საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომუნიკაციების კომისია - "რუსთავი 2"-ის სამაუწყებლო ბადე არ შეცვლილა და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია
კომუნიკაციების კომისია - "რუსთავი 2"-ის სამაუწყებლო ბადე არ შეცვლილა და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია

"რუს­თა­ვი 2"–ის სა­მა­უ­წყებ­ლო ბადე არ შეც­ვლი­ლა და მისი სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია, - ამის შე­სა­ხებ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

კო­მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია, რო­მე­ლიც მა­უ­წყებ­ლო­ბის სფე­რო­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სა და კონ­ტრო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნოა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა შპს "სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2"–თან და­კავ­ში­რე­ბულ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს.

კო­მი­სია აღ­ნიშ­ნავს, რომ "სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2"–ის სა­მა­უ­წყებ­ლო ბადე, მათ შო­რის ახა­ლი ამ­ბე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ–პო­ლი­ტი­კუ­რი პროგ­რა­მე­ბი, ასე­ვე არხზე კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის ფიქ­სი­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბა არ შეც­ვლი­ლა შემ­ცი­რე­ბის/გა­უქ­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მხრი­დან მა­უ­წყებ­ლის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და მისი სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია.

შპს "სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2"–ის მა­უ­წყებ­ლო­ბა შე­უ­ფერ­ხებ­ლად ვრცელ­დე­ბა რო­გორც ღია ეთე­რით, ასე­ვე სა­კა­ბე­ლო ქსე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, თა­ნამ­გზავ­რუ­ლი სის­ტე­მე­ბი­თა და ინ­ტერ­ნე­ტით;

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ბოლო დრომ­დე არ შექ­მნია პრობ­ლე­მე­ბი ეროვ­ნულ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ორ­გა­ნოს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კუ­თხით, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რე­ბის ირ­გვლივ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა (როცა, ერთი მხრივ, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­სა და მი­სი­ვე მინ­დო­ბი­ლო­ბით მოქ­მედ ყვე­ლა პირს შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვთ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, ხოლო მე­ო­რე მხრივ, მე­წარ­მე­თა და არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის რე­ესტრში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბი არ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს), კო­მი­სი­ის შე­ფა­სე­ბით ქმნის რე­ა­ლურ საფრ­თხეს შე­ფერ­ხდეს, ან უფრო მეტი – შე­ჩერ­დეს მა­უ­წყებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა მე­სა­მე პი­რებ­თან, რა­მაც, თა­ვის მხრივ, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მა­უ­წყებ­ლის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­წყვე­ტა, მას­ზე კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მივ­მარ­თავთ შპს "სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2"–ის მფლო­ბე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ვის მხა­რე­ებს მი­ი­ღონ ყვე­ლა ზომა იმ მიზ­ნით, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის არ­ცერთ ეტაპ­ზე კომ­პა­ნია არ დარ­ჩეს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე პი­რის მიერ მარ­თვის გა­რე­შე, რათა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი მა­უ­წყებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­წყვე­ტა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

კომუნიკაციების კომისია - "რუსთავი 2"-ის სამაუწყებლო ბადე არ შეცვლილა და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია

კომუნიკაციების კომისია - "რუსთავი 2"-ის სამაუწყებლო ბადე არ შეცვლილა და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია

"რუსთავი 2"–ის სამაუწყებლო ბადე არ შეცვლილა და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კომისიის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელი დამოუკიდებელი ორგანოა, განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"–თან დაკავშირებულ მიმდინარე პროცესს.

კომისია აღნიშნავს, რომ "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"–ის სამაუწყებლო ბადე, მათ შორის ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამები, ასევე არხზე კრიტიკული აზრის ფიქსირების მოცულობა არ შეცვლილა შემცირების/გაუქმების თვალსაზრისით, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ადგილი არ ჰქონია და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია.

შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"–ის მაუწყებლობა შეუფერხებლად ვრცელდება როგორც ღია ეთერით, ასევე საკაბელო ქსელების გამოყენებით, თანამგზავრული სისტემებითა და ინტერნეტით;

ტელეკომპანიას ბოლო დრომდე არ შექმნია პრობლემები ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან კომუნიკაციის კუთხით, თუმცა კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ირგვლივ შექმნილი ვითარება (როცა, ერთი მხრივ, სასამართლოს განჩინებით კომპანიის დირექტორსა და მისივე მინდობილობით მოქმედ ყველა პირს შეჩერებული აქვთ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ხოლო მეორე მხრივ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული დროებითი მმართველები არ ახორციელებენ წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს), კომისიის შეფასებით ქმნის რეალურ საფრთხეს შეფერხდეს, ან უფრო მეტი – შეჩერდეს მაუწყებლის ურთიერთობა მესამე პირებთან, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მაუწყებლის ფუნქციონირების შეწყვეტა, მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"–ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის მხარეებს მიიღონ ყველა ზომა იმ მიზნით, რომ სასამართლო პროცესის არცერთ ეტაპზე კომპანია არ დარჩეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ მართვის გარეშე, რათა თავიდან იქნას აცილებული მაუწყებლის საქმიანობის შეწყვეტა", - აღნიშნულია განცხადებაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები