განო მელითაურის უმცროსი გოგონა ლოლა უკვე ერთი თვისაა, შუათანა ბიჭი თარაში კი რამდენიმე დღეა ბაღში დადის. სწორედ ამ მოვლენას მიუძღვნა განომ ემოციური პოსტი, რომელიც თარაშის საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ეკუთვნით:
"ის დღეც მახსოვს...ის დღე იყოს ნეტა ახლა! მაშინ ორნი ვიყავით, მესამე მუცელში... ექომ გვითხრა, ცოცხალიაო... დიდხანს გვატარეს ცუდი დიაგნოზით და იმ დღეს თითქოს ყველაფერი გამოვიდა - ანალიზები, ეხო, ვიზა... ინტერკლინიკის მოსაცდელში სულ ბევრი იცდის... ჩვენ ყოველთვის სადღაც გვეჩქარება, იმ დღესაც, მაგრამ წრიულ სტენდზე მიყრილ ბროშურებში ერთი მაინც თვალში მოგვხვდა. კოტე უხერხულად გადაიხარა
- უკაცრავადო - თქვა ღიმილით. იცნეს და შენიშვნებსაც გადაურჩა... მოკლედ, უკანა გზაზე გულის ჯიბიდან ამაყად ამოაცურა ფერადი ბროშურა, საიდანაც ხელიხელჩაკიდებული გოგო-ბიჭების სასაცილო ფიგურები იცინოდნენ! ძალიან გამეხარდა და მაჯა მაჯას მივარტყით, თან ერთხმად:
- გაკს! - როცა რღაც გვიხაროდა სულ ასე ვიქცეოდით, ერთმანეთის აბრევიატურები მაჯასთნ გვაქვს ამოტვიფრული და ვაერთებთ ხოლმე... ისევ ის დღე იყოს ნეტა ახლაც!!!!!
- შენ დარეკავ?
- არა, მოდი მე, მოდი შენ, - და ამასობაში საელჩოსთან მივედით.
- როცა ჩამოვალ, ბარემ ერთად მივიყვანოთ, თან უკვე სამი წლისაც იქნება, - და მანქანიდან გადავიდა.