სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცვლილებები ბიუჯეტში - გადასახადების გეგმა 120 მილიონი ლარით იზრდება
ცვლილებები ბიუჯეტში - გადასახადების გეგმა 120 მილიონი ლარით იზრდება

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი მიმ­დი­ნა­რე წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში მო­რიგ ცვლი­ლე­ბებს ითხოვს. შე­სა­ბა­მი­სი წი­ნა­და­დე­ბით ხა­დურ­მა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მი­მარ­თა, სა­დაც 2015 წლის ბი­უ­ჯე­ტის შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ან­გა­რი­შიც წარ­მო­ად­გი­ნა.

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იან­ვარ-ოქ­ტომ­ბერ­ში ნა­ერ­თი ბი­უ­ჯე­ტის სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მო­სავ­ლებ­მა 6 მი­ლი­არდ 526 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა, რაც შარ­შან­დელ შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდს 641 მი­ლი­ო­ნი ლა­რით აღე­მა­ტე­ბა. 6 ნო­ემ­ბრის სა­ღა­მოს მდგო­მა­რე­ო­ბით, ნა­ერ­თი ბი­უ­ჯე­ტის სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მო­სავ­ლე­ბის სა­ხით უკვე მი­ღე­ბუ­ლია 6 მი­ლი­არდ 641 მი­ლი­ო­ნი ლარი, რაც წლი­უ­რი გეგ­მის 85 პრო­ცენ­ტია. სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შე­მო­სუ­ლო­ბებ­მა ჯამ­ში შე­ად­გი­ნა 7 მი­ლი­არდ 962 მი­ლი­ო­ნი ლარი, რაც წლი­უ­რი გეგ­მის 84 პრო­ცენტს შე­ად­გენს და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში 605 მი­ლი­ო­ნი ლა­რით მე­ტია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, ვიდ­რე შარ­შან ამა­ვე პე­რი­ოდ­ში. გა­და­სახ­დე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით იან­ვარ-ოქ­ტომ­ბერ­ში 7 მი­ლი­არდ 710 მი­ლი­ო­ნი ლა­რია გა­წე­უ­ლი, ათ თვე­ში კა­პი­ტა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე გა­წე­ულ­მა ხარ­ჯმა მი­ლი­არდ 226 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა.

"ამ ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დღეს ჩვენ წარ­მოდ­გე­ნი­ლი გვაქვს 2015 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი. ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მაჩ­ვე­ნებ­ლი­სა და გა­და­სა­ხა­დე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის ტენ­დენ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მინ­და გთხო­ვოთ, რომ 120 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გავ­ზარ­დოთ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­სა­ხა­დე­ბის გეგ­მა. ამა­ვე დროს ჩვენ 283 მი­ლი­ო­ნი მი­ლი­ო­ნით გვინ­და შე­ვამ­ცი­როთ სეს­ხე­ბა შიდა ბა­ზარ­ზე - სა­ხა­ზი­ნო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს აღარ გა­მო­ვუშ­ვებთ, ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის ქვე­ყა­ნა­ში. 100 მი­ლი­ო­ნი ლა­რით შემ­ცირ­დე­ბა სა­გა­რეო დაკ­რე­დი­ტე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხე­ბი­დან 96 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­იზ­რდე­ბა შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა. არის კი­დევ გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლი, მა­გა­ლი­თად გა­იზ­რდე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ლი­ზინ­გის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა 4 მი­ლი­ო­ნით, ამა­ვე დროს აღ­ნიშ­ნულ უწყე­ბას შე­უმ­ცირ­დე­ბა ირი­გა­ცი­ი­სა და დრე­ნა­ჟის პრო­ექ­ტის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა და ეს პრო­ექ­ტი გა­და­ვა მო­მა­ვალ წელს. გარ­და ამი­სა, 77 მი­ლი­ო­ნი ლა­რით შემ­ცირ­დე­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე ნო­დარ ხა­დურ­მა.

მი­ნის­ტრმა აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თხოვ­ნით მი­მარ­თა, წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენტს მიმ­დი­ნა­რე კვი­რას­ვე გა­და­უგ­ზავ­ნოს. ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის თხოვ­ნის სა­პა­სუ­ხოდ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ მთავ­რო­ბა წარ­მოდ­გე­ნილ პრო­ექტს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მო­ი­წო­ნებს, რის შემ­დე­გა­დაც გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ცვლილებები ბიუჯეტში - გადასახადების გეგმა 120 მილიონი ლარით იზრდება

ცვლილებები ბიუჯეტში - გადასახადების გეგმა 120 მილიონი ლარით იზრდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მორიგ ცვლილებებს ითხოვს. შესაბამისი წინადადებით ხადურმა მინისტრთა კაბინეტს დღევანდელ სხდომაზე მიმართა, სადაც 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშიც წარმოადგინა.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბერში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 6 მილიარდ 526 მილიონი ლარი შეადგინა, რაც შარშანდელ შესაბამის პერიოდს 641 მილიონი ლარით აღემატება. 6 ნოემბრის საღამოს მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით უკვე მიღებულია 6 მილიარდ 641 მილიონი ლარი, რაც წლიური გეგმის 85 პროცენტია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში შეადგინა 7 მილიარდ 962 მილიონი ლარი, რაც წლიური გეგმის 84 პროცენტს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტში 605 მილიონი ლარით მეტია მობილიზებული, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში. გადასახდელების თვალსაზრისით იანვარ-ოქტომბერში 7 მილიარდ 710 მილიონი ლარია გაწეული, ათ თვეში კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე გაწეულმა ხარჯმა მილიარდ 226 მილიონი ლარი შეადგინა.

"ამ ტენდენციების გათვალისწინებით, დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა და გადასახადების მობილიზების ტენდენციის გათვალისწინებით მინდა გთხოვოთ, რომ 120 მილიონი ლარით გავზარდოთ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გეგმა. ამავე დროს ჩვენ 283 მილიონი მილიონით გვინდა შევამციროთ სესხება შიდა ბაზარზე - სახაზინო ვალდებულებებს აღარ გამოვუშვებთ, ამის საჭიროება არ არის ქვეყანაში. 100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხებიდან 96 მილიონი ლარით გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება. არის კიდევ გარკვეული დეტალი, მაგალითად გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში ლიზინგისთვის გამოყოფილი თანხა 4 მილიონით, ამავე დროს აღნიშნულ უწყებას შეუმცირდება ირიგაციისა და დრენაჟის პროექტისთვის გამოყოფილი თანხა და ეს პროექტი გადავა მომავალ წელს. გარდა ამისა, 77 მილიონი ლარით შემცირდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება", - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ნოდარ ხადურმა.

მინისტრმა აღმასრულებელ ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, წარმოდგენილი ცვლილებები პარლამენტს მიმდინარე კვირასვე გადაუგზავნოს. ფინანსთა მინისტრის თხოვნის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა წარმოდგენილ პროექტს დღევანდელ სხდომაზე მოიწონებს, რის შემდეგადაც განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."