პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს
ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

სა­ქარ­თვე­ლოს ნო­ტა­რი­უს­თა პა­ლა­ტა ნიკა გვა­რა­მი­ას­გან სა­ჯა­როდ ბო­დი­შის მოხ­დას ითხოვს. "დღეს, "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში ნიკა გვა­რა­მი­ა­სა და ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ნო­ტა­რი­უს­თა პა­ლა­ტა გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ კა­ნონს გან­მარ­ტავს, რომ გან­ცხა­დე­ბა­ში სა­უ­ბა­რი იყო თით­ქოს­და არა­კა­ნო­ნი­ე­რად და­მოწ­მე­ბულ სა­ნო­ტა­რო აქ­ტზე (მინ­დო­ბი­ლო­ბა­ზე).

კერ­ძოდ, სა­მო­ქა­ლა­ქო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, მინ­დო­ბი­ლო­ბა/რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბა ცალ­მხრი­ვი გა­რი­გე­ბაა, რომ­ლი­თაც ერთი (ან რამ­დე­ნი­მე) პი­რის მიერ ცალ­მხრი­ვად ხდე­ბა ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნა ნო­ტა­რი­უ­სის წი­ნა­შე.

ამ­გვა­რად, ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნით კონ­კრე­ტულ პირს გა­და­ე­ცე­მა გარ­კვე­უ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი. მინ­დო­ბი­ლი პი­რის ინ­ფორ­მი­რე­ბა არ წარ­მო­ად­გენს ნო­ტა­რი­უ­სის კომ­პე­ტენ­ცი­ას და მით უფრო, ასე­თი სა­ხის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას კა­ნო­ნი არ იც­ნობს. ამი­ტო­მაც, მინ­დო­ბი­ლო­ბის სა­ნო­ტა­რო წე­სით და­მოწ­მე­ბი­სას, სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის სა­ნო­ტა­რო დო­კუ­მენ­ტში მინ­დო­ბი­ლი/რწმუ­ნე­ბუ­ლი პი­რის ხელ­მო­წე­რის ასახ­ვა და არც მინ­დო­ბი­ლი პი­რის ნე­ბის გარ­კვე­ვა", - ნათ­ქვა­მია ნო­ტა­რი­უს­თა პა­ლა­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს ნო­ტა­რი­უს­თა პა­ლა­ტა ნიკა გვა­რა­მი­ას­გან სა­ჯა­როდ ბო­დი­შის მოხ­დას ითხოვს და მზა­დაა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას ამ თე­მა­ზე იუ­რი­დი­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცია გა­უ­წი­ოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. "დღეს, "რუსთავი 2"-ის ეთერში ნიკა გვარამიასა და ზაალ უდუმაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა განცხადების ავტორების საყურადღებოდ კანონს განმარტავს, რომ განცხადებაში საუბარი იყო თითქოსდა არაკანონიერად დამოწმებულ სანოტარო აქტზე (მინდობილობაზე).

კერძოდ, სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, მინდობილობა/რწმუნებულება ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც ერთი (ან რამდენიმე) პირის მიერ ცალმხრივად ხდება ნების გამოვლენა ნოტარიუსის წინაშე.

ამგვარად, ნების გამოვლენით კონკრეტულ პირს გადაეცემა გარკვეული უფლებამოსილებები. მინდობილი პირის ინფორმირება არ წარმოადგენს ნოტარიუსის კომპეტენციას და მით უფრო, ასეთი სახის ვალდებულებას კანონი არ იცნობს. ამიტომაც, მინდობილობის სანოტარო წესით დამოწმებისას, სავალდებულო არ არის სანოტარო დოკუმენტში მინდობილი/რწმუნებული პირის ხელმოწერის ასახვა და არც მინდობილი პირის ნების გარკვევა", - ნათქვამია ნოტარიუსთა პალატის განცხადებაში.

შესაბამისად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მას ამ თემაზე იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ