2015 წლის 20 ივლისს დიმიტრი მედვედევმა სამუშაო ჯგუფის შექმნის ბრძანება გასცა, რომელსაც 2030 წლამდე, რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შექმნა დაევალა. თავის მხრივ, "სტრატეგია 2030" გახდება 2020 წლის "გრძელვადიანი განვითარების კონცეფციის" ანალოგი.
სამუშაო ჯგუფს კვარტალში ერთხელ რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის ეფექტური შესრულების ანალიზი დაევალა. ამავე პროექტის ფარგლებში სატელევიზიო გადაცემაც იქმნება, რომელიც ეკონომიკურ ტელეარხ РБК-ზე გადის.
გადაცემის სახელწოდებაა "სტრატეგია 2030"; ფორმატი ქართულ საზოგადოებას ორგანიზაცია "მოქალაქეს" პროექტ "2030"-ს ახსენებს, რომელიც ასევე აერთიანებს ანალიტიკურ ჯგუფს, რომელიც 2030 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მუშაობს და ასევე ახორციელებს სატელევიზიო პროექტს "2030"-ს, რომელიც ტელეარხ GDS-ზე გადის.
რაც შეეხება დროში თანხვედრას, მედვედევის ინიცირებულ "სტრატეგია 2030"-ს წინ უძღოდა "2020 - გრძელვადიანი განვითარების კონცეფცია", რომელიც 2008 წლის ნოემბერში გამოაცხადეს, ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაცია "მოქალაქის " პროექტი "2030"-ის შესახებ კი მიმდინარე წლის მაისში გაცხადდა, რასაც მალევე მოჰყვა ანალიტიკური ჯგუფის, "2030"-ის ორი სატელევიზიო პროექტი ტელეარხ GDS-ზე. რაც შეეხება მის რუსულ ანალოგს, რუსული "სტრატეგია 2030"-ის პრეზენტაცია მიმდინარე წლის 20 ივლისს შედგა.