ამადეო მოდილიანის ნახატი "მწოლიარე შიშველი ქალი" მხატვრის ყველაზე ძვირადღირებული შედევრი აღმოჩნდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ნიუ-იორკის "კრისტის" აუქციონზე 1917-18 წლებში შექმნილი ნამუშევარი რეკორდულ ფასად, 170 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. სააგენტო "ესოშიეითედ პრესი" აღნიშნავს, რომ მოდილიანის გაყიდული ნახატების ღირებულება როგორც წესი, 71 მილიონ აშშ დოლარს არ აღემატებოდა.
"მწოლიარე შიშველი ქალის" მფლობელი ჩინეთის მოქალაქე გახდა, რომლის ვინაობაც არ სახელდება. მოდილიანის ნახატი აუქციონის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ნახატების სამეულში მოხვდა. პირველი ადგილი პაბლო პიკასოს "ალჟირელ ქალებს" უკავია, რომელიც 179 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.