მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღამის 11 საათზე ბინა ისე დავცალეთ, გასათევი არ გვქონდა" - მეპატრონემ ოჯახი აუტისტი ბავშვის გამო გაასახლა
"ღამის 11 საათზე ბინა ისე დავცალეთ, გასათევი არ გვქონდა" - მეპატრონემ ოჯახი აუტისტი ბავშვის გამო გაასახლა

"ბი­ნის მე­პატ­რო­ნემ ოჯა­ხი ღა­მის 11 საა­თზე მხო­ლოდ იმის გამო გა­მო­ა­სახ­ლა, რომ მათი აუ­ტის­ტი ბავ­შვის გამო წუხ­დე­ბა.­ რა­ხან­ ოჯახს 3 თვე­ზე მეტ­ხანს ერთ ბი­ნა­ში­ არ აჩერ­ებენ, დახ­მა­რე­ბაც მო­უხ­სნეს, არა­და, ბი­ნის­ მე­პატ­რო­ნე­ებს "ავად­მყო­ფი"­ არ უნ­დათ. დედა უვ­ლის 3 შვილს, მათ შო­რის 7 წლის გი­ორ­გის, რო­მე­ლიც აუ­ტის­ტია. მისი 160-ლა­რი­ა­ნი პენ­სია ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლია. ბავ­შვე­ბი ქუ­ჩა­ში მხო­ლოდ იმი­ტომ ვერ გა­დი­ან, რომ არა აქვთ თბი­ლი­ ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი, პამ­პერ­სი..." - ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ­ ქსელ­ში­ გავ­რც­­ელე­ბულ ამ გან­ცხა­დე­ბას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა... "კვი­რის პა­ლიტ­რა" ბავ­შვის მშობ­ლებს და­უ­კავ­შირ­და. აუ­ტის­ტი­ ბავ­შვის მამა, პა­ა­ტა ბუ­წუ­რი­ძე ამ­ბობს, მსგავ­სი რამ არა­ერ­თხელ მოხ­და, თუმ­ცა ბოლო შემ­თხვე­ვამ ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა.

პა­ა­ტა ბუ­წუ­რა­ძე: - მე სა­ჩხე­რე­ლი ვარ, მე­უღ­ლე - ხა­რა­გა­უ­ლე­ლია. 2004 წელს ბინა გავ­ყი­დეთ და მე და ჩემ­მა ძმამ თან­ხა გა­ვი­ყა­ვით, მაგ­რამ შე­ძე­ნა ვე­ღარ შევ­ძე­ლით - იმ დროს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა მკვეთ­რად გაძ­ვირ­და­ და დავ­რჩით უსახ­ლკა­როდ. სამი შვი­ლი მყავს. გი­ორ­გის 4 წლის ასაკ­ში და­უდ­გი­ნეს აუ­ტიზ­მი. დავ­დი­ო­დით კარ­და­კარ. ჩვენ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დე­და­ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა - გი­ორ­გის მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა. იმის გამო, რომ არა­ვის უნ­დო­და აუ­ტის­ტი ბავ­შვის შეშ­ვე­ბა, რამ­დე­ნი­მე­ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­მო­ვიც­ვა­ლეთ.

ლიკა ბარ­ბა­ქა­ძე, აუ­ტის­ტი ბავ­შვის დედა: - აუ­ტიზმს ახა­სი­ა­თებს ადაპ­ტა­ცი­ის პრობ­ლე­მა - როცა ბი­ნას ვიც­ვლით, გი­ორ­გი ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. ცოტა ხნის წინ ბინა მუხ­რა­ნის ქუ­ჩა­ზე ვი­ქი­რა­ვეთ. მე­პატ­რო­ნე ძა­ლი­ან პრე­ტენ­ზი­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი აღ­მოჩ­ნდა. ვი­ცხოვ­რეთ ზუს­ტად 10 დღე. თან­ხა სრუ­ლად გა­დახ­დი­ლი გვქონ­და. ქალ­ბა­ტო­ნი­ ლიზა სახ­ლის დაც­ლას მო­ი­თხოვ­და და თან­ხას გვიბ­რუ­ნებ­და, მაგ­რამ სან­ზო­ნის და­სახ­ლე­ბა­ში ბინა არა­ვინ მოგ­ვა­ქი­რა­ვა. ბავ­შვი ყვე­ლა ემო­ცი­ას ტა­შით გა­მო­ხატ­ავს, ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს კი ეგო­ნა, რომ ვცემ­დი..­. ჩვე­ნი ოჯა­ხით ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზია და­ინ­ტე­რეს­და.

კა­მე­რე­ბის წინ ბი­ნის­ მე­პატ­რო­ნემ გა­ნა­ცხა­და, არ მინ­და, ჩემს ბი­ნა­ში­ ავად­მყოფ­მა ბავ­შვმა იცხოვ­რო­სო. ეს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას­თა­ნაც და­ა­ფიქ­სი­რა წე­რი­ლო­ბით.

ერთ სა­ღა­მო­საც ნას­ვამ შვი­ლებ­თან ერ­თად შე­მო­ვი­და ჩვენს ოთახ­ში და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოგვ­თხო­ვეს ბი­ნის დაც­ლა. შინ მხო­ლოდ მე და ბავ­შვე­ბი ვიყა­ვით. კონ­ფლიქ­ტის გამო გი­ორ­გი კი­დევ უფრო და­ი­ძა­ბა. ტი­რო­და, ყუ­რებ­ზე ხე­ლებს­ იფა­რებ­და, იკბენ­და კი­დუ­რებს­. ტი­როდ­ნენ ნა­თი­აც და ნი­კო­ლო­ზიც... სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია მე­ო­რედ მო­ვი­და, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იყ­ვნენ. ღა­მის­ 11 სა­ათ­ზე პო­ლი­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ბინა დავ­ცა­ლეთ. ღა­მის გა­სა­თე­ვი კი არ გვქონ­და.

რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბამ 500 ლარი გა­მოგ­ვი­ყო ქი­რი­სათ­ვის. 2 კვი­რაა, რაც ახალ მი­სა­მარ­თზე ვცხოვ­რობთ. აქ მშვი­დად ვართ, მაგ­რამ გი­ორ­გი ჯერ კი­დევ ვერ გა­მო­სუ­ლა­ სტრე­სის­გან. ეს არ არის პირ­ვე­ლი დის­კრიმ­ინა­ცი­უ­ლი შემ­თხვე­ვა. ტრან­სპორ­ტშიც ხში­რად გვსმე­ნია უსი­ა­მოვ­ნო რეპ­ლი­კე­ბი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი­. ისე გვი­ყუ­რე­ბენ, თით­ქოს გა­ლი­ა­ში დამ­წყვდე­უ­ლი ნა­დი­რე­ბი ვართ. მკურ­ნა­ლო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი და ძვი­რია. ას­წავ­ლი­ან არ­სე­ბუ­ლი­ უნა­რე­ბის­ გან­მტკი­ცე­ბას და ახალ-ახა­ლი უნა­რე­ბის­ გან­ვი­თა­რე­ბას. სა­ა­თი 29 ლარი ღირს. ბავ­შვთან მუ­შა­ობს ფსი­ქო­ლო­გიც. ბავ­შვებს უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ ვერ ვტო­ვებ. გი­ორ­გი პა­ტა­რა­ზე ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნობს და შე­საძ­ლოა,

რამე და­უ­შა­ვოს.

ძა­ლი­ან გვი­ჭირს მო­რა­ლუ­რა­დაც და მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც. მე­უღ­ლეს თა­ვის ტვინ­ში ნერ­ვე­ბის მრავ­ლო­ბი­თი ან­თე­ბა და­ე­მარ­თა. 2012 წლამ­დე სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში იყო. 4 თვეა, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბაც შეგ­ვი­წყდა. მეც და ჩემი მე­უღ­ლეც 32 წლი­სა­ნი ვართ და გვრცხვე­ნია, რომ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბის იმედ­ზე ვართ. ვოც­ნე­ბობთ, და­მო­უ­კი­დებ­ლად ვი­ცხოვ­როთ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ღამის 11 საათზე ბინა ისე დავცალეთ, გასათევი არ გვქონდა" - მეპატრონემ ოჯახი აუტისტი ბავშვის გამო გაასახლა

"ღამის 11 საათზე ბინა ისე დავცალეთ, გასათევი არ გვქონდა" - მეპატრონემ ოჯახი აუტისტი ბავშვის გამო გაასახლა

"ბინის მეპატრონემ ოჯახი ღამის 11 საა­თზე მხოლოდ იმის გამო გამოასახლა, რომ მათი აუტისტი ბავშვის გამო წუხდება.­ რახან­ ოჯახს 3 თვეზე მეტხანს ერთ ბინაში­ არ აჩერ­ებენ, დახმარებაც მოუხსნეს, არა­და, ბინის­ მეპატრონეებს "ავადმყოფი"­ არ უნდათ. დედა უვლის 3 შვილს, მათ შორის 7 წლის გიორგის, რომელიც აუტისტია. მისი 160-ლარიანი პენსია ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. ბავშვები ქუჩაში მხოლოდ იმიტომ ვერ გადიან, რომ არა აქვთ თბილი­ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პამპერსი..." - ცოტა ხნის წინ სოციალურ­ ქსელში­ გავრც­­ელებულ ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა... "კვირის პალიტრა" ბავშვის მშობლებს დაუკავშირდა. აუტისტი­ ბავშვის მამა, პაატა ბუწურიძე ამბობს, მსგავსი რამ არაერთხელ მოხდა, თუმცა ბოლო შემთხვევამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

პაატა ბუწურაძე: - მე საჩხერელი ვარ, მეუღლე - ხარაგაულელია. 2004 წელს ბინა გავყიდეთ და მე და ჩემმა ძმამ თანხა გავიყავით, მაგრამ შეძენა ვეღარ შევძელით - იმ დროს უძრავი ქონება მკვეთრად გაძვირდა­ და დავრჩით უსახლკაროდ. სამი შვილი მყავს. გიორგის 4 წლის ასაკში დაუდგინეს აუტიზმი. დავდიოდით კარდაკარ. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედაქალაქში ცხოვრება - გიორგის მუდმივად სჭირდება პროფესიონალი სპეციალისტების მომსახურება. იმის გამო, რომ არავის უნდოდა აუტისტი ბავშვის შეშვება, რამდენიმე­ საცხოვრებელი გამოვიცვალეთ.

ლიკა ბარბაქაძე, აუტისტი ბავშვის დედა: - აუტიზმს ახასიათებს ადაპტაციის პრობლემა - როცა ბინას ვიცვლით, გიორგი ძალიან განიცდის. ცოტა ხნის წინ ბინა მუხრანის ქუჩაზე ვიქირავეთ. მეპატრონე ძალიან პრეტენზიული ქალბატონი აღმოჩნდა. ვიცხოვრეთ ზუსტად 10 დღე. თანხა სრულად გადახდილი გვქონდა. ქალბატონი­ ლიზა სახლის დაცლას მოითხოვდა და თანხას გვიბრუნებდა, მაგრამ სანზონის დასახლებაში ბინა არავინ მოგვაქირავა. ბავშვი ყველა ემოციას ტაშით გამოხატ­ავს, ბინის მეპატრონეს კი ეგონა, რომ ვცემდი..­. ჩვენი ოჯახით ერთ-ერთი ტელევიზია დაინტერესდა.

კამერების წინ ბინის­ მეპატრონემ განაცხადა, არ მინდა, ჩემს ბინაში­ ავადმყოფმა ბავშვმა იცხოვროსო. ეს საპატრულო პოლიციასთანაც დააფიქსირა წერილობით.

ერთ საღამოსაც ნასვამ შვილებთან ერთად შემოვიდა ჩვენს ოთახში და კატეგორიულად მოგვთხოვეს ბინის დაცლა. შინ მხოლოდ მე და ბავშვები ვიყა­ვით. კონფლიქტის გამო გიორგი კიდევ უფრო დაიძაბა. ტიროდა, ყურებზე ხელებს­ იფარებდა, იკბენდა კიდურებს­. ტიროდნენ ნათიაც და ნიკოლოზიც... საპატრულო პოლიცია მეორედ მოვიდა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იყვნენ. ღამის­ 11 საათზე პოლიციის გადაწყვეტილებით ბინა დავცალეთ. ღამის გასათევი კი არ გვქონდა.

რაიონის გამგეობამ 500 ლარი გამოგვიყო ქირისათვის. 2 კვირაა, რაც ახალ მისამართზე ვცხოვრობთ. აქ მშვიდად ვართ, მაგრამ გიორგი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა­ სტრესისგან. ეს არ არის პირველი დისკრიმ­ინაციული შემთხვევა. ტრანსპორტშიც ხშირად გვსმენია უსიამოვნო რეპლიკები და შეურაცხმყოფელი სიტყვები­. ისე გვიყურებენ, თითქოს გალიაში დამწყვდეული ნადირები ვართ. მკურნალობა ძალიან რთული და ძვირია. ასწავლიან არსებული­ უნარების­ განმტკიცებას და ახალ-ახალი უნარების­ განვითარებას. საათი 29 ლარი ღირს. ბავშვთან მუშაობს ფსიქოლოგიც. ბავშვებს უმეთვალყურეოდ ვერ ვტოვებ. გიორგი პატარაზე ძალიან ეჭვიანობს და შესაძლოა,

რამე დაუშავოს.

ძალიან გვიჭირს მორალურადაც და მატერიალურადაც. მეუღლეს თავის ტვინში ნერვების მრავლობითი ანთება დაემართა. 2012 წლამდე სამხედრო სამსახურში იყო. 4 თვეა, სოციალური დახმარებაც შეგვიწყდა. მეც და ჩემი მეუღლეც 32 წლისანი ვართ და გვრცხვენია, რომ კეთილი ადამიანების დახმარების იმედზე ვართ. ვოცნებობთ, დამოუკიდებლად ვიცხოვროთ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია