პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ გამოცხადდა ურთმელიძე იუსტიციის საბჭოს სხდომაზე - სკანდალური მოსამართლის განმარტებითი წერილი
რატომ არ გამოცხადდა ურთმელიძე იუსტიციის საბჭოს სხდომაზე - სკანდალური მოსამართლის განმარტებითი წერილი

მო­სა­მარ­თლე თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძე იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე არ გა­მო­ცხად­და. მისი გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც მო­სა­მარ­თლე სხდო­მა­ზე მი­უს­ვლე­ლო­ბის მი­ზეზს გან­მარ­ტავს, საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ ნინო გვე­ნე­ტა­ძემ წა­ი­კი­თხა.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მისი, რო­გორც "რუს­თა­ვი2"-ის საქ­მის გამ­ხილ­ვე­ლი მო­სა­მარ­თლის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი საქ­მის გან­ხილ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ცალ­კე­ულ სა­კი­თხებ­ზე გა­და­ცე­მუ­ლია შუ­ა­ლე­დურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში (გან­ჩი­ნე­ბა­ში). რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მის არ­სე­ბი­თად გა­და­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბულ არ­გუ­მენ­ტებს, მო­სა­მარ­თლე აღ­ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი აი­სა­ხე­ბი­ან სა­ბო­ლოო შე­მა­ჯა­მე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

"მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ცხად­ყოფს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ მო­ლო­დინს და­ა­ნონ­სე­ბულ შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით. იმე­დია, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო სრულ­ყო­ფი­ლად მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას სხდო­მა­ზე ჩემი გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის მი­ზე­ზე­ბის თა­ო­ბა­ზე", - აღ­ნიშ­ნავს თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძე გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, ნინო გვე­ნე­ტა­ძემ წა­ი­კი­თხა.

მო­სა­მარ­თლე აქვე მი­უ­თი­თებს, რომ უმაღ­ლე­სი საბ­ჭო, ასე­ვე ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე ვალ­დე­ბუ­ლია იზ­რუ­ნოს სა­სა­მარ­თლოს რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე.

"სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მო­სა­მარ­თლე­თა წარ­დგო­მა კონ­კრე­ტულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დაგ­რო­ვილ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. პირ­და­პირ თუ არა­პირ­და­პირ. ტო­ვებს კონ­კრე­ტულ საქ­მე­ზე მო­სა­მარ­თლის მიერ ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რაც გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს სა­სა­მარ­თლოს ავ­ტო­რი­ტეტს და შექ­მნის მო­მა­ვალ­ში ანა­ლო­გი­უ­რის გან­მე­ო­რე­ბის სა­ხი­ფა­თო ტენ­დენ­ცი­ას. ამი­ტომ სა­ჭი­როდ მი­მაჩ­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ შე­ვუქ­მნა არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი და არ გა­მოვ­ცხად­დე იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე", - აღ­ნიშ­ნავს თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძე გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ზე წა­რად­გი­ნა.

რატომ არ გამოცხადდა ურთმელიძე იუსტიციის საბჭოს სხდომაზე - სკანდალური მოსამართლის განმარტებითი წერილი

რატომ არ გამოცხადდა ურთმელიძე იუსტიციის საბჭოს სხდომაზე - სკანდალური მოსამართლის განმარტებითი წერილი

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არ გამოცხადდა. მისი განცხადება, სადაც მოსამართლე სხდომაზე მიუსვლელობის მიზეზს განმარტავს, საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ წაიკითხა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მისი, როგორც "რუსთავი2"-ის საქმის გამხილველი მოსამართლის შეხედულებები საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე გადაცემულია შუალედურ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში). რაც შეეხება საქმის არსებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებულ არგუმენტებს, მოსამართლე აღნიშნავს, რომ ისინი აისახებიან საბოლოო შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში.

"მასმედიის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციები ცხადყოფს საზოგადოების დიდ მოლოდინს დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებით. იმედია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულყოფილად მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას სხდომაზე ჩემი გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე", - აღნიშნავს თამაზ ურთმელიძე განცხადებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ წაიკითხა.

მოსამართლე აქვე მიუთითებს, რომ უმაღლესი საბჭო, ასევე ნებისმიერი მოქალაქე ვალდებულია იზრუნოს სასამართლოს რეპუტაციაზე.

"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეთა წარდგომა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა. პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ტოვებს კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის მიერ ანგარიშის ჩაბარების შთაბეჭდილებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სასამართლოს ავტორიტეტს და შექმნის მომავალში ანალოგიურის განმეორების სახიფათო ტენდენციას. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ საზოგადოებას არ შევუქმნა არასწორი წარმოდგენები და არ გამოვცხადდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე", - აღნიშნავს თამაზ ურთმელიძე განცხადებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე წარადგინა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ