მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაკურიანის ყოფილი გამგებელი გოგი თოფაძეს თანხის მითვისებაში ადანაშაულებს
ბაკურიანის ყოფილი გამგებელი გოგი თოფაძეს თანხის მითვისებაში ადანაშაულებს

მე­ო­თხე წე­ლია ბა­კუ­რი­ა­ნის ყო­ფი­ლი გამ­გე­ბე­ლი ვა­ლი­კო აბ­რა­მაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტარ გოგი თო­ფა­ძეს თან­ხის მით­ვი­სე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. აბ­რა­მაშ­ვი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით, 280 ათა­სი დო­ლა­რის დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "პოსტსკრიპ­ტუ­მი" ავ­რცე­ლებს.

აბ­რა­მაშ­ვი­ლის თქმით, ბა­კუ­რი­ან­ში გოგი თო­ფა­ძეს­თან ერ­თად, გა­სარ­თობ-და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა 2006 წელს წა­მო­ი­წყო. სა­ა­მი­სოდ და­ა­ფუძ­ნეს კომ­პა­ნია თრი­ა­ლე­თი, სა­დაც 50-50 პრო­ცენ­ტი­ა­ნი წი­ლის მფლო­ბე­ლე­ბი, მათი შვი­ლე­ბი, ია­სონ აბ­რა­მაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი თო­ფა­ძე იყ­ვნენ. მშე­ნებ­ლო­ბა­ში თან­ხა ორი­ვე პარტნი­ორს უნდა ჩა­ე­დო.

2007 წელს აბ­რა­მაშ­ვი­ლი სხვა საქ­მის გამო და­ა­პა­ტიმ­რეს. ამის გამო, მის­მა ოჯახ­მა კუთ­ვნი­ლი 50 პრო­ცენ­ტი­დან, 49,5 პრო­ცენ­ტი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით, თო­ფა­ძის ოჯახს, ფიქ­ტი­უ­რად გა­და­უ­ფორ­მა.

აბ­რა­მაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­პა­ტიმ­რო­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, თო­ფა­ძეს კუთ­ვნი­ლი წილი მოს­თხო­ვა, თუმ­ცა უარი მი­ი­ღო. შემ­დეგ სა­ჯა­რო რე­ესტრის დო­კუ­მენ­ტე­ბი შე­ა­მოწ­მა და გა­არ­კვია, რომ თო­ფა­ძის ოჯახ­მა მისი კუთ­ვნი­ლი ნა­ხე­ვა­რი პრო­ცენ­ტიც, მისი აზ­რით, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი კრე­ბის ოქ­მი­თა და სა­ნო­ტა­რო დო­კუ­მენ­ტით გა­და­ი­ფორ­მა.

გოგი თო­ფა­ძის ად­ვო­კა­ტი სტუ­დია მო­ნი­ტო­რის ფილმში ამ­ტკი­ცებს, რომ აბ­რა­მაშ­ვი­ლებს სა­კუ­რორ­ტო გა­სარ­თო­ბი კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა­ში თან­ხა სა­ერ­თოდ არ და­უ­ხარ­ჯავთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბაკურიანის ყოფილი გამგებელი გოგი თოფაძეს თანხის მითვისებაში ადანაშაულებს

ბაკურიანის ყოფილი გამგებელი გოგი თოფაძეს თანხის მითვისებაში ადანაშაულებს

მეოთხე წელია ბაკურიანის ყოფილი გამგებელი ვალიკო აბრამაშვილი პარლამენტარ გოგი თოფაძეს თანხის მითვისებაში ადანაშაულებს. აბრამაშვილი დაახლოებით, 280 ათასი დოლარის დაბრუნებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ "პოსტსკრიპტუმი" ავრცელებს.

აბრამაშვილის თქმით, ბაკურიანში გოგი თოფაძესთან ერთად, გასართობ-დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა 2006 წელს წამოიწყო. საამისოდ დააფუძნეს კომპანია თრიალეთი, სადაც 50-50 პროცენტიანი წილის მფლობელები, მათი შვილები, იასონ აბრამაშვილი და ირაკლი თოფაძე იყვნენ. მშენებლობაში თანხა ორივე პარტნიორს უნდა ჩაედო.

2007 წელს აბრამაშვილი სხვა საქმის გამო დააპატიმრეს. ამის გამო, მისმა ოჯახმა კუთვნილი 50 პროცენტიდან, 49,5 პროცენტი საკუთარი სურვილით, თოფაძის ოჯახს, ფიქტიურად გადაუფორმა.

აბრამაშვილი ამბობს, რომ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, თოფაძეს კუთვნილი წილი მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო. შემდეგ საჯარო რეესტრის დოკუმენტები შეამოწმა და გაარკვია, რომ თოფაძის ოჯახმა მისი კუთვნილი ნახევარი პროცენტიც, მისი აზრით, გაყალბებული კრების ოქმითა და სანოტარო დოკუმენტით გადაიფორმა.

გოგი თოფაძის ადვოკატი სტუდია მონიტორის ფილმში ამტკიცებს, რომ აბრამაშვილებს საკურორტო გასართობი კომპლექსის მშენებლობაში თანხა საერთოდ არ დაუხარჯავთ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ