მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ რა მოატყუა დღეს საზოგადოებას "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით: საჯარო რეესტრი განცხადებას ავრცელებს
ვინ რა მოატყუა დღეს საზოგადოებას "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით: საჯარო რეესტრი განცხადებას ავრცელებს

სა­ჯა­რო რე­ესტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლის­თვის მმარ­თვე­ლის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე მათ­თან გან­ცხა­დე­ბა სა­ერ­თოდ არ შე­სუ­ლა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც "მტკნარ სიც­რუ­ეს" უწო­დებს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს სა­ჯა­რო რე­ესტრმა და­ა­რე­გის­ტრი­რა რა­ი­მე ტი­პის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ზაალ უდუ­მაშ­ვილს კომ­პა­ნი­ის მარ­თვის უფ­ლე­ბას ანი­ჭებ­და.

"კერ­ძოდ, შპს "სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის - და­ვით დვა­ლის და რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლის მიერ ზაალ უდუ­მაშ­ვილ­ზე გა­ცე­მუ­ლი მინ­დო­ბი­ლო­ბა, სა­ჯა­რო რე­ესტრში არ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­და­მოწ­მე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ჯა­რო რე­ესტრის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე, კომ­პა­ნი­ის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ნომ­რით: 211352016. ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია იმის ნახ­ვაც, რომ ამ სა­კით­ზე სა­ჯა­რო რე­ესტრში გან­ცხა­დე­ბაც კი არ შე­მო­სუ­ლა.

"მე­წარ­მე­თა შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის თა­ნახ­მად სა­ჯა­რო რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­წარ­მოს დი­რექ­ტო­რი და არა მისი მინ­დო­ბი­ლი პი­რე­ბი.

ზაალ უდუ­მაშ­ვილს, და­ვით დვალს და რე­ვაზ სა­ყე­ვა­რაშ­ვილს ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბი­თაც რომ მო­ე­მარ­თათ სა­ჯა­რო რე­ე­ესტრის­თვის, ეს მინ­დო­ბი­ლო­ბა მა­ინც ვერ და არ და­რე­გის­ტრირ­დე­ბო­და. ვი­ნა­ი­დან დი­რექ­ტო­რის (მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლის) მინ­დო­ბი­ლი პი­რის/წარ­მო­მად­გენ­ლის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე/წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პირი (შპს შემ­თხვე­ვა­ში დი­რექ­ტო­რი) სა­ჯა­რო რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მხო­ლოდ კომ­პა­ნი­ის პარ­თნი­ორ­თა (წი­ლის მე­სა­კუთ­რე­თა) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ხოლო უშუ­ა­ლოდ დი­რექ­ტო­რის მიერ გა­ცე­მუ­ლი მინ­დო­ბი­ლო­ბა წარ­მო­ად­გენს კერ­ძო­სა­მარ­თლებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბას უშუ­ა­ლოდ მას­სა და სხვა ფი­ზი­კურ თუ იუ­რი­დი­ულ პირს შო­რის და მას კომ­პა­ნი­ის რე­გის­ტრი­რე­ბულ მო­ნა­ცე­მებ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ გა­აჩ­ნია.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჯა­რო რე­ესტრი თვლის, რომ ნიკა გვა­რა­მი­ა­სა და ასე­ვე დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ჯა­რო რე­ესტრთან მი­მარ­თე­ბა­ში უპა­სუ­ხის­მგებ­ლოა.

სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, პა­ტი­ვი სცენ მისი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას და თავი შე­ი­კა­ვონ უსა­ფუძ­ვლო გან­ცხა­დე­ბე­ბის ანდა ფაქ­ტობ­რი­ვად არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან", - ნათ­ქვა­მია სა­ჯა­რო რე­ესტრის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ვინ რა მოატყუა დღეს საზოგადოებას "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით: საჯარო რეესტრი განცხადებას ავრცელებს

ვინ რა მოატყუა დღეს საზოგადოებას "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით: საჯარო რეესტრი განცხადებას ავრცელებს

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, ზაალ უდუმაშვილისთვის მმართველის უფლების მინიჭების თაობაზე მათთან განცხადება საერთოდ არ შესულა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც "მტკნარ სიცრუეს" უწოდებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა რაიმე ტიპის დოკუმენტი, რომელიც ზაალ უდუმაშვილს კომპანიის მართვის უფლებას ანიჭებდა.

"კერძოდ, შპს "სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების - დავით დვალის და რევაზ საყევარიშვილის მიერ ზაალ უდუმაშვილზე გაცემული მინდობილობა, საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. აღნიშნულის გადამოწმება შესაძლებელია საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრით: 211352016. ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია იმის ნახვაც, რომ ამ საკითზე საჯარო რეესტრში განცხადებაც კი არ შემოსულა.

"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება საწარმოს დირექტორი და არა მისი მინდობილი პირები.

ზაალ უდუმაშვილს, დავით დვალს და რევაზ საყევარაშვილს ერთობლივი განცხადებითაც რომ მოემართათ საჯარო რეეესტრისთვის, ეს მინდობილობა მაინც ვერ და არ დარეგისტრირდებოდა. ვინაიდან დირექტორის (მოცემულ შემთხვევაში დროებითი მმართველის) მინდობილი პირის/წარმომადგენლის რეგისტრაციის შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (შპს შემთხვევაში დირექტორი) საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ კომპანიის პართნიორთა (წილის მესაკუთრეთა) გადაწყვეტილების საფუძველზე. ხოლო უშუალოდ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობა წარმოადგენს კერძოსამართლებრივ ურთიერთობას უშუალოდ მასსა და სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის და მას კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებთან არანაირი შეხება არ გააჩნია.

შესაბამისად, საჯარო რეესტრი თვლის, რომ ნიკა გვარამიასა და ასევე დროებით მმართველების მიერ გაკეთებული განცხადებები საჯარო რეესტრთან მიმართებაში უპასუხისმგებლოა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ მისი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის საქმიანობას და თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების ანდა ფაქტობრივად არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია