პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპა ტრადიციებს გვართმევს", "დასავლეთი გვაპიდარასტებს" - როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას?!
"ევროპა ტრადიციებს გვართმევს", "დასავლეთი გვაპიდარასტებს" - როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას?!

ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს, ლიტ­ვა­ში მოქ­მედ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია "აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის კვლე­ვის ცენ­ტრმა" (Eastern Europe Study Centre) ქარ­თვე­ლი, მო­ლოდ­ვე­ლი და უკ­რი­ა­ნე­ლი ჟურ­ნალ­სი­ტე­ბი ვილ­ნი­უს­ში მიგ­ვიწ­ვია სე­მი­ნარ­ზე, რომ­ლის თემა რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და იყო. ზო­გა­დად რუ­სე­თის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა პრო­პა­გან­დის ველ­ზე ევ­რო­კავ­შირ­ში ძა­ლი­ან აღელ­ვებთ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა­საც ცდი­ლო­ბენ.

მა­შინ როცა ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ის და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ, რუ­სეთ­მა მთე­ლი თა­ვი­სი რე­სურ­სი სწო­რედ პრო­პა­გან­დის­კენ მი­მარ­თა და ქვეყ­ნის შიგ­ნით მე­დია სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის სა­სა­ხურ­ში ჩა­ა­ყე­ნა. რო­გორ მუ­შა­ობს პრო­პა­გან­და შიდა ბა­ზარ­ზე ეს ჩვე­ნი უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლი­და­ნაც ვი­ცით, როცა სა­ა­კაშ­ვილ­მა ძირ­თა­დი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ასე­ვე პრო­პა­გან­დის ია­რა­ღად აქ­ცია და ამ მხრივ ის პუ­ტი­ნის სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე იყო, თუმ­ცა პუ­ტი­ნი ახლა უფრო შორს მი­დის და პრო­პა­გან­დის გავ­ლე­ნის ქვეშ არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის, არა­მედ ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რიტ­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის მოქ­ცე­ვა­საც ცდი­ლობს. ამის­თვის მას მძლავ­რი ია­რა­ღი აქვს, რუ­სუ­ლი ენა, რო­მე­ლიც ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უმე­ტე­სო­ბამ ჯერ ისევ იცის და რუ­სუ­ლი არ­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც თით­ქმის ყვე­ლა ყო­ფილ მოძ­მე რეს­პუბ­ლი­კა­ში ჯერ ისევ პო­პუ­ლა­რუ­ლია.

მე­გო­ნა, რომ ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში ეს პრობ­ლე­მა ნაკ­ლე­ბად აწუხ­დებ­დათ, რად­გან უკვე ნატო - ს და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ თურ­მე ვცდე­ბო­დი. ეს სა­კი­თხი იქ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვენ­ზე მე­ტა­დაც პრობ­ლე­მუ­რია, რად­გან გა­ცი­ლე­ბით მე­ტია რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა. ლიტ­ვა­ში ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი - და­ახ­ლო­ე­ბით 7%-ია, მაგ­რამ ეს­ტო­ნეთ­ში და ლატ­ვი­ა­ში ეს მაჩ­ვე­ნებ­ლი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია. მა­გა­ლი­თად, ლატ­ვი­ის მო­სალ­ხო­ე­ბის 37% სწო­რედ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნია. ეს ისე­თი რა­ოდ­ნე­ო­ბაა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­დუ­რა­ში გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი შე­მო­ე­ღო, მა­გა­ლი­თად, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ვა მათ მი­ა­ნი­ჭეს, ვისი წი­ნა­პა­რიც ლატ­ვი­ა­ში მის გა­საბ­ჭო­ე­ბამ­დე ანუ 1940 წლამ­დე და­სახ­ლდა, ხოლო გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ ჩა­სულ რუ­სებს მის­ცეს დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მათ ლატ­ვი­ა­ში ცხოვ­რე­ბის და მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მარ­გამ არა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბას. მათ აქვთ უფ­ლე­ბა გა­ნა­ცხა­დი შე­ი­ტა­ნონ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ უნდა ჩა­ა­ბა­რონ გა­მოც­და ლატ­ვი­ურ ენა­ში და ის­ტო­რი­ა­ში. ზოგი ამას აკე­თებს, ზოგი კი პრინ­ცი­პუ­ლად უარს აცხა­დებს, რად­გან არ უნ­დათ ის­ტო­რი­ის გა­მოც­და­ზე თქვან, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ოკუ­პან­ტი იყო. ასე რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ ევ­რო­კავ­შირ­ში, მაგ­რამ უარს ამ­ბო­ბენ ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე, უყუ­რე­ბენ რუ­სულ არ­ხებს და სჯე­რათ რუ­სუ­ლი პრო­პაგნ­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნის, რო­მე­ლიც მათ ევ­რო­კავ­ში­რის და ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღდმეგ გა­ნა­წყობს.

რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ეს­ტო­ნეთ­ში ეთ­ნი­კუ­რი რუ­სე­ბის და სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვის­თვი­საც რუ­სუ­ლი მთა­ვა­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ენაა, არა­ნაკ­ლე­ბია.

ამ თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ზე კარ­გი მდგო­მა­რო­ე­ბა ლიტ­ვა­შია, მაგ­რამ გა­მო­კი­თხვე­ბით აღ­მოჩ­ნდა, რომ რუ­სულ არ­ხებს მო­სახ­ლე­ო­ბის 14 პრო­ცენ­ტი უყუ­რებს ანუ ეთ­ნი­კუ­რი ლიტ­ვე­ლე­ბის ნა­წილ­საც მოს­წონს ეს არ­ხე­ბი. ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო ბალ­ტი­ის­პი­რე­ლე­ბის დღის წეს­რიგ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად დად­გა რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სა­კი­თხი.

მაგ­რამ რო­გორ? - აკ­რძა­ლონ რუ­სუ­ლი არ­ხე­ბი? ეს არად­მეკ­რა­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა. ლიტ­ვა­ში მხო­ლოდ სამი თვით შე­ა­ჩე­რეს ერთ-ერთი რუ­სუ­ლი არ­ხის ტრანსლი­რე­ბა, რად­გან ამ არხზე გა­სულ­მა ერთ-ერ­თმა გა­და­ცე­მამ და­არ­ღვია კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი მუხ­ლე­ბი. თუც­მა დღეს ეს ტე­ლე­ვი­ზია ისევ დაბ­რუნ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ევროპა ტრადიციებს გვართმევს", "დასავლეთი გვაპიდარასტებს" - როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას?!

"ევროპა ტრადიციებს გვართმევს", "დასავლეთი გვაპიდარასტებს" - როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას?!

ოქტომბრის ბოლოს, ლიტვაში მოქმედმა ორგანიზაცია "აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრმა" (Eastern Europe Study Centre) ქართველი, მოლოდველი და უკრიანელი ჟურნალსიტები ვილნიუსში მიგვიწვია სემინარზე, რომლის თემა რუსული პროპაგანდა იყო. ზოგადად რუსეთის გააქტიურება პროპაგანდის ველზე ევროკავშირში ძალიან აღელვებთ და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასაც ცდილობენ.

მაშინ როცა ევროპის ქვეყნები დემოკრატიის და დამოუკიდებელი მედიის განვითარებაზე ზრუნავენ, რუსეთმა მთელი თავისი რესურსი სწორედ პროპაგანდისკენ მიმართა და ქვეყნის შიგნით მედია საინფორმაციო ომის სასახურში ჩააყენა. როგორ მუშაობს პროპაგანდა შიდა ბაზარზე ეს ჩვენი უახლოესი წარსულიდანაც ვიცით, როცა სააკაშვილმა ძირთადი მედიასაშუალებები ასევე პროპაგანდის იარაღად აქცია და ამ მხრივ ის პუტინის საუკეთესო მოსწავლე იყო, თუმცა პუტინი ახლა უფრო შორს მიდის და პროპაგანდის გავლენის ქვეშ არა მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტრიაზე მცხოვრები ადამიანების მოქცევასაც ცდილობს. ამისთვის მას მძლავრი იარაღი აქვს, რუსული ენა, რომელიც ამ ტერიტორიაზე უმეტესობამ ჯერ ისევ იცის და რუსული არხები, რომლებიც თითქმის ყველა ყოფილ მოძმე რესპუბლიკაში ჯერ ისევ პოპულარულია.

მეგონა, რომ ბალტიისპირეთში ეს პრობლემა ნაკლებად აწუხდებდათ, რადგან უკვე ნატო - ს და ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ თურმე ვცდებოდი. ეს საკითხი იქ, შეიძლება ითქვას, ჩვენზე მეტადაც პრობლემურია, რადგან გაცილებით მეტია რუსულენოვანი მოსახლეობა. ლიტვაში ყველაზე ნაკლები - დაახლოებით 7%-ია, მაგრამ ესტონეთში და ლატვიაში ეს მაჩვენებლი გაცილებით მაღალია. მაგალითად, ლატვიის მოსალხოების 37% სწორედ რუსულენოვანია. ეს ისეთი რაოდნეობაა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა მოქალაქეობის მინიჭების პროცედურაში გარკვეული შეზღუდვები შემოეღო, მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობის უფლევა მათ მიანიჭეს, ვისი წინაპარიც ლატვიაში მის გასაბჭოებამდე ანუ 1940 წლამდე დასახლდა, ხოლო გასაბჭოების შემდეგ ჩასულ რუსებს მისცეს დოკუმენტი, რომელიც მათ ლატვიაში ცხოვრების და მუშაობის საშუალებას აძლევს, მარგამ არა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. მათ აქვთ უფლება განაცხადი შეიტანონ მოქალაქეობაზე, მაგრამ უნდა ჩააბარონ გამოცდა ლატვიურ ენაში და ისტორიაში. ზოგი ამას აკეთებს, ზოგი კი პრინციპულად უარს აცხადებს, რადგან არ უნდათ ისტორიის გამოცდაზე თქვან, რომ საბჭოთა კავშირი ოკუპანტი იყო. ასე რომ ეს ადამიანები ცხოვრობენ ევროკავშირში, მაგრამ უარს ამბობენ ევროკავშირის მოქალაქეობაზე, უყურებენ რუსულ არხებს და სჯერათ რუსული პროპაგნდისტული მანქანის, რომელიც მათ ევროკავშირის და ევროპული ღირებულებების წინააღდმეგ განაწყობს.

როგორც უკვე გითხარით, ესტონეთში ეთნიკური რუსების და სხვა ეროვნების ადამიანების რაოდენობა, ვისთვისაც რუსული მთავარი საკომუნიკაციო ენაა, არანაკლებია.

ამ თვალსაზრისით ყველაზე კარგი მდგომაროება ლიტვაშია, მაგრამ გამოკითხვებით აღმოჩნდა, რომ რუსულ არხებს მოსახლეობის 14 პროცენტი უყურებს ანუ ეთნიკური ლიტველების ნაწილსაც მოსწონს ეს არხები. ასეთი სიტუაციის გამო ბალტიისპირელების დღის წესრიგში სერიოზულად დადგა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი.

მაგრამ როგორ? - აკრძალონ რუსული არხები? ეს არადმეკრატიული იქნება. ლიტვაში მხოლოდ სამი თვით შეაჩერეს ერთ-ერთი რუსული არხის ტრანსლირება, რადგან ამ არხზე გასულმა ერთ-ერთმა გადაცემამ დაარღვია კანონით გათვალისწინებული კონკრეტული მუხლები. თუცმა დღეს ეს ტელევიზია ისევ დაბრუნდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია