლოს­ნო­ბას ამ კონ­კრე­ტუ­ლი კუ­თხით, ღრმა, ძი­რე­უ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს. "აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თველ მე­წა­ღე­ებს დიდი ის­ტო­რია გა­აჩ­ნი­ათ" - ამ­ბობს "სო­ლი­შის" დი­ზა­ი­ნე­რი ლელა ელოშ­ვი­ლი. თბი­ლი­სი­დან ხუთი სა­ა­თის სა­ვალ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­თან, მსოფ­ლი­ოს უძ­ვე­ლე­სი ტყა­ვის ფეხ­საც­მე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს არე­ნის გა­მოქ­ვა­ბულ­ში, სომ­ხეთ­ში.

მე­წა­ღე­ო­ბის არ­ქა­უ­ლი ტრა­დი­ცია დღემ­დე გა­მოჰ­ყვათ ქარ­თვე­ლებს: ბევ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი ფეხ­საც­მე­ლი მო­დის სა­ზღვრებს ცდე­ბა. წელს დი­ზა­ი­ნერ­მა თა­მარ არე­ში­ძემ თა­ვი­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი ბრუკ­ლი­ნის მუ­ზე­უმ­ში წარ­მო­ად­გი­ნა გა­მო­ფე­ნა­ზე - "მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლის ხე­ლოვ­ნე­ბა".

სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ყიდ­ვა­დი ბრენ­დი "ანო­უ­კი" თბი­ლის­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ბრენ­დს ფეხ­საც­მლის მხრივ ბევ­რი გა­ნახ­ლე­ბა აქვს. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ფეხ­საც­მე­ლი ხელ­ნა­კე­თი "ელ­ვა­შე­საკ­რა­ვი­ა­ნი მო­კა­სი­ნე­ბია", რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და პა­რიზ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ქე­თე­ვან მა­ი­სა­ია აწარ­მო­ებს.

"სა­ქარ­თვე­ლო ტრა­დი­ცი­უ­ლად ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი მე­წა­ღე­ო­ბით, ეს კულ­ტუ­რა უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან არ­სე­ბობს" - ამ­ბობს მა­ი­სა­ია და ეხ­მი­ა­ნე­ბა მე­გო­ბა­რი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სენ­ტი­მენ­ტებს. "სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ ძლი­ე­რი იდენ­ტო­ბა გა­აჩ­ნია". ახლა ეს პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა დიდ ნა­ბიჯს დგამს და ჩვე­ნი გარ­დე­რო­ბე­ბის­კენ მო­ი­წევს", - ამ­თავ­რებს სტა­ტი­ას ჟურ­ნალ "ვოგ­ში" ლი­ა­ნა სა­ტენშტე­ი­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გვერდით გაიწიე იტალია! როგორ იპყრობს ევროპას ქართული ფეხსაცმელი" - რას წერს ჟურნალი "ვოგი"

"გვერდით გაიწიე იტალია! როგორ იპყრობს ევროპას ქართული ფეხსაცმელი" - რას წერს ჟურნალი "ვოგი"

"გაიწიე გვერდით გუჩი! ფეხსაცმლის იტალიელი დიზაინერები და დიზაინერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ალბათ, უკვე ნერვულად იჩეჩავენ მხრებს: ერთ-ერთი ყველაზე მაგარი, ოსტატურად შექმნილი ფეხსაცმელი, რაც ბოლო ხანებში გვინახავს, საქართველოში იკერება", - წერს ამერიკული გამოცემა "ვოგი".

"გადახედეთ "მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის" პოდიუმს. გასულ უქმეებზე პოსტ საბჭოთა ქვეყნების აყვავების პირას მყოფი მოდის სცენის ერთგვარი გამოცდა მოხდა. თითქმის ყველა დიზაინერი, ვინც შოუში იღებდა მონაწილეობას, საკუთარ ფეხსაცმელსაც ქმნიდა.

კავკასიის რეგიონში ხელოსნობას ამ კონკრეტული კუთხით, ღრმა, ძირეული ფესვები აქვს. "აღსანიშნავია, რომ ქართველ მეწაღეებს დიდი ისტორია გააჩნიათ" - ამბობს "სოლიშის" დიზაინერი ლელა ელოშვილი. თბილისიდან ხუთი საათის სავალზე, საქართველოს საზღვართან, მსოფლიოს უძველესი ტყავის ფეხსაცმელი აღმოაჩინეს არენის გამოქვაბულში, სომხეთში.

მეწაღეობის არქაული ტრადიცია დღემდე გამოჰყვათ ქართველებს: ბევრი საქართველოში შექმნილი ფეხსაცმელი მოდის საზღვრებს ცდება. წელს დიზაინერმა თამარ არეშიძემ თავისი არქიტექტურული ფეხსაცმელი ბრუკლინის მუზეუმში წარმოადგინა გამოფენაზე - "მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხელოვნება".

საზღვარგარეთ გაყიდვადი ბრენდი "ანოუკი" თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბრენდს ფეხსაცმლის მხრივ ბევრი განახლება აქვს. თუმცა ყველაზე მოთხოვნადი ფეხსაცმელი ხელნაკეთი "ელვაშესაკრავიანი მოკასინებია", რომელსაც საქართველოში დაბადებული და პარიზში დაფუძნებული დიზაინერი ქეთევან მაისაია აწარმოებს.

"საქართველო ტრადიციულად ცნობილია თავისი მეწაღეობით, ეს კულტურა უძველესი დროიდან არსებობს" - ამბობს მაისაია და ეხმიანება მეგობარი დიზაინერების სენტიმენტებს. "საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ძლიერი იდენტობა გააჩნია". ახლა ეს პატარა ქვეყანა დიდ ნაბიჯს დგამს და ჩვენი გარდერობებისკენ მოიწევს", - ამთავრებს სტატიას ჟურნალ "ვოგში" ლიანა სატენშტეინი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება