საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიელი პოლიტიკოსი, იუნკერის კომისიაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და პოლიტიკის უსაფრთხოების უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი იმყოფება.
მოგერინის პოლიტიკური კარიერა 1996 წელს დაიწყო, როდესაც ახალგაზრდულ მემარცხენე ორგანიზაციას ”სინისტრა ჯოვანილეს” შეუერთდა. 2001 წელს მემარცხენე დემოკრატების ნაციონალურ საბჭოში შევიდა, მოგვიანებით კი მათ პოლიტიკურ კომიტეტშიც გაწევრიანდა. 2003 წელს მან შინაგანი კავშირების განყოფილებაში დაიწყო მუშაობა, სადაც კოორდინატორი გახდა და ერაყისა და ავღანეთის პრობლემებზე მუშაობდა.
2014 წლის 10 თებერვალს მოგერინი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობაში კიევში ჩავიდა, რათა პრეზიდენტ იანუკოვიჩსა და ოპოზიციას შორის არსებული ღია კონფლიქტი დაერეგულირებინა. მოგერინი აქტიურად მუშაობდა ყირიმის კონფლიქტთან დაკავშირებით და რუსეთსა და უკრაინას შორის აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მან შექმნა რამდენიმე გეგმა კრიზისიდან თავის დასაღწევად.
მოგერინი აქტიურად მუშაობს ახლო აღმოსავლეთში არსებულ პრობლემებზე.
2014 წლის თებერვალს ფედერიკა რენცის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამავე წლის 31 ოქტომბერს მისი ევროკავშირში მაღალი პოსტის დაკავების გამო, რენცის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი გახდა.