არჩილ გამზარდია საკუთარი დაკვირვების შედეგებზე წერს. მისი თქმით, ქმედებებიდან გამომდინარე, როგორც გამოჩნდა, "ნაციონალური მოძრაობა" "პუტინის სამსახურშია":
"დეკლარირებულად ვინ რას აცხადებს ერთი თემაა, მაგრამ შედეგების მიხედვით მსჯელობა მეორე თემაა. შედეგები და ფაქტები კი აჩვენებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პუტინის სამსახურში უფროა, ახდენს რა საქართველოს დისკრედიტაციას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დასავლერ თუ ამერიკელ პარტნიორებთან.
ჩვენ ვხედავთ და ვიცით რეალობა რა არის და როდესაც ვისმენთ ჩვენი პარტნიორების ისეთ განცხადებებს, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილები, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ვინ ახდენს ამის მოდიფიცირებას, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემაც საკმაოდ მარტივია, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სიძულვილს გრძნობენ სამშობლოს და მშობლიური ხალხის მიმართ, ნაწილი სხვა ქვეყანაში ცვლის მოქალაქეობას უფრო სარფიანი წინადადების მოსმენისთანავე, ნაწილი კი ამ უკანასკნელებთან ერთად ცდილობს ყველა გავლენა, წლების განმავლობაში შექმნილი კონტაქტები და ფინანსები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართოს.
ცხადია, საქართველოს სახელმწიფოს დასუსტება ერთადერთი რუსეთისა და პუტინის ინტერესებშია, რომლის მიზნების შემსრულებლებადაც დღეს ფაქტობრივ მოცემულობაში ნაციონალური მოძრაობა არის წარმოდგენილი.
არ ვიცი, ბატონებო, სულელობით მოგდით, რომელიც სიძულვილის შედეგია თუ მიზანმიმართული ვერაგობით, მაგრამ ფაქტი ერთია - იმას რასაც ყოფილი ხელისუფლება აკეთებთ, მხოლოდ პუტინის ოცნება თუ არის და ღიად გადანაშაულებთ "ნაციონალურ მოძრაობას" პუტინის სამსახურში.
საქართველო ევროპის ნაწილია, ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორები ვართ და მზარდი ქვეყანა ვართ, რომელმაც ბოლო წლებში მივაღწიეთ დემოკრატიის ძირითადი ინსტრუმენტების შექმნას, მაშინ, როდესაც თქვენ ქვეყანა ერთ დიქტატორულ იმპერიად შექმენით. ეს თქვენც კარგად იცით და ამის წინააღმდეგ წასვლა ჩვეულებრივი ღალატია საკუთარი სამშობლოსი.
ჩვენო ხელისუფლებავ, თქვენ კი, მართლაც გაანძრიეთ ერთი ადგილი და დღედაღამე გაასწორეთ, რომ მუდმივად ხვდებოდეთ ჩვენს პარტნიორებს, როდესაც მათგან ათას რამეს ვითხოვთ, კეთილი ინებეთ და ითანამშრომლეთ მათთან, რომ მხარდაჭერა მოიპოვით და არა მცდარი და უსამართლო კრიტიკა", - წერს გამზარდია.