პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 15 წლის ჯაბა ვაშაძე, რომელმაც "ნიჭიერის" სცენაზე შესრულებული არიით ფურორი მოახდინა
ვინ არის 15 წლის ჯაბა ვაშაძე, რომელმაც "ნიჭიერის" სცენაზე შესრულებული არიით ფურორი მოახდინა

"ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე 15 წლის ჯაბა ვა­შა­ძემ ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა. უჩ­ვე­უ­ლო ტემ­ბრი­თა და შეს­რუ­ლე­ბით არა მარ­ტო ჟი­უ­რი, მთე­ლი დარ­ბა­ზი და ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბე­ლი აღაფრ­თო­ვა­ნა. ჯა­ბამ მო­ცარ­ტის "ჯა­დოს­ნუ­რი ფლე­ი­ტი­დან" არია დიდი ოს­ტა­ტო­ბით წარ­მო­ად­გი­ნა, რის შემ­დე­გაც ნიკა გვა­რა­მია მას­თან სცე­ნა­ზე აიჭ­რა და ჩა­ე­ხუ­ტა.

AMBEBI.GE ჯაბა ვა­შა­ძეს უფრო ახ­ლოს გა­საც­ნო­ბად და­უ­კავ­შირ­და.

გა­ვი­გეთ, რომ თბი­ლი­სის 54-ე სკო­ლის მე­ა­თეკ­ლა­სე­ლია, ცხოვ­რობს ვა­კე­ში, არის მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნი და იმა­ზე მე­ტად უყ­ვარს კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა, ვიდ­რე ეს გუ­შინ, მისი სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლი­სას და­ვი­ნა­ხეთ. ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლი­ან კარ­გად ხა­ტავს და სწო­რედ ამ კუ­თხით უნდა მომ­ხდა­რი­ყო მისი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წარ­დგე­ნა, თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი სულ სხვაგ­ვა­რად მოხ­და. ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერ­ში ნი­ჭი­ე­რია.

- რო­დის აღ­მო­გაჩ­ნდა ასე­თი მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი?

- 7 წლის ასაკ­ში, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბე­ლი არას­დროს მყო­ლია, ჩე­მით მი­ვაღ­წიე იმ დო­ნეს, რაც ახლა მაქვს. მუდ­მი­ვად ვუს­მენ­დი კლა­სი­კურ მუ­სი­კას და არი­ებს ისე ვსწავ­ლობ­დი. ზოგ­ჯერ სა­ა­თო­ბით ვი­ყა­ვი იმით და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და.

- რა­ტომ არ მი­გიყ­ვა­ნეს პე­და­გოგ­თან?

- არ ვიცი, მი­აჩ­ნდათ, რომ ეს არც ისე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ტა­ცე­ბა იყო, თუმ­ცა ჩემს მშობ­ლებს სხვე­ბი სულ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ კლა­სი­კუ­რი ვო­კა­ლის პე­და­გო­გი მჭირ­დე­ბო­და.

- არც ახლა გყავს პე­და­გო­გი?

- ერთი თვეა, რაც უკვე მყავს, რად­გა­ნაც "ნი­ჭი­ე­რის" შემ­დე­გი ტუ­რის­თვის და ნომ­რის­თვის ვემ­ზა­დე­ბი. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში დავ­დი­ვარ, მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­თხრა, რომ ხმა და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მაქვს და ახლა ერ­თად ვმუ­შა­ობთ.

- პე­და­გოგ­მა შენი და­მო­უ­კი­დებ­ლად ნა­მუ­შე­ვა­რი მო­გი­წო­ნა?

- კი, შე­მა­ქო, მაგ­რამ საქ­მე კი­დევ ბევ­რია.

- ამ კლა­სი­კურ­მა მუ­სი­კამ სა­ი­დან და რა­ტომ და­გა­ინ­ტე­რე­სა?

- ბე­ბი­ას ძა­ლი­ან უყ­ვარს კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა და ხში­რად მა­ს­მე­ნი­ნებ­და ხოლ­მე, მეც მომ­წონ­და. მერე, ხომ გი­თხა­რით, და­მო­უ­კი­დებ­ლად ვუს­მენ­დი ამა თუ იმ კომ­პო­ზი­ტორს და პა­რა­ლე­ლუ­რად, არი­ებს ვას­რუ­ლებ­დი.

- გუ­შინ მო­ცარ­ტრის ჯა­დოს­ნუ­რი ფლე­ი­ტა" იმ­ღე­რე. რა­ტომ? მო­ცარ­ტი შენი ფა­ვო­რი­ტი კომ­პო­ზი­ტო­რია?

- იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი არი­აა. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ცარტს, ის ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი კომ­პო­ზი­ტო­რია. მიყ­ვარს ასე­ვე ბახი, ვერ­დი.

- "ნი­ჭი­ერ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- შემ­თხვე­ვით, თან, "ფე­ის­ბუ­ქით" დავ­რე­გის­ტრირ­დი ისე, ჩემ­თან, სახ­ლში არც იცოდ­ნენ.

- სიმ­ღე­რის გარ­და რა გი­ზი­დავს და კი­დევ რისი კე­თე­ბა გსი­ა­მოვ­ნებს?

- ვხა­ტავ და თე­ატ­რა­ლურ სტუ­დია "ბე­რი­კებ­ში" დავ­დი­ვარ, ხატ­ვა­ზე ზაალ სუ­ლა­კა­ურ­თა­ნაც დავ­დი­ო­დი. პორ­ტრე­ტე­ბის ხატ­ვა მიყ­ვარს...

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ხარ?

- ყვე­ლა მა­გას მე­კი­თხე­ბა. არ ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მე მუ­სი­კა მიყ­ვარს და მას­ზე ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი...

- ძა­ლი­ან კარ­გი. დე­დი­სერ­თა ხარ?

- უფ­რო­სი ძმა მყავს.

- გუ­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ გიც­ნობ­და, დღეს კი უკვე ყვე­ლამ გა­გიც­ნო. რას გრძნობ?

- გუ­შინ­დე­ლი სა­ღა­მო­დან ჩემი "ფე­ის­ბუ­ქი" და ტე­ლე­ფო­ნი "აფეთ­ქდა". ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ჩემი "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა...

- კონ­კურ­სის­გან რა მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- კარგ გა­მოს­ვლას ვგეგ­მავ და არც გა­მარ­ჯვე­ბაა ცუდი.

AMBEBI.GE

ლალი ფა­ცია

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

ვინ არის 15 წლის ჯაბა ვაშაძე, რომელმაც "ნიჭიერის" სცენაზე შესრულებული არიით ფურორი მოახდინა

ვინ არის 15 წლის ჯაბა ვაშაძე, რომელმაც "ნიჭიერის" სცენაზე შესრულებული არიით ფურორი მოახდინა

"ნიჭიერის" სცენაზე 15 წლის ჯაბა ვაშაძემ ფურორი მოახდინა. უჩვეულო ტემბრითა და შესრულებით არა მარტო ჟიური, მთელი დარბაზი და ტელემაყურებელი აღაფრთოვანა. ჯაბამ მოცარტის "ჯადოსნური ფლეიტიდან" არია დიდი ოსტატობით წარმოადგინა, რის შემდეგაც ნიკა გვარამია მასთან სცენაზე აიჭრა და ჩაეხუტა.

AMBEBI.GE ჯაბა ვაშაძეს უფრო ახლოს გასაცნობად დაუკავშირდა.

გავიგეთ, რომ თბილისის 54-ე სკოლის მეათეკლასელია, ცხოვრობს ვაკეში, არის მიზანდასახული ადამიანი და იმაზე მეტად უყვარს კლასიკური მუსიკა, ვიდრე ეს გუშინ, მისი სცენაზე გამოსვლისას დავინახეთ. ამბობენ, რომ ძალიან კარგად ხატავს და სწორედ ამ კუთხით უნდა მომხდარიყო მისი ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა, თუმცა, ყველაფერი სულ სხვაგვარად მოხდა. ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია.

- როდის აღმოგაჩნდა ასეთი მუსიკალური მონაცემები?

- 7 წლის ასაკში, მაგრამ მასწავლებელი არასდროს მყოლია, ჩემით მივაღწიე იმ დონეს, რაც ახლა მაქვს. მუდმივად ვუსმენდი კლასიკურ მუსიკას და არიებს ისე ვსწავლობდი. ზოგჯერ საათობით ვიყავი იმით დაკავებული, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.

- რატომ არ მიგიყვანეს პედაგოგთან?

- არ ვიცი, მიაჩნდათ, რომ ეს არც ისე სერიოზული გატაცება იყო, თუმცა ჩემს მშობლებს სხვები სულ ეუბნებოდნენ, რომ კლასიკური ვოკალის პედაგოგი მჭირდებოდა.

- არც ახლა გყავს პედაგოგი?

- ერთი თვეა, რაც უკვე მყავს, რადგანაც "ნიჭიერის" შემდეგი ტურისთვის და ნომრისთვის ვემზადები. კონსერვატორიაში დავდივარ, მასწავლებელმა მითხრა, რომ ხმა დასამუშავებელი მაქვს და ახლა ერთად ვმუშაობთ.

- პედაგოგმა შენი დამოუკიდებლად ნამუშევარი მოგიწონა?

- კი, შემაქო, მაგრამ საქმე კიდევ ბევრია.

- ამ კლასიკურმა მუსიკამ საიდან და რატომ დაგაინტერესა?

- ბებიას ძალიან უყვარს კლასიკური მუსიკა და ხშირად მასმენინებდა ხოლმე, მეც მომწონდა. მერე, ხომ გითხარით, დამოუკიდებლად ვუსმენდი ამა თუ იმ კომპოზიტორს და პარალელურად, არიებს ვასრულებდი.

- გუშინ მოცარტრის ჯადოსნური ფლეიტა" იმღერე. რატომ? მოცარტი შენი ფავორიტი კომპოზიტორია?

- იმიტომ, რომ ყველაზე რთული შესასრულებელი არიაა. რაც შეეხება მოცარტს, ის ერთ-ერთი ფავორიტი კომპოზიტორია. მიყვარს ასევე ბახი, ვერდი.

- "ნიჭიერში" მონაწილეობა რატომ გადაწყვიტე?

- შემთხვევით, თან, "ფეისბუქით" დავრეგისტრირდი ისე, ჩემთან, სახლში არც იცოდნენ.

- სიმღერის გარდა რა გიზიდავს და კიდევ რისი კეთება გსიამოვნებს?

- ვხატავ და თეატრალურ სტუდია "ბერიკებში" დავდივარ, ხატვაზე ზაალ სულაკაურთანაც დავდიოდი. პორტრეტების ხატვა მიყვარს...

- შეყვარებული არ ხარ?

- ყველა მაგას მეკითხება. არ ვარ შეყვარებული, მე მუსიკა მიყვარს და მასზე ვარ შეყვარებული...

- ძალიან კარგი. დედისერთა ხარ?

- უფროსი ძმა მყავს.

- გუშინ საზოგადოება არ გიცნობდა, დღეს კი უკვე ყველამ გაგიცნო. რას გრძნობ?

- გუშინდელი საღამოდან ჩემი "ფეისბუქი" და ტელეფონი "აფეთქდა". ბევრი ადამიანისთვის ჩემი "ნიჭიერის" სცენაზე გამოსვლა მოულოდნელი აღმოჩნდა...

- კონკურსისგან რა მოლოდინი გაქვს?

- კარგ გამოსვლას ვგეგმავ და არც გამარჯვებაა ცუდი.

AMBEBI.GE

ლალი ფაცია

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება