პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაალ უდუმაშვილის პასუხი ცნობილია - ჟურნალისტი კონფიდენციალურ შეხვედრას ადასტურებს
ზაალ უდუმაშვილის პასუხი ცნობილია - ჟურნალისტი კონფიდენციალურ შეხვედრას ადასტურებს

"რუს­თა­ვი 2"-ის დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის მარ­თვის ბერ­კე­ტი ზაალ უდუ­მაშ­ვილს გა­და­ე­ცეს, რო­მე­ლიც არხზე გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პოსტს იკა­ვებ­და, ნიკა გვა­რა­მია და ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი პა­სუ­ხო­ბენ.

ასე­ვე იხი­ლეთ| "შე­ში­ნე­ბუ­ლი კა­ცუ­ნე­ბის ბრი­ფინ­გი" - ნიკა გვა­რა­მი­ას უკი­დუ­რე­სად მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე

"არ ვიცი, რო­დი­დან გახ­და კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი სა­უბ­რე­ბი სა­ჯა­რო. დიახ, ვა­დას­ტუ­რებ, რომ ორი დღის წინ ჩვენ შევ­ხვდით. მე ავუხ­სე­ნი, რომ ის იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ია­რა­ღი ამ ბრძო­ლა­ში, რო­მე­ლიც არ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენ ვერ შევ­ჯერ­დით პო­ზი­ცი­ებ­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მი­ვი­ღე მისი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც დღეს გაჟ­ღერ­და და მე მის­თვის თან­ხმო­ბა არ მით­ქვამს.

მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ დამ­ტკიც­და ეს დო­კუ­მენ­ტი, რო­დე­საც იქ ჩემი ხელ­მო­წე­რა არ ყო­ფი­ლა. მე გა­ვი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცია ჩემს იუ­რის­ტებ­თან და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო რე­ესტრში უკვე ასა­ხუ­ლია, არ არის კა­ნო­ნი­ე­რი, რად­გან იქ არ არის ჩემი ხელ­მო­წე­რა და ჩემი თან­ხმო­ბა", - აცხა­დებს ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი.

ამა­ვე თე­მა­ზე| რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რა დღეს ზაალ უდუ­მაშ­ვილს, რომ­ლის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბამ შე­საძ­ლოა, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­სა­მარ­თლოს მიერ და­ნიშ­ნულ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის დრო­ე­ბით­მა მმარ­თვე­ლებ­მა - რეზო სა­ყე­ვა­რიშ­ვილ­მა და და­ვით დვალ­მა სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლე ზაალ უდუ­მაშ­ვილს მი­ა­ნი­ჭეს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა დვალ­მა და სა­ყე­ვა­რიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თეს.

დვა­ლის გან­მარ­ტე­ბით, უდუ­მაშ­ვი­ლის­თვის "რუს­თა­ვი 2"-ის დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ჯა­რო რე­ესტრში უკვე ასა­ხუ­ლია.

ნა­ხეთ დე­ტა­ლე­ბი| "რუს­თა­ვი 2"-ის დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გან­მარ­ტა­ვენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ზაალ უდუმაშვილის პასუხი ცნობილია - ჟურნალისტი კონფიდენციალურ შეხვედრას ადასტურებს

ზაალ უდუმაშვილის პასუხი ცნობილია - ჟურნალისტი კონფიდენციალურ შეხვედრას ადასტურებს

"რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების გადაწყვეტილებას, რომ ტელევიზიის მართვის ბერკეტი ზაალ უდუმაშვილს გადაეცეს, რომელიც არხზე გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა, ნიკა გვარამია და ზაალ უდუმაშვილი პასუხობენ.

ასევე იხილეთ| "შეშინებული კაცუნების ბრიფინგი" - ნიკა გვარამიას უკიდურესად მწვავე განცხადებები სპეციალურ ბრიფინგზე

"არ ვიცი, როდიდან გახდა კონფიდენციალური საუბრები საჯარო. დიახ, ვადასტურებ, რომ ორი დღის წინ ჩვენ შევხვდით. მე ავუხსენი, რომ ის იყო ხელისუფლების იარაღი ამ ბრძოლაში, რომელიც არხის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ჩვენ ვერ შევჯერდით პოზიციებში, მოგვიანებით კი მივიღე მისი შემოთავაზება, რომელიც დღეს გაჟღერდა და მე მისთვის თანხმობა არ მითქვამს.

მაინტერესებს, როგორ დამტკიცდა ეს დოკუმენტი, როდესაც იქ ჩემი ხელმოწერა არ ყოფილა. მე გავიარე კონსულტაცია ჩემს იურისტებთან და შემიძლია ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც საჯარო რეესტრში უკვე ასახულია, არ არის კანონიერი, რადგან იქ არ არის ჩემი ხელმოწერა და ჩემი თანხმობა", - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

ამავე თემაზე| რა პასუხისმგებლობა დაეკისრა დღეს ზაალ უდუმაშვილს, რომლის შეუსრულებლობამ შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამოიწვიოს

შეგახსენებთ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულმა "რუსთავი 2"-ის დროებითმა მმართველებმა - რეზო საყევარიშვილმა და დავით დვალმა საკუთარი უფლებამოსილება არხის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს. შესაბამისი განცხადება დვალმა და საყევარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

დვალის განმარტებით, უდუმაშვილისთვის "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში უკვე ასახულია.

ნახეთ დეტალები| "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები ტელევიზიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია