მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სერგეენკო იმ პოლიტიკოსთა შორის მოხვდა, რომლებმაც ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანის გადარჩენა შეძლეს
დავით სერგეენკო იმ პოლიტიკოსთა შორის მოხვდა, რომლებმაც ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანის გადარჩენა შეძლეს

"Аргументы и Факты" სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს მიერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის აღ­მო­ჩე­ნილ პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ფაქტს იხ­სე­ნებს.

"Аргументы и Факты" სტა­ტი­ა­ში - "ის­ტო­რი­ე­ბი პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს", იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შე­სა­ხებ ფაქ­ტებს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­თაც ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა მო­უხ­დათ.

სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, ურუგ­ვა­ის პრე­ზი­დენ­ტმა ტა­ბა­რე ვას­კეს­მა სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა ალერ­გი­ის მსხვერ­პლი, ახალ­გაზ­რდა ქალი საფ­რან­გე­თი­დან. 26 ოქ­ტომ­ბერს პრე­ზი­დენ­ტი ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი რე­ი­სით მი­ემ­გზავ­რე­ბო­და საფ­რან­გეთ­ში, სა­დაც მას მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში უნდა მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. იმა­ვე რე­ი­სით 17 წლის ფრან­გი გო­გო­ნა შინ ბრუნ­დე­ბო­და ბუ­ე­ნოს-აი­რე­სი­დან, სა­დაც ჰო­კე­ის ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ფრე­ნის დროს გო­გო­ნამ სა­უზ­მე მი­ირ­თვა, რო­მე­ლიც არა­ქისს შე­ი­ცავ­და. რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ მას ძლი­ე­რი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია და­ე­წყო და სუნ­თქვა შე­წყვი­ტა.

და­ზა­რა­ლე­ბულ­თან პირ­ვე­ლე­ბი პრე­ზი­დენ­ტი ვას­კე­სი და მისი პი­რა­დი ექი­მი მა­რიო სე­ლა­რა­ი­ა­ნი მი­ვიდ­ნენ. ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბის წყა­ლო­ბით გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი გახ­და.

სტა­ტი­ის ცნო­ბით, 75 წლის ტა­ბა­რე ვას­კე­სი პრო­ფე­სი­ით ექი­მია. ურუგ­ვა­ის პრე­ზი­დენტს ავი­ა­გა­დაფ­რე­ნე­ბის დროს პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მე­სა­მედ დას­ჭირ­და.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე მო­თხრო­ბი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც უსახ­ლკა­რო ჰალ­სტუ­ხის მეშ­ვე­ო­ბით გა­და­არ­ჩი­ნა. სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ 2013 წელს ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თა­ვი­სი ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა მო­უ­წია სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნისტრს და­ვით სერ­გე­ენ­კოს. მი­ნის­ტრი ავი­ა­შო­უ­ზე მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, როცა თბი­ლი­სის ცენ­ტრში მდე­ბა­რე გამ­ზირ­ზე მოწ­მე გახ­და, თუ რო­გორ და­ე­ჯა­ხა ავ­ტო­მან­ქა­ნა ნას­ვამ ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლეს. მი­ნის­ტრის რე­აქ­ცია მყი­სი­ე­რი იყო. მან გა­ა­ჩე­რა ავ­ტო­მან­ქა­ნა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ე­შუ­რა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­კენ და პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა. ად­გილ­ზე მი­სულ­მა "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბამ" და­შა­ვე­ბუ­ლი წა­იყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც უსახ­ლკა­რო დე­ნის ახ­მე­დო­ვი აღ­მოჩ­ნდა.

"ექი­მებ­მა ნა­ხეს, რომ ვი­ღა­ცამ სწო­რად შე­ა­ჩე­რა სის­ხლდე­ნა ფეხ­ზე და გა­და­სახ­ვევ მა­სა­ლად ჰალ­სტუ­ხი გა­მო­ი­ყე­ნა. იმის შე­სა­ხებ, რომ პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა და­ზა­რა­ლე­ბულს მი­ნის­ტრმა აღ­მო­უ­ჩი­ნა, "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" ექი­მებ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ი­ტყეს. და­ზა­რა­ლე­ბულს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს და მისი სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნეს. ხოლო პრეს­ტი­ჟუ­ლი მარ­კის დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი ჰალ­სტუ­ხი, რო­მე­ლიც ქარ­თველ ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს არ და­ნა­ნე­ბია ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად, ჩარ­ჩო­ში მო­ა­თავ­სეს და თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში სა­პა­ტიო ად­გილ­ზე გა­ნა­თავ­სეს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

"Аргументы и Факты"-ის სტა­ტი­ა­ში ასე­ვე სა­უ­ბა­რია ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ არ­ნოლდ შვარ­ცე­ნე­გერ­ზეც, რო­მელ­მაც თა­ვი­სი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი ასე­უ­ლო­ბით შემ­თხვე­ვა­ში გა­და­არ­ჩი­ნა. პო­ლი­ტი­კა­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ, რო­დე­საც კა­ლი­ფორ­ნი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რი გახ­და, მან და­ამ­ტკი­ცა, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც მზად არის გა­ჭირ­ვე­ბა­ში ჩა­ვარ­დნილ ადა­მი­ა­ნებს და­ეხ­მა­როს.

sponsored by ContentRoom

დავით სერგეენკო იმ პოლიტიკოსთა შორის მოხვდა, რომლებმაც ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანის გადარჩენა შეძლეს

დავით სერგეენკო იმ პოლიტიკოსთა შორის მოხვდა, რომლებმაც ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანის გადარჩენა შეძლეს

"Аргументы и Факты" საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მიერ დაზარალებულისთვის აღმოჩენილ პირველადი დახმარების ფაქტს იხსენებს.

"Аргументы и Факты" სტატიაში - "ისტორიები პოლიტიკოსებზე, რომლებმაც პირველი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს", იმ პოლიტიკოსების შესახებ ფაქტებს აქვეყნებს, რომელთაც ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანის გადარჩენა მოუხდათ.

სტატიის მიხედვით, ურუგვაის პრეზიდენტმა ტაბარე ვასკესმა სიკვდილს გადაარჩინა ალერგიის მსხვერპლი, ახალგაზრდა ქალი საფრანგეთიდან. 26 ოქტომბერს პრეზიდენტი ტრანსატლანტიკური რეისით მიემგზავრებოდა საფრანგეთში, სადაც მას მოლაპარაკებებში უნდა მიეღო მონაწილეობა. იმავე რეისით 17 წლის ფრანგი გოგონა შინ ბრუნდებოდა ბუენოს-აირესიდან, სადაც ჰოკეის ტურნირში მონაწილეობდა.

ფრენის დროს გოგონამ საუზმე მიირთვა, რომელიც არაქისს შეიცავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მას ძლიერი ალერგიული რეაქცია დაეწყო და სუნთქვა შეწყვიტა.

დაზარალებულთან პირველები პრეზიდენტი ვასკესი და მისი პირადი ექიმი მარიო სელარაიანი მივიდნენ. ოპერატიულად მიღებული ზომების წყალობით გოგონას მდგომარეობა სტაბილური გახდა.

სტატიის ცნობით, 75 წლის ტაბარე ვასკესი პროფესიით ექიმია. ურუგვაის პრეზიდენტს ავიაგადაფრენების დროს პროფესიული უნარების გამოყენება მესამედ დასჭირდა.

სტატიაში ასევე მოთხრობილია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შესახებ, რომელმაც უსახლკარო ჰალსტუხის მეშვეობით გადაარჩინა. სტატიაში ნათქვამია, რომ 2013 წელს ექსტრემალურ სიტუაციაში თავისი ქმედითუნარიანობის დამტკიცება მოუწია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს. მინისტრი ავიაშოუზე მიემგზავრებოდა, როცა თბილისის ცენტრში მდებარე გამზირზე მოწმე გახდა, თუ როგორ დაეჯახა ავტომანქანა ნასვამ ფეხით მოსიარულეს. მინისტრის რეაქცია მყისიერი იყო. მან გააჩერა ავტომანქანა, დაუყოვნებლივ გაეშურა დაზარალებულისკენ და პირველი დახმარება აღმოუჩინა. ადგილზე მისულმა "სასწრაფო დახმარებამ" დაშავებული წაიყვანა, რომელიც უსახლკარო დენის ახმედოვი აღმოჩნდა.

"ექიმებმა ნახეს, რომ ვიღაცამ სწორად შეაჩერა სისხლდენა ფეხზე და გადასახვევ მასალად ჰალსტუხი გამოიყენა. იმის შესახებ, რომ პირველადი დახმარება დაზარალებულს მინისტრმა აღმოუჩინა, "სასწრაფო დახმარების" ექიმებმა მოგვიანებით შეიტყეს. დაზარალებულს წარმატებული ოპერაცია გაუკეთეს და მისი სიცოცხლე გადაარჩინეს. ხოლო პრესტიჟული მარკის დიზაინერული ჰალსტუხი, რომელიც ქართველ ჯანდაცვის მინისტრს არ დანანებია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ჩარჩოში მოათავსეს და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში საპატიო ადგილზე განათავსეს", - აღნიშნულია სტატიაში.

"Аргументы и Факты"-ის სტატიაში ასევე საუბარია ჰოლივუდის ვარსკვლავ არნოლდ შვარცენეგერზეც, რომელმაც თავისი კინემატოგრაფიული კარიერის მანძილზე ადამიანები ასეულობით შემთხვევაში გადაარჩინა. პოლიტიკაში გადასვლის შემდეგ, როდესაც კალიფორნიის გუბერნატორი გახდა, მან დაამტკიცა, რომ რეალურ ცხოვრებაშიც მზად არის გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს დაეხმაროს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."