პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საუკუნის წინ ზუბალაშვილების სახალხო სახლი ერქვა... - უცნობი და საინტერესო ფაქტები მარჯანიშვილის თეატრის შესახებ
საუკუნის წინ ზუბალაშვილების სახალხო სახლი ერქვა... - უცნობი და საინტერესო ფაქტები მარჯანიშვილის თეატრის შესახებ

დრო გა­დის, ბევ­რი რამ იც­ვლე­ბა, მათ შო­რის თბი­ლი­სი და აქ არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი. სა­უ­კუ­ნის წინ აგე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი­დან თა­ვის პირ­ვან­დელ ფუნ­ქცი­ას ცოტა თუ ას­რუ­ლებს, რაც ბუ­ნებ­რი­ვიც არის, რად­გან ყვე­ლა­ფერს დრო ალა­გებს და აწეს­რი­გებს.

ამ­ჯე­რად მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის შე­ნო­ბა­ზე შევ­ჩერ­დე­ბით, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის სა­ხალ­ხო სახ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, სა­დაც თა­ვი­დან სა­ხალ­ხო თე­ატ­რი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. შე­ნო­ბა ძმე­ბი ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის ხარ­ჯით 1909 წელს აიგო.

სა­ხალ­ხო სახ­ლე­ბი პირ­ვე­ლად და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და რუ­სეთ­ში XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გაჩ­ნდა, სა­დაც სპექ­ტაკ­ლებ­თან ერ­თად, მუ­სი­კა­ლურ, ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ღა­მო­ებს, კონ­ცერ­ტებს, გა­მო­ფე­ნებს, ლექ­ცი­ებს მარ­თავ­დნენ, - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი იყო.

თბი­ლის­ში ასე­თი სა­ხალ­ხო სახ­ლის და­საპ­რო­ექ­ტებ­ლად 1901 წელს გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში, პე­ტერ­ბურ­გე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის კრი­ჩინ­სკის პრო­ექ­ტმა გა­ი­მარ­ჯვა. თე­ატ­რის საქ­მეს ძმე­ბი ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ, რომ­ლებ­მაც 1901 წელს, მა­მის, კონ­სტან­ტი­ნე ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლის სახ­სოვ­რად, თა­ვი­ან­თი ხარ­ჯით, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის თე­ატ­რის აშე­ნე­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს.

მშე­ნებ­ლო­ბა 1902 წლის 7 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო, ახ­ლან­დე­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი­სა და უზ­ნა­ძის ქუ­ჩე­ბის მარ­ცხე­ნა მხა­რის კუ­თხე­ში (იმ დრო­ის­თვის ეს ქუ­ჩე­ბი კირ­კი­სა და დიდი მთავ­რის სა­ხელს ატა­რებ­დნენ). მშე­ნებ­ლო­ბა 1907 წელს დას­რულ­და, შე­ნო­ბა კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად, 1909 წლის 4 აპ­რილს გა­იხ­სნა. ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლებ­მა თე­ატ­რი სა­ჩუქ­რად ქა­ლაქს გა­დას­ცეს.

სა­ძირ­კველ­ში ჩა­ტა­ნე­ბუ­ლია ლი­თო­ნის ფირ­ფი­ტა რუ­სუ­ლი წარ­წე­რით: "კ.ი. ზუ­ბა­ლო­ვის სა­ხალ­ხო სახ­ლს სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა 1902 წლის 24 სექ­ტემ­ბერს, ზუ­ბა­ლო­ვის შთა­მო­მავ­ლე­ბის ლე­ვა­ნის, სტე­ფა­ნეს, პეტ­რე და ია­კო­ბის მიერ. ეს სახ­ლი შენ­დე­ბა ამ შთა­მო­მა­ვალ­თა სახ­სრე­ბით. სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობს არ­ქი­ტექ­ტო­რი რო­გო­ის­კი, სა­ქა­ლა­ქო ინ­ჟი­ნე­რის, არ­ქი­ტექ­ტორ კრი­ჩინ­სკის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით".

შე­ნო­ბა სა­ზე­ი­მოდ 1909 წლის 7 აპ­რილს აკურ­თხეს. მალე სა­ხალ­ხო სახ­ლი თბი­ლი­სის მნიშ­ვნე­ლო­ვან კულ­ტუ­რულ ცენ­ტრად იქცა. 630-კა­ცი­ა­ნი დარ­ბა­ზი მუდ­მი­ვად სავ­სე იყო მა­ყუ­რებ­ლით. სპექ­ტაკ­ლე­ბი 12 ენა­ზე იდ­გმე­ბო­და. იდ­გმე­ბო­და რო­გორც დრა­მა­ტუ­ლი, ისე სა­ო­პე­რო წარ­მოდ­გე­ნე­ბი.

სა­ხალ­ხო სახ­ლის სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლია მისი თე­ატ­რა­ლუ­რი დარ­ბა­ზი, რო­მე­ლიც პარ­ტე­რის და ბალ­კო­ნის­გან შედ­გე­ბო­და. სცე­ნის კი­დე­ებ­ში, სა­ორ­კესტრო ორ­მოს მარ­ცხნივ და მარ­ჯვნივ გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო ბე­ნუ­ა­რის თითო ლოჟა, მე­ო­რე სარ­თულ­ზე, სცე­ნის პირ­და­პირ და დარ­ბა­ზის ორი­ვე კედ­ლის გა­ყო­ლე­ბით, "ბალ­კო­ნია" გან­თავ­სე­ბუ­ლი. დარ­ბა­ზის გა­ნა­თე­ბას ამა­ვე სარ­თუ­ლის გვერ­დით კედ­ლებ­ში გაჭ­რი­ლი დიდი სწორ­კუ­თხა სარ­კმე­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ვი­ნა­ი­დან დარ­ბაზ­ში მა­შინ ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­თე­ბა არ იყო, წარ­მოდ­გე­ნე­ბი და სა­ერ­თოდ, ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა, დღი­სით ტარ­დე­ბო­და (ამ­ჯე­რად ეს ფან­ჯრე­ბი ამოვ­სე­ბუ­ლია და დე­კო­რის სახე აქვს).

1930 წელს კი სა­ხალ­ხო სახ­ლში ბინა და­ი­დო კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­თა­ის­ში და­არ­სე­ბულ­მა II სა­ხელ­მწი­ფო ქარ­თულ­მა თე­ატრმა, რო­მელ­საც კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ (1933 წელს) კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი ეწო­და.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვალ­ჯერ შე­კე­თე­ბულ-გა­და­კე­თე­ბუ­ლი თე­ატ­რის შე­ნო­ბა­ში 2003 წელს აღ­დგე­ნი­თი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო და ამის შე­დე­გად დარ­ბა­ზი, სცე­ნა, ფა­სა­დი და მთლი­ა­ნად ინ­ტე­რი­ე­რი უფრო გა­დიდ­და და შე­ნო­ბის პირ­ვან­დელ სა­ხეს და­უ­ახ­ლოვ­და. აღ­დგე­ნი­ლია სა­ორ­კესტრო ორმო. ბე­ნუ­ა­რის ლო­ჟე­ბი არ აღად­გი­ნეს, იქ ახლა კვლავ გა­სა­ნა­თე­ბე­ლი აპა­რა­ტუ­რაა მო­თავ­სე­ბუ­ლი. დარ­ბაზს აქვს კედ­ლებ­ში ოთხმხრივ სი­მეტ­რი­უ­ლად გან­ლა­გე­ბუ­ლი შე­სას­ვლე­ლე­ბი. სამი მხრი­დან გარს აკ­რავს მა­ყუ­რე­ბელ­თა ფოიე. დარ­ბა­ზის მარ­ცხე­ნა ფო­ი­ე­ში მო­ნუ­მენ­ტუ­რი ფერ­წე­რუ­ლი პა­ნოა, რო­მე­ლიც 1979 წლის მო­რი­გი რე­მონ­ტის დროს შეს­რულ­და, მისი ავ­ტო­რე­ბი არი­ან ოლეგ ქო­ჩა­კი­ძე, ალექ­სან­დრე სლო­ვინ­სკიმ და იური ჩიკ­ვა­ი­ძე.

2003 წლის ზა­ფხულ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხარ­ჯე­ბით მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი და­ი­წყო, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მი­ე­ახ­ლო­ე­ბი­ნათ ძვე­ლი სა­ხალ­ხო სახ­ლი პირ­ვან­დე­ლი იერ­სა­ხის­თვის. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი თე­ატ­რი 2006 წელს გა­იხ­სნა.

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ, AMBEBI.GE

საუკუნის წინ ზუბალაშვილების სახალხო სახლი ერქვა... - უცნობი და საინტერესო ფაქტები მარჯანიშვილის თეატრის შესახებ

საუკუნის წინ ზუბალაშვილების სახალხო სახლი ერქვა... - უცნობი და საინტერესო ფაქტები მარჯანიშვილის თეატრის შესახებ

დრო გადის, ბევრი რამ იცვლება, მათ შორის თბილისი და აქ არსებული შენობები. საუკუნის წინ აგებული ნაგებობებიდან თავის პირვანდელ ფუნქციას ცოტა თუ ასრულებს, რაც ბუნებრივიც არის, რადგან ყველაფერს დრო ალაგებს და აწესრიგებს.

ამჯერად მარჯანიშვილის თეატრის შენობაზე შევჩერდებით, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ზუბალაშვილების სახალხო სახლის სახელწოდებით ფუნქციონირებდა, სადაც თავიდან სახალხო თეატრი იყო განთავსებული. შენობა ძმები ზუბალაშვილების ხარჯით 1909 წელს აიგო.

სახალხო სახლები პირველად დასავლეთ ევროპასა და რუსეთში XIX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა, სადაც სპექტაკლებთან ერთად, მუსიკალურ, ლიტერატურულ საღამოებს, კონცერტებს, გამოფენებს, ლექციებს მართავდნენ, - საზოგადოებრივი გასართობი ცენტრები იყო.

თბილისში ასეთი სახალხო სახლის დასაპროექტებლად 1901 წელს გამოცხადებულ კონკურსში, პეტერბურგელი არქიტექტორის კრიჩინსკის პროექტმა გაიმარჯვა. თეატრის საქმეს ძმები ზუბალაშვილები ხელმძღვანელობდნენ, რომლებმაც 1901 წელს, მამის, კონსტანტინე ზუბალაშვილის სახსოვრად, თავიანთი ხარჯით, თბილისის მოსახლეობისთვის თეატრის აშენება გამოაცხადეს.

მშენებლობა 1902 წლის 7 ნოემბერს დაიწყო, ახლანდელი მარჯანიშვილისა და უზნაძის ქუჩების მარცხენა მხარის კუთხეში (იმ დროისთვის ეს ქუჩები კირკისა და დიდი მთავრის სახელს ატარებდნენ). მშენებლობა 1907 წელს დასრულდა, შენობა კი ოფიციალურად, 1909 წლის 4 აპრილს გაიხსნა. ზუბალაშვილებმა თეატრი საჩუქრად ქალაქს გადასცეს.

საძირკველში ჩატანებულია ლითონის ფირფიტა რუსული წარწერით: "კ.ი. ზუბალოვის სახალხო სახლს საფუძველი ჩაეყარა 1902 წლის 24 სექტემბერს, ზუბალოვის შთამომავლების ლევანის, სტეფანეს, პეტრე და იაკობის მიერ. ეს სახლი შენდება ამ შთამომავალთა სახსრებით. სახლის მშენებლობას ხელმძღვანელობს არქიტექტორი როგოისკი, საქალაქო ინჟინერის, არქიტექტორ კრიჩინსკის პროექტის მიხედვით".

შენობა საზეიმოდ 1909 წლის 7 აპრილს აკურთხეს. მალე სახალხო სახლი თბილისის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად იქცა. 630-კაციანი დარბაზი მუდმივად სავსე იყო მაყურებლით. სპექტაკლები 12 ენაზე იდგმებოდა. იდგმებოდა როგორც დრამატული, ისე საოპერო წარმოდგენები.

სახალხო სახლის სამსართულიანი შენობის ძირითადი ნაწილია მისი თეატრალური დარბაზი, რომელიც პარტერის და ბალკონისგან შედგებოდა. სცენის კიდეებში, საორკესტრო ორმოს მარცხნივ და მარჯვნივ განლაგებული იყო ბენუარის თითო ლოჟა, მეორე სართულზე, სცენის პირდაპირ და დარბაზის ორივე კედლის გაყოლებით, "ბალკონია" განთავსებული. დარბაზის განათებას ამავე სართულის გვერდით კედლებში გაჭრილი დიდი სწორკუთხა სარკმელები უზრუნველყოფდა. ვინაიდან დარბაზში მაშინ ხელოვნური განათება არ იყო, წარმოდგენები და საერთოდ, ყველა ღონისძიება, დღისით ტარდებოდა (ამჯერად ეს ფანჯრები ამოვსებულია და დეკორის სახე აქვს).

1930 წელს კი სახალხო სახლში ბინა დაიდო კოტე მარჯანიშვილის ქუთაისში დაარსებულმა II სახელმწიფო ქართულმა თეატრმა, რომელსაც კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ (1933 წელს) კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწოდა.

წლების განმავლობაში მრავალჯერ შეკეთებულ-გადაკეთებული თეატრის შენობაში 2003 წელს აღდგენითი სარემონტო სამუშაოები დაიწყო და ამის შედეგად დარბაზი, სცენა, ფასადი და მთლიანად ინტერიერი უფრო გადიდდა და შენობის პირვანდელ სახეს დაუახლოვდა. აღდგენილია საორკესტრო ორმო. ბენუარის ლოჟები არ აღადგინეს, იქ ახლა კვლავ გასანათებელი აპარატურაა მოთავსებული. დარბაზს აქვს კედლებში ოთხმხრივ სიმეტრიულად განლაგებული შესასვლელები. სამი მხრიდან გარს აკრავს მაყურებელთა ფოიე. დარბაზის მარცხენა ფოიეში მონუმენტური ფერწერული პანოა, რომელიც 1979 წლის მორიგი რემონტის დროს შესრულდა, მისი ავტორები არიან ოლეგ ქოჩაკიძე, ალექსანდრე სლოვინსკიმ და იური ჩიკვაიძე.

2003 წლის ზაფხულში ბიძინა ივანიშვილის ხარჯებით მარჯანიშვილის თეატრის კაპიტალური რემონტი დაიწყო, რომლის მიზანი იყო შეძლებისდაგვარად მიეახლოებინათ ძველი სახალხო სახლი პირვანდელი იერსახისთვის. განახლებული თეატრი 2006 წელს გაიხსნა.

მოამზადა ლალი ფაციამ, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია