პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავლაბრის რეზიდენციიდან გამოყვანის ან შენობის სხვა სახელმწიფო სტრუქტურისთვის გადაცემა უკანონო იქნება
კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავლაბრის რეზიდენციიდან გამოყვანის ან შენობის სხვა სახელმწიფო სტრუქტურისთვის გადაცემა უკანონო იქნება

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ე.წ. ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან გა­მოყ­ვა­ნის, ან აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბის სხვა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რის­თვის გა­და­ცე­მის თა­ო­ბა­ზე მთავ­რო­ბის შე­საძ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკა­ნო­ნო იქ­ნე­ბა.

"სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის მარ­თვა­სა და გან­კარ­გვას ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში შე­მა­ვა­ლი სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პირი - სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ან­ხორ­ცი­ე­ლებს. ავ­ლაბ­რის საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, მას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აქ­ტის გა­მო­ცე­მა მო­უ­წევს.

ამას­თან, არ­სე­ბობს პრე­ზი­დენ­ტის 2013 წლის 19 დე­კემ­ბრის №963 ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც გან­სა­ზღვრუ­ლია პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და მას­ში პირ­და­პირ წე­რია, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლია ქა­ლა­ქი თბი­ლი­სი, მ. აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლის ქ. №1, სა­ფოს­ტო ინ­დექ­სი – 0103. "ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბას აქვს უპი­რა­ტე­სი იუ­რი­დი­უ­ლი ძალა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბი­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­თა ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის მი­მართ. შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­მოყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აქტი, პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბას­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მოვა და შე­საძ­ლოა მისი კა­ნო­ნი­ე­რე­ბის სა­კი­თხი სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის სა­გა­ნი გახ­დეს.

აქცე უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე პრე­ზი­დენ­ტთან სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას კა­ნო­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ მთავ­რო­ბა­საც ანი­ჭებს. საქ­მე ისაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია პრე­ზი­დენტს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ანი­ჭებს, გან­სა­ზღვროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სტრუქ­ტუ­რა და საქ­მი­ა­ნო­ბის წესი, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტის მიერ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის გან­სა­ზღვრას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში არა­ფე­რი წე­რია. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი მთავ­რო­ბა გა­და­წყვეტს, რომ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცია უნდა და­ტო­ვოს და ამის­თვის იუ­რი­დი­უ­ლი სა­ფუძ­ვლე­ბის ძებ­ნა­საც და­ი­წყებს, შე­უძ­ლია სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს და პრე­ზი­დენ­ტის №963 ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის სა­კი­თხი არ­კვი­ოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავლაბრის რეზიდენციიდან გამოყვანის ან შენობის სხვა სახელმწიფო სტრუქტურისთვის გადაცემა უკანონო იქნება

კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავლაბრის რეზიდენციიდან გამოყვანის ან შენობის სხვა სახელმწიფო სტრუქტურისთვის გადაცემა უკანონო იქნება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ე.წ. ავლაბრის რეზიდენციიდან გამოყვანის, ან აღნიშნული შენობის სხვა სახელმწიფო სტრუქტურისთვის გადაცემის თაობაზე მთავრობის შესაძლო გადაწყვეტილება და შესაბამისი სამართლებრივი აქტი, სავარაუდოდ, უკანონო იქნება.

"სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ანხორციელებს. ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან დაკავშირებით ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი, მას ინდივიდუალური აქტის გამოცემა მოუწევს.

ამასთან, არსებობს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულება, რომლითაც განსაზღვრულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელი და მასში პირდაპირ წერია, რომ ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი, მ. აბდუშელიშვილის ქ. №1, საფოსტო ინდექსი – 0103. "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა ნორმატიული აქტების მიმართ. შესაბამისად, ავლაბრის რეზიდენციიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის გამოყვანის თაობაზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტი, პრეზიდენტის ბრძანებულებასთან წინააღმდეგობაში მოვა და შესაძლოა მისი კანონიერების საკითხი სამართლებრივი დავის საგანი გახდეს.

აქცე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტთან სამართლებრივი დავის შესაძლებლობას კანონი სავარაუდოდ მთავრობასაც ანიჭებს. საქმე ისაა, რომ საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს, განსაზღვროს ადმინისტრაციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი, თუმცა პრეზიდენტის მიერ ადმინისტრაციის ადგილმდებარეობის განსაზღვრასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში არაფერი წერია. შესაბამისად, თუკი მთავრობა გადაწყვეტს, რომ გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია უნდა დატოვოს და ამისთვის იურიდიული საფუძვლების ძებნასაც დაიწყებს, შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და პრეზიდენტის №963 ბრძანებულების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის საკითხი არკვიოს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."