სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არაფერს არ ვმართავ, მაგრამ ძალიან აქტიურად ვმუშაობ ეკონომიკის ყველა მიმართულებით - ბიძინა ივანიშვილი
არაფერს არ ვმართავ, მაგრამ ძალიან აქტიურად ვმუშაობ ეკონომიკის ყველა მიმართულებით - ბიძინა ივანიშვილი

არა­ფერს არ ვმარ­თავ, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლე­ბიც ეკო­ნო­მი­კას­თან კავ­შირ­შია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, თუ რა სტა­ტუ­სით არის ჩარ­თუ­ლი ბუ­ნებ­რივ აირ­თან და­კავ­ში­რე­ბით ირან­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, რა­ზეც ივა­ნიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ "ბიზ­ნეს­მე­ნი­სა" და "მო­ქა­ლა­ქის" სტა­ტუ­სის გარ­და სხვა სტა­ტუ­სი არ გა­აჩ­ნია.

"ირა­ნულ გაზ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის წინ ელჩთა­ნაც მქონ­და შეხ­ვედ­რა. მთავ­რო­ბის სხვა წევ­რებ­თა­ნაც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ ეკო­ნო­მი­კის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. რომ ამ­ბო­ბენ ვმარ­თავ - არა­ფერს არ ვმარ­თავ, მაგ­რამ ეკო­ნო­მი­კას­თან რაც კავ­შირ­შია, მე ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ, მათ რი­ცხვში მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ჩვენ უნდა ვიზ­რუ­ნოთ, რომ ირან­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მყა­რი და ღრმა სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ვამ­ყა­როთ, მათ შო­რის მათ წყა­ლი უნ­დათ ჩვენ­გან", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ევ­თან თბი­ლის­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის მტკი­ცე­ბით, მას­თან "გა­ზპ­რო­მის" თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა.

"უფრო სა­ინ­ტე­რე­სო სა­უ­ბა­რი გვქონ­და მე და ბა­ტონ ალი­ევს, ვიდ­რე "გა­ზპ­რო­მია". ეს თემა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­ე­რაა აგო­რე­ბუ­ლი. ჩვენ გვქონ­და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა და მე­გობ­რუ­ლი სა­უ­ბა­რი", - აღ­ნიშ­ნა ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა, თუმ­ცა არ გა­ნუ­მარ­ტავს, კონ­კრე­ტუ­ლად რა თე­მებ­ზე შედ­გა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პირ­ველ პირ­თან სა­უ­ბა­რი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

არაფერს არ ვმართავ, მაგრამ ძალიან აქტიურად ვმუშაობ ეკონომიკის ყველა მიმართულებით - ბიძინა ივანიშვილი

არაფერს არ ვმართავ, მაგრამ ძალიან აქტიურად ვმუშაობ ეკონომიკის ყველა მიმართულებით - ბიძინა ივანიშვილი

არაფერს არ ვმართავ, მაგრამ აქტიურად ვმუშაობ საკითხებზე, რომლებიც ეკონომიკასთან კავშირშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რა სტატუსით არის ჩართული ბუნებრივ აირთან დაკავშირებით ირანთან მოლაპარაკებებში, რაზეც ივანიშვილმა განმარტა, რომ "ბიზნესმენისა" და "მოქალაქის" სტატუსის გარდა სხვა სტატუსი არ გააჩნია.

"ირანულ გაზთან დაკავშირებით მე დაახლოებით ორი კვირის წინ ელჩთანაც მქონდა შეხვედრა. მთავრობის სხვა წევრებთანაც ძალიან აქტიურად ვმუშაობ ეკონომიკის ყველა მიმართულებით. რომ ამბობენ ვმართავ - არაფერს არ ვმართავ, მაგრამ ეკონომიკასთან რაც კავშირშია, მე ყველაზე აქტიურად ვმუშაობ, მათ რიცხვში მთავრობის წარმომადგენლებთან. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ირანთან მაქსიმალურად მყარი და ღრმა სავაჭრო ურთიერთობები დავამყაროთ, მათ შორის მათ წყალი უნდათ ჩვენგან", - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან თბილისში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას, ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მასთან "გაზპრომის" თემაზე საუბარი არ ყოფილა.

"უფრო საინტერესო საუბარი გვქონდა მე და ბატონ ალიევს, ვიდრე "გაზპრომია". ეს თემა "ნაციონალური მოძრაობის" მიერაა აგორებული. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და მეგობრული საუბარი", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა, თუმცა არ განუმარტავს, კონკრეტულად რა თემებზე შედგა აზერბაიჯანის პირველ პირთან საუბარი.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."