თერჯოლაში ადიდებულმა მდინარემ მაგისტრალის ნაწილი წაიღო

თერჯოლაში ადიდებულმა მდინარემ მაგისტრალის ნაწილი წაიღო

თერჯოლაში, ადიდებულმა მდინარე ჩხარამ დროებითი ავტომაგისტრალის მონაკვეთი წაიღო. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, მდინარის ადიდება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგებელი თემურ ჯაფარიძე იმყოფებოდა. მისი თქმით, ავტომაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.

"გზის ქვემოთ სამი მილი იყო, რომელიც წყალს ატარებდა, თუმცა მილებმა უხვი ნალექი ვერ გაატარეს. ამ დროისათვის აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში მოხვედრა თბილისი-ქუთაისი-ბაღდათის გზის მონაკვეთით არის შესაძლებელი," - განაცხადა გამგებელმა.

ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოში გუშინ სტიქია გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა