მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სევდის, სიყვარულის და ვნების ამსახველი საუკეთესო ფოტოები
სევდის, სიყვარულის და ვნების ამსახველი საუკეთესო ფოტოები

ნივ­შა ტა­ვა­კო­ლი­ა­ნი (თე­ი­რა­ნი, ირა­ნი, 2010 წ.)

"გა­დავ­წყვი­ტე ჩემი სახ­ლი ფო­ტოს­ტუ­დი­ად გა­და­მე­კე­თე­ბი­ნა და მე­გობ­რე­ბის და მე­ზობ­ლე­ბის­თვის პორ­ტრე­ტე­ბი გა­და­მე­ღო" - ამ­ბობს ირა­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ნივ­შა ტა­ვა­კო­ლი­ა­ნი. "ნაგ­მე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქა­ლია თე­ი­რან­ში, ლა­მა­ზია, ჭკვი­ა­ნი და მხი­ა­რუ­ლი. ფო­ტო­ებს სრულ სი­ჩუ­მე­ში ვუ­ღებ­დი. უცებ ისე, რომ გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა არ შეც­ვლია, მან ტი­რი­ლი და­ი­წყო. შემ­დეგ და­მემ­შვი­დო­ბა და მშვი­დად წა­ვი­და". ფო­ტოს სიძ­ლი­ე­რე მისი სპონ­ტა­ნუ­რო­ბი­დან მო­დის. ნაგ­მეს და­უც­ვე­ლი გა­მო­ხედ­ვა პო­ზი­რე­ბის­გან ძა­ლი­ან შორ­საა.

პოლ ფუს­კო (სან ფრან­ცის­კო, ამე­რი­კა, 1968 წ.)

პოლ ფუს­კომ ეს ფოტო მომ­ღე­რალ ჯე­ნის ჯოპ­ლინს გა­და­უ­ღო ფილ­მორ­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის დროს. "ჯოპ­ლი­ნის გა­და­ღე­ბა ძა­ლი­ან პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. მას­თან კავ­ში­რი ვიგ­რძე­ნი ჩემი კა­მე­რის ობი­ექ­ტი­ვით. მისი ნამ­ღე­რი იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, რომ ის გან­ცდა 1968 წლის შემ­დეგ ცო­ცხლობს ჩემ­ში", - ყვე­ბა ფუს­კო.

გაი ლე კვე­რე­კი (კაპდ ან­ტი­ბის, საფ­რან­გე­თი, 1956 წ.)

"ფო­ტოგ­რა­ფი აკ­რო­ბა­ტია, რო­მე­ლიც წვრილ თოკ­ზე გა­დის და ისე ცდი­ლობს ჩა­მო­ვარ­დნი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის გა­და­ღე­ბას. ეს ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ფო­ტოა, რაც გა­და­მი­ღია. ფრან­გუ­ლი რი­ვი­ე­რას შე­ნო­ბის სა­ხუ­რა­ვია. შუ­ა­ში ქალი დე­და­ჩე­მია. სა­ნამ მერ­ლი­ნი აფ­რი­ა­ლე­ბულ კა­ბას სტი­ლის ლო­გოდ აქ­ცევ­და, ეს მა­ნამ­დე მოხ­და", - ყვე­ბა კვე­რე­კი.

სტივ მაკ­ქი­უ­რი (ლა ეს­პე­რან­ზა, კო­ლუმ­ბია, 2004 წ.)

ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ფო­ტოს "ავ­ღა­ნე­ლი გო­გო­ნას" ავ­ტო­რი თვლის, რომ ფო­ტოგ­რა­ფია ინ­ტი­მუ­რო­ბის აქ­ტია. "ამ ფო­ტო­ში მა­მის და შვი­ლის უთი­ერ­თო­ბა ინ­ტიმს ასა­ხავს. ეს ოჯა­ხი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად არ იყო შეძ­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ მდი­და­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­დათ, ნდო­ბა და ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც შიშ­საც კი უკუ­აგ­დებს", - ყვე­ბა მაკ­ქი­უ­რი.

სტი­უ­არტ ფრანკლი­ნი (ნგლი­სი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, 1996 წ.)

ამ ფო­ტომ სიღ­რმე დროს­თან ერ­თად მო­ი­პო­ვა. "ზა­ფხუ­ლის ცხე­ლი დღე იყო. ჩემი უმ­ცრო­სი ვაჟი ბილი ორი წლის იყო, დე­ი­და­მი­სის სახ­ლის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გრილ­დე­ბა. ლაბ­რა­დო­რი ფიბი უკა­ნა კა­რებს უცქერს ინ­ტე­რე­სით, თუ რა ხდე­ბა გა­რეთ. დღეს ბილი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­დის. დრო მიფ­რი­ნავს, მაგ­რამ ფო­ტო­ებს შე­უძ­ლი­ათ ჩვე­ნი ინ­ტი­მუ­რი მო­მენ­ტე­ბი ძვირ­ფას მო­გო­ნე­ბე­ბად აქ­ცი­ონ", - აცხა­დებს ფრანკლი­ნი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სევდის, სიყვარულის და ვნების ამსახველი საუკეთესო ფოტოები

სევდის, სიყვარულის და ვნების ამსახველი საუკეთესო ფოტოები

ნივშა ტავაკოლიანი (თეირანი, ირანი, 2010 წ.)

"გადავწყვიტე ჩემი სახლი ფოტოსტუდიად გადამეკეთებინა და მეგობრების და მეზობლებისთვის პორტრეტები გადამეღო" - ამბობს ირანელი ფოტოგრაფი ნივშა ტავაკოლიანი. "ნაგმე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალია თეირანში, ლამაზია, ჭკვიანი და მხიარული. ფოტოებს სრულ სიჩუმეში ვუღებდი. უცებ ისე, რომ გამომეტყველება არ შეცვლია, მან ტირილი დაიწყო. შემდეგ დამემშვიდობა და მშვიდად წავიდა". ფოტოს სიძლიერე მისი სპონტანურობიდან მოდის. ნაგმეს დაუცველი გამოხედვა პოზირებისგან ძალიან შორსაა.

პოლ ფუსკო (სან ფრანცისკო, ამერიკა, 1968 წ.)

პოლ ფუსკომ ეს ფოტო მომღერალ ჯენის ჯოპლინს გადაუღო ფილმორში გამართული კონცერტის დროს. "ჯოპლინის გადაღება ძალიან პირადი გამოცდილება იყო. მასთან კავშირი ვიგრძენი ჩემი კამერის ობიექტივით. მისი ნამღერი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ის განცდა 1968 წლის შემდეგ ცოცხლობს ჩემში", - ყვება ფუსკო.

გაი ლე კვერეკი (კაპდ ანტიბის, საფრანგეთი, 1956 წ.)

"ფოტოგრაფი აკრობატია, რომელიც წვრილ თოკზე გადის და ისე ცდილობს ჩამოვარდნილი ვარსკვლავების გადაღებას. ეს ერთ-ერთი პირველი ფოტოა, რაც გადამიღია. ფრანგული რივიერას შენობის სახურავია. შუაში ქალი დედაჩემია. სანამ მერლინი აფრიალებულ კაბას სტილის ლოგოდ აქცევდა, ეს მანამდე მოხდა", - ყვება კვერეკი.

სტივ მაკქიური (ლა ესპერანზა, კოლუმბია, 2004 წ.)

ძალიან ცნობილი ფოტოს "ავღანელი გოგონას" ავტორი თვლის, რომ ფოტოგრაფია ინტიმურობის აქტია. "ამ ფოტოში მამის და შვილის უთიერთობა ინტიმს ასახავს. ეს ოჯახი მატერიალურად არ იყო შეძლებული, მაგრამ მდიდარი ურთიერთობები ჰქონდათ, ნდობა და ისეთი სიყვარული, რომელიც შიშსაც კი უკუაგდებს", - ყვება მაკქიური.

სტიუარტ ფრანკლინი (ნგლისი, დიდი ბრიტანეთი, 1996 წ.)

ამ ფოტომ სიღრმე დროსთან ერთად მოიპოვა. "ზაფხულის ცხელი დღე იყო. ჩემი უმცროსი ვაჟი ბილი ორი წლის იყო, დეიდამისის სახლის სამზარეულოში გრილდება. ლაბრადორი ფიბი უკანა კარებს უცქერს ინტერესით, თუ რა ხდება გარეთ. დღეს ბილი უნივერსიტეტში მიდის. დრო მიფრინავს, მაგრამ ფოტოებს შეუძლიათ ჩვენი ინტიმური მომენტები ძვირფას მოგონებებად აქციონ", - აცხადებს ფრანკლინი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს