ყალბი ფულის ახალი ფაქტი: ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეზე მოტყუებით 2 400 აშშ დოლარი გაასაღა

ყალბი ფულის ახალი ფაქტი: ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეზე მოტყუებით 2 400 აშშ დოლარი გაასაღა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეზე მოტყუებით გაასაღა 2 400 აშშ დოლარის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია