Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ სურთ, კომპანია საბოლოოდ შეიყვანონ ჩიხში" - ზაალ უდუმაშვილი
"მათ სურთ, კომპანია საბოლოოდ შეიყვანონ ჩიხში" - ზაალ უდუმაშვილი

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ და­ნიშ­ნულ დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლებს მო­უ­წო­დებს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თონ", თუკი ოფის­ში შეს­ვლა არ უნ­დათ.

შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა უდუ­მაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა და გან­მარ­ტა, რომ და­ვით დვა­ლი­სა და რეზო სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, შე­ას­რუ­ლოს დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლის ფუნ­ქცია, უარს ამ­ბობს.

"მე ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ვერ ვი­ღებ, ვი­ნა­ი­დან ეს უკა­ნო­ნოა და მას­ზე არ არის ჩემი ხელ­მო­წე­რა, ჩემი თან­ხმო­ბა. თქვენ, ბა­ტო­ნე­ბო, გაქვთ ყვე­ლა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძის­გან, რომ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც თქვენც არ ეთან­ხმე­ბით თურ­მე. თქვენ გაქვთ ყვე­ლა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა. თუ არ მობ­რძან­დე­ბით აქ და არ შე­მოხ­ვალთ ოფის­ში, დის­ტან­ცი­უ­რად შე­ას­რუ­ლოთ უფ­ლე­ბა­მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და ის ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც კომ­პა­ნი­ას აქვს, დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თოთ, რად­გან თქვენ გა­გაჩ­ნი­ათ ყვე­ლა­ნა­ი­რი წვდო­მა ბუ­ღალ­ტე­რი­ას­თან. ჩვენ ეს აღარ გვაქვს უკვე მას შემ­დეგ, რაც თქვენ და­ი­ნიშ­ნეთ დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლე­ბად. ასე რომ, კე­თი­ლი ინე­ბეთ და შე­ას­რუ­ლეთ თქვენ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი", - მი­მარ­თა უდუ­მაშ­ვილ­მა და­ვით დვალ­სა და რეზო სა­ყე­ვა­რიშ­ვილს.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, "მათ სურთ, კომ­პა­ნია სა­ბო­ლო­ოდ შე­იყ­ვა­ნონ ჩიხ­ში". "თუმ­ცა, ბა­ტო­ნე­ბო, ამას ვერ მო­ეს­წრე­ბით, გპირ­დე­ბით", - აღ­ნიშ­ნა უდუ­მაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მათ სურთ, კომპანია საბოლოოდ შეიყვანონ ჩიხში" - ზაალ უდუმაშვილი

"მათ სურთ, კომპანია საბოლოოდ შეიყვანონ ჩიხში" - ზაალ უდუმაშვილი

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი სასამართლოს მიერ დანიშნულ დროებით მმართველებს მოუწოდებს, ტელეკომპანია "დისტანციურად მართონ", თუკი ოფისში შესვლა არ უნდათ.

შესაბამისი განცხადება უდუმაშვილმა "რუსთავი 2"-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და განმარტა, რომ დავით დვალისა და რეზო საყევარიშვილის შეთავაზებაზე, შეასრულოს დროებითი მმართველის ფუნქცია, უარს ამბობს.

"მე ამ ვალდებულებებს ვერ ვიღებ, ვინაიდან ეს უკანონოა და მასზე არ არის ჩემი ხელმოწერა, ჩემი თანხმობა. თქვენ, ბატონებო, გაქვთ ყველანაირი ვალდებულება მიღებული თამაზ ურთმელიძისგან, რომლის გადაწყვეტილებასაც თქვენც არ ეთანხმებით თურმე. თქვენ გაქვთ ყველანაირი უფლება. თუ არ მობრძანდებით აქ და არ შემოხვალთ ოფისში, დისტანციურად შეასრულოთ უფლებამოვალეობები და ის ფინანსური ვალდებულებები, რაც კომპანიას აქვს, დისტანციურად მართოთ, რადგან თქვენ გაგაჩნიათ ყველანაირი წვდომა ბუღალტერიასთან. ჩვენ ეს აღარ გვაქვს უკვე მას შემდეგ, რაც თქვენ დაინიშნეთ დროებით მმართველებად. ასე რომ, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები", - მიმართა უდუმაშვილმა დავით დვალსა და რეზო საყევარიშვილს.

მისივე შეფასებით, "მათ სურთ, კომპანია საბოლოოდ შეიყვანონ ჩიხში". "თუმცა, ბატონებო, ამას ვერ მოესწრებით, გპირდებით", - აღნიშნა უდუმაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია