პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეთერთმეტე წელში რომ გადავდექი, მამამ ქალაქში წამიყვანა" - რას წერდა ილია ჭავჭავაძე საკუთარ თავზე
"მეთერთმეტე წელში რომ გადავდექი, მამამ ქალაქში წამიყვანა" - რას წერდა ილია ჭავჭავაძე საკუთარ თავზე

დღეს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის და­ბა­დე­ბი­დან 178 წლის­თა­ვია. ალ­ბათ სა­ინ­ტე­რე­სოა, რას წერ­და ეს დიდი მო­აზ­როვ­ნე სა­კუ­თარ თავ­ზე გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში.

"ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფია" -და­წე­რი­ლი ბროკ­ჰა­უზ-ეფ­რო­ნის რუ­სუ­ლი ენ­ციკ­ლო­პე­დი­უ­რი ლექ­სი­კო­ნი­სათ­ვის 1902 – 1903 წლებ­ში

და­ვი­ბა­დე 27 ოქ­ტომ­ბერს 1837 წელს სო­ფელ ყვა­რელ­ში. ყვა­რე­ლი თე­ლა­ვის მაზ­რის სო­ფე­ლია, ტფი­ლი­სის გუ­ბერ­ნი­ი­სა, და მთლად ად­გილს, სიღ­ნა­ღის მაზ­რას­თან ერ­თად, კა­ხე­თი ეწო­დე­ბა სა­ხე­ლად. მა­მა­ჩე­მი რამ­დე­ნად­მე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კაცი იყო, აფიც­რად მსა­ხუ­რობ­და ნი­ჟე­გო­რო­დის დრა­გუ­ნის პოლკ­ში და რუ­სუ­ლი კარ­გად იცო­და. დე­და­ჩემ­მა მშვე­ნივ­რად იცო­და მა­შინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა. სულ ზე­პი­რად ჰქონ­და დას­წავ­ლე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა ლექ­სი და ყვე­ლა ძვე­ლე­ბუ­რი მო­თხრო­ბა და რო­მა­ნი, რო­მე­ლიც კი იშო­ვე­ბო­და მა­შინ ან და­ბეჭ­დი­ლი და ან ხელ­ნა­წე­რი. სა­ღა­მო­ო­ბით დაგ­ვსხავ­და ბავ­შვებს და გვი­კი­თხავ­და მო­თხრო­ბებ­სა და ამ­ბებს. წა­კი­თხვის შემ­დეგ გვი­ამ­ბობ­და ში­ნა­არს და მე­ო­რე დღეს სა­ღა­მო­ზედ გვკი­თხავ­და: აბა, ვინ უფრო კარ­გად მი­ამ­ბობს, რაც გუ­შინ გა­ი­გო­ნე­თო? ვინც კარ­გად ვუ­ამ­ბობ­დით, გვა­ქებ­და და ამ ქე­ბას ჩვენ დი­დად ვა­ფა­სებ­დით.

სწავ­ლა 8 წლი­სამ და­ვი­წყე ჩვე­ნი სოფ­ლი­სა­ვე მთა­ვარ­თან — ქარ­თუ­ლი წერა-კი­თხვი­თა. მთა­ვარ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და ქარ­თუ­ლი და სა­ხე­ლი ჰქონ­და გან­თქმუ­ლი საღ­მრთო წიგ­ნე­ბის კარ­გის მკი­თხვე­ლი­სა. ხოლო უმ­თავ­რე­სი ღირ­სე­ბა მისი ის იყო, რომ მომ­ხიბ­ვლე­ლი თქმა იცო­და ამ­ბე­ბი­სა. გვი­ამ­ბობ­და მდა­ბი­უ­რად და ბავ­შვე­ბი­სათ­ვის ად­ვი­ლად გა­სა­გე­ბის ენით საღ­მრთო და სამ­შობ­ლო ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის ამ­ბებ­სა, ვის რა გმი­რო­ბა მო­ე­მოქ­მედ­ნა, ვის რა ფა­ლავ­ნო­ბა გა­ე­წია, ვის რა ღვაწ­ლი და სი­კე­თე და­ე­თე­სა სამ­შობ­ლო­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ და და­საც­ვე­ლად.

ბევ­რი ამ ამ­ბავ­თა­გა­ნი ჩამ­რჩა გულ­ში და ერთი მათ შო­რის -"დი­მიტ­რი თავ­და­დე­ბუ­ლი" -თე­მად გა­მო­ვი­ყე­ნე მრა­ვა­ლის წლის შემ­დეგ. ერთი კი­დევ პა­ტა­რა სა­შო­ბაო მო­თხრო­ბად დავ­წე­რე. ჩემს "გლა­ხის ნა­ამ­ბობ­ში" ზო­გი­ერთს ად­გილს ცხა­დად ამ­ჩნე­ვია კვა­ლი მთავ­რის ამ­ბე­ბის გავ­ლე­ნი­სა.

მთა­ვარ­თან ვსწავ­ლობ­დი ამა­ვე ჩემ სამ­შობ­ლო სოფ­ლის გლე­ხკა­ცე­ბის შვი­ლებ­თან. რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, ხუთ­ნი თუ ექ­ვსნი ივ­ნენ. ყვე­ლა­ნი ში­ნი­დან დავ­დი­ო­დით მთვარ­თან დილ-დი­ლით და სწავ­ლა გვქონ­და მხო­ლოდ შუ­ა­დღემ­დე. წერა-კი­თხვას, რო­გორც მახ­სოვს, სულ ერთ სა­ათს ვან­დო­მებ­დით ხოლ­მე, და­ნარ­ჩე­ნი დრო შუ­ა­დღემ­დე იმა­ში გა­დი­ო­და, რომ ვთა­მა­შობ­დით თვით მთავ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით, და უმ­თავ­რე­სად უფრო იმა­ში, რომ ვის­ხე­დით და ვის­მენ­დით იმის გა­სა­ტა­ცე­ბელ ნა­ამ­ბობს.

მე­თერ­თმე­ტე წელ­ში რომ გა­დავ­დე­ქი, მა­მამ ქა­ლაქ­ში წა­მიყ­ვა­ნა და მიმ­ცა რა­ევ­სკი­სა და ჰა­კ­კეს პან­სი­ონ­ში. ეს პან­სი­ო­ნი ტფი­ლი­სის მა­შინ­დელ ყვე­ლა კერ­ძო სას­წავ­ლე­ბელ­ზედ უკე­თე­სი იყო.

15 წლი­სა ვი­ყა­ვი, როცა ამ პან­სი­ო­ნი­დან ტფი­ლი­სის გიმ­ნა­ზი­ა­ში შე­ვე­დი; მე­ო­თხე კლას­ში მი­მი­ღეს და ბი­ნით კი ისევ პან­სი­ონ­ში ვი­ყა­ვი. პან­სი­ონს მა­შინ გა­ნა­გებ­და მხო­ლოდ ერთი ჰა­კ­კე. ჰა­კ­კე გერ­მა­ნე­ლი იყო, ყო­ველ­მხრივ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კაცი. გერ­მა­ნი­ი­დან და­ი­ბა­რა მა­შინ­დელ­მა კავ­კა­სი­ის ცალ­კე კორ­პუ­სის კო­მან­დირ­მა ნე­იტ­გარ­ტმა თა­ვის შვი­ლე­ბის აღ­საზ­რდე­ლად. ხოლო ნეტ­გარ­ტის შემ­დე­გაც ტფი­ლის­ში დარ­ჩა და პე­და­გოგ რა­ევ­სკის­თან ერ­თად პან­სი­ო­ნი და­ა­არ­სა. ჰა­კ­კე სას­ტი­კი კაცი იყო, მაგ­რამ თან იმო­დე­ნად მა­მობ­რივს მზრუნ­ვე­ლო­ბას იჩენ­და თა­ვის შე­გირ­დე­ბის მი­მართ, იმო­დე­ნას სცდი­ლობ­და და ყურს უგ­დებ­და მათს ზნე­ობ­რივ­სა და გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას, რომ თით­ქმის მთელს თა­ვი­სუ­ფალ დროს, კლას­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბის შემ­დეგ, იმათ ან­დო­მებ­და, ხან ემუ­სა­ი­ფე­ბო­და, ხან არ­თობ­და მუ­სი­კით და მარ­თავ­და ხელ­და­ხელ კონ­ცერტს რო­ი­ალ­ზედ, რომ­ლის დაკ­ვრაც სა­უ­ცხო­ვოდ იცო­და.

გა­ვა­თა­ვე მერ­ვე კლა­სი, მხო­ლოდ სა­ბო­ლოო ეგ­ზა­მე­ნი აღარ და­ვი­ჭი­რე და 1857 წელს პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ვე­დი იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტე­ტის მა­შინ­დელ კა­მე­რა­ლურს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზედ. 1861 წელს უკვე მე­ო­თხე კურ­სზედ ვი­ყავ, მაგ­რამ გა­ვა­ნე­ბე თავი უნი­ვერ­სი­ტეტს მა­შინ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო არე­უ­ლო­ბის მი­ზე­ზით.

1863 წელს და­ვა­ფუძ­ნე ჟურ­ნა­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ამ­ბე", რო­მელ­მაც სულ ერთს წე­ლი­წადს იცო­ცხლა. ამა­ვე 1863 წელს შე­ვირ­თე ცო­ლად ოლგა -თა­ვად თა­დე­ოზ გუ­რა­მიშ­ვი­ლის ასუ­ლი. 1864 წლის დამ­დეგს, როცა გა­ნიზ­რა­ხეს გლე­ხკა­ცო­ბის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, გამ­გზავ­ნეს იმე­რეთს ქუ­თა­ი­სის გე­ნე­რალ-გუ­ბერ­ნა­ტო­რის ცალ­კე მინ­დო­ბი­ლო­ბა­თა მო­ხე­ლედ და და­მა­ვა­ლეს გა­მო­მერ­კვია, თუ რა ურ­თი­ერ­თო­ბა სუ­ფევ­და მე­მა­მუ­ლე­თა და გლე­ხკაც­თა შო­რის ბა­ტონყმო­ბი­სა­გან წარ­მომ­დგა­რი.

იმა­ვე წლის ნო­ემ­ბერ­ში ბა­ტონყმო­ბა გა­და­ვარ­და იმე­რეთ­ში და მე და­ნიშ­ნუ­ლი ვიქ­მენ მომ­რი­გე­ბელ შუ­ა­კა­ცად დუ­შეთს. მომ­რი­გე­ბელ შუ­ა­კა­ცად დავ­ყავ 1868 წლამ­დე; ხოლო ამ წელს შე­მო­ი­ღეს სა­სა­მარ­ლოს რე­ფორ­მა კავ­კა­სი­ა­ში და მე მო­მან­დეს ას­რუ­ლე­ბა მომ­რი­გე­ბელ მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­სა დუ­შეთ­სა­ვე. მომ­რი­გე­ბელ მო­სა­მარ­თლედ ვი­ყავ 1874 წლამ­დე.

აქ მეტი არ იქ­ნე­ბა ვსთქვა, რომ ამე­რე­თის თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბამ ნა­წი­ლი გლეხ­თა გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ნა­ბო­ძე­ბი ფუ­ლი­სა გა­დას­დო ისე­თი ბან­კის და­სა­არ­სებ­ლად, რო­მე­ლიც უფრო შე­სა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და ქვეყ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის წე­სი­ერ კრე­დი­ტის და­სამ­ყა­რებ­ლად; უფრო კი ისე­თის ბან­კი­სა, რომ­ლის მო­გე­ბა მოჰ­ხმარ­დე­ბო­და გან­სა­კუთ­რე­ბით თა­ვა­დაზ­ნა­უ­რე­ბის შვილ­თა აღ­ზრდა-გა­ნათ­ლე­ბას.

ბევ­რი ყოყ­მა­ნი­სა და მერ­ყე­ო­ბის შემ­დეგ, თუ რაგ­ვა­რი საკ­რე­დი­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ვა­არ­სო­თო, თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბამ გა­დას­წყვი­ტა, ჩე­მის რჩე­ვი­სა­მებრ, და­არ­სე­ბა სა­ად­გილ­მა­მუ­ლო ბან­კი­სა და აირ­ჩია კო­მი­სია, რომ­ლის ერთ-ერთ წევ­რად მეც დამ­ნიშ­ნა წეს­დე­ბის შემ­დგე­ნად. წეს­დე­ბა, შედ­გე­ნი­ლი მთავ­რო­ბის მიერ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ ნაჩ­ვე­ნებ წეს­დე­ბა­თა ნი­მუ­შე­ბის მი­ხედ­ვით, თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბამ მო­ი­წო­ნა იმა­ვე 1874 წელს. მისი ნიშ­ნობ­ლი­ვი და სა­ყუ­რა­დღე­ბო თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც სხვა სა­ად­გილ­მა­მუ­ლო ბან­კე­ბის წეს­დე­ბი­სა­გან გა­ნარ­ჩევს, ის არის, რომ ბან­კის მო­გე­ბა, იმის გარ­და, რაც სხვა­დას­ხვა თან­ხას უნდა მი­ე­მა­ტოს, ჰხმარ­დე­ბა ამე­რე­თის არა მარ­ტო მი­წათ­მფლო­ბელ­თა, ესე იგი თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა, არა­მედ მი­წათ­მოქ­მედ­თა სა­ერ­თო სა­ჭი­რო­ე­ბას. ამ სა­ხით, ტფი­ლი­სის სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო სა­ად­გილ­მა­მუ­ლო ბან­კი თით­ქმის ისე­თი ერ­თა­დერ­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა სა­ად­გილ­მა­მუ­ლო კრე­დი­ტი­სა რუ­სეთ­ში, რომ­ლის წეს­დე­ბი­თაც სრუ­ლი­ად უარ­ყო­ფი­ლია კერ­ძო ინ­ტე­რე­სი მო­გე­ბით სარ­გებ­ლო­ბი­სა სა­ზო­გა­დო სი­კე­თი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის.

ამავ 1874 წელს თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბამ და­მა­ვა­ლა წავ­სუ­ლი­ყავ პე­ტერ­ბურგს და გა­მო­მე­თხოვ­ნა დამ­ტკი­ცე­ბა მის მიერ მო­წო­ნე­ბუ­ლის წეს­დე­ბი­სა. მეც ამ საქ­მის გუ­ლი­სათ­ვის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურს თავი და­ვა­ნე­ბე და პე­ტერ­ბურგს წა­ვე­დი.

წეს­დე­ბა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლის თვი­სე­ბით და­ამ­ტკი­ცა მთავ­რო­ბამ 1875 წელს. ამ წლი­დან და­ი­წყო ბან­კმა მოქ­მე­დე­ბა და, თუმ­ცა ძი­რის თან­ხად ჰქონ­და 240.000. დღეს იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­აღ­წია, რომ ყო­ველ­წლივ 360.000 მა­ნეთ­ზედ მეტს მო­გე­ბას იძ­ლე­ვა. თან ძი­რის თან­ხაც, თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა­გან შე­მო­ტა­ნი­ლი ბან­კის და­სა­ფუძ­ნებ­ლად, უკვე უკან და­უბ­რუნ­და თი­თო­ე­ულს დამ­ფუძ­ნე­ბელს წევ­რს.

ამ­ჟა­მად ბან­კის მო­გე­ბით ინა­ხე­ბა ერთი კერ­ძო გიმ­ნა­ზია და, თუმ­ცა გიმ­ნა­ზი­ა­ში პან­სი­ო­ნიც არის უღა­რი­ბეს თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა შვი­ლე­ბი­სათ­ვის, მა­ინც ამ სკო­ლა­ში ყვე­ლა წო­დე­ბის ბავ­შვე­ბი სწავ­ლო­ბენ. ამას გარ­და ამ მო­გე­ბით ინა­ხე­ბა ერთი სა­მე­ურ­ნეო სკო­ლა, რომ­ლებ­ში­აც იღე­ბენ აგ­რეთ­ვე ბავ­შვებს წო­დე­ბის გა­ნურ­ჩევ­ლად.

ბან­კის და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რედ ვიმ­ყო­ფე­ბი. ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა არ­ჩე­ვა­ნით არის და არ­ჩე­ვა­ნი ყო­ველს სამს წე­ლი­წად­ში ერთხელ სწარ­მო­ებს.

1877 წელს და­ვა­არ­სე ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ივე­რია", რო­მე­ლიც შემ­დეგ ყო­ველ­თვი­ურ ჟურ­ნა­ლად იქ­მნა გა­და­კე­თე­ბუ­ლი, ხოლო 1885 წლი­დან* ყო­ველ­დღი­ურ სა­პო­ლი­ტი­კო და სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო გა­ზე­თად. 1902 წელს გა­ზე­თი სხვას გა­და­ვე­ცი და იმის რე­დაქ­ტო­რო­ბით გა­მო­დის დღე­საც.

ჩემ თხზუ­ლე­ბა­თა შო­რის რუ­სუ­ლად ითარ­გმნა სხვა­დას­ხვი­სა­გან რამ­დე­ნი­მე წვრი­ლი ლექ­სი, და ერთი პო­ე­მა "გან­დე­გი­ლი" სთარ­გმნა ბ-ნმა ტხორ­ჟევ­სკიმ. რუ­სუ­ლი თარ­გმა­ნი ჩე­მის ლექ­სე­ბი­სა ზოგი ჩარ­თულ იქ­მნა ცალ­კე კრე­ბულ­ში, რო­მე­ლიც ტფი­ლის­ში და­ი­ბეჭ­და, ნა­წი­ლი კი­დევ იბეჭ­დე­ბო­და Русская Мысль-ში, Живописное Обозрение-ში და აღარ მახ­სოვს კი­დევ რო­მელ­ღა­ში­აც.

ჩემი პო­ე­მა გან­დე­გი­ლი გა­და­თარ­გმნი­ლია ინ­გლი­სუ­რად. ჭორდრო­პის მიერ და პრო­ზად ფრან­გულს ენა­ზედ. გერ­მა­ნუ­ლად ნა­თარ­გმნი რამ­დე­ნი­მე ჩემი წვრი­ლი ლექ­სი ჩარ­თულ იქ­მნა იმ კრე­ბულ­ში, რო­მე­ლიც და­ი­ბეჭ­და პირ­ვე­ლად 1886 წელს ლე­იფ­ციგს. სთარ­გმნა ის ლექ­სე­ბი არ­ტურ ლე­ის­ტმა. კრე­ბულს სა­თა­უ­რად ჰქონ­და Gეორ­გის­ცჰე Dიცჰტერ. მე­ო­რედ ეს კრე­ბუ­ლი და­ი­ბეჭ­და 1900 წელს დრეზ­დენ­ში. რე­ცენ­ზი­ე­ბი და­ი­ბეჭ­და თა­ვის დრო­ზედ ტფი­ლი­სის რუ­სულ გა­ზე­თებ­ში "კავ­კაზ­სა" და "ნო­ვოე ობოზ­რე­ნი­ე­ში", ხოლო სა­ტახ­ტო ქა­ლა­ქე­ბი­სა­ში, რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, Русская Мысль-ში, Живописное Обозрение-ში და მოს­კო­ვის ერთს გა­ზეთ­ში, რომ­ლის სა­ხე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ აღარ მახ­სოვს. სა­ზღვარ­გა­რეთ -კი რე­ცენ­ზი­ე­ბი და­ი­ბეჭ­და რამ­დე­ნი­მე გერ­მა­ნულს გა­ზეთ­ში და სხვა­თა შო­რის Lიტერ­ა­რის­ცჰეს Eცჰო-ში 1898 წელს და "ასა­დე­ტუ"-ში, აგ­რეთ­ვე იტა­ლი­უ­რი ჟურ­ნალ Nუოვა Aნტჰო­ლო­გია, VI, 1900 წელს. გან­ხილ­ვა ჩე­მის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი­სა და სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა და­ბეჭ­დი­ლი იყო ფრან­გულ ჩა­უ­ცა­სე Iლლუსტრე-ში 1902 წელს.

1877 წელს ამო­მირ­ჩი­ეს სა­იმ­პე­რა­ტო­რო სა­მე­ურ­ნეო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად და რამ­დენ­სა­მე ხანს მე­ჭი­რა ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა. ვი­ყავ აგ­რეთ­ვე არ­ჩე­უ­ლი ქარ­თულ დრა­მა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რედ და ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა მე­ჭი­რა 1881 წლამ­დე. 1886 წლი­დან დღემ­დე ვიმ­ყო­ფე­ბი "ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბის" გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რედ. ვი­ყავ აგ­რეთ­ვე სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო სკო­ლის კო­მი­ტე­ტის წევ­რად. ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ხან მიწ­ვე­ვით, ხან არ­ჩე­ვით, თით­ქმის ყო­ველს კო­მი­სი­ა­ში, რო­მე­ლიც არ­კვევ­და ჩვე­ნის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და სხვა სა­ჭი­რო­ე­ბა­თა საგ­ნებ­სა.

ჩემი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო 1857 წლი­დან, როცა "ცის­კარ­ში" მი­ვე­ცი და­სა­ბეჭ­დად რამ­დე­ნი­მე წვრი­ლი ლექ­სი. ხოლო შემ­დეგ ჩემი თხზუ­ლე­ბა­ნი იბეჭ­დე­ბო­და "დრო­ე­ბა­ში", "კრე­ბულ­ში", ჩემ მიერ და­არ­სე­ბულ "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ამ­ბე­ში" და "ივე­რი­ა­ში", აგ­რეთ­ვე ჟურ­ნალ "მო­ამ­ბე­ში".

წვრილ ლექ­სებს გარ­და დავ­წე­რე რამ­დე­ნი­მე პო­ე­მა, სა­ხე­ლობრ: "ეპი­ზო­დი ყა­ჩა­ღის ცხოვ­რე­ბი­დამ", "აჩ­რდი­ლი", "დი­მიტ­რი თავ­და­დე­ბუ­ლი", "გან­დე­გი­ლი" და დრა­მა­ტი­უ­ლი ეპი­ზო­დი "დედა და შვი­ლი". მო­თხრო­ბა­თა შო­რის შე­მიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლო: 1. "კა­ცია-ადა­მი­ა­ნი?!", და­ბეჭ­დი­ლი 1863 წელს "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ამ­ბე­ში" და შემ­დეგ ცალ­კე წიგ­ნად გა­მო­ცე­მუ­ლი პე­ტერ­ბურ­გში ქარ­თველ სტუ­დენ­ტე­ბი­სა­გან; 2. "გლა­ხის ნა­ამ­ბო­ბი", იქვე და იმა­ვე წელს და­ბეჭ­დი­ლი; 3. "სცე­ნე­ბი გლეხ­თა გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი დრო­ი­სა", და­ბეჭ­დი­ლი 1865 წელს "კრე­ბულ­ში" და მერე ცალ­კე წიგ­ნად; 4. "მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი", და­ბეჭ­დი­ლი 1874 წელს "კრე­ბულ­ში­ვე"; 5. "ოთა­რანთ ქვრი­ვი", 1886 წელს; 6. "უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი" -"მო­ამ­ბე­ში"; 7. "სა­შო­ბაო მო­თხრო­ბა"; 8. "სარ­ჩო­ბე­ლა­ზედ" -ივე­რი­ა­ში და სხვ.

ვთარ­გმნე ლექ­სე­ბი პუშ­კი­ნი­სა ("წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი", "ჰაჯი აბ­რე­კი" და "მწი­რი"), და ტურ­გე­ნე­ვი­სა "ლექ­სი პრო­ზი­თა", აგ­რეთ­ვე რამ­დე­ნი­მე ლექ­სი ჰე­ი­ნე­სი და გი­ო­ტე­სი. გა­და­ვარ­გმნე აგ­რეთ­ვე თ. ივა­ნე მა­ჩა­ბელ­თან ერ­თად "მეფე ლირი" შექ­სპი­რი­სა. ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ცნო­ბილ ქარ­თულ პო­ე­მის "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ტექ­სტის აღ­მდგე­ნელ კო­მი­სი­ა­ში, აგ­რეთ­ვე შემ­დეგ­თა თხზუ­ლე­ბა­თა რე­დაქ­ტო­რო­ბა­სა და გა­მო­ცე­მა­ში: "ლექ­სნი" ალ. ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა; "ლექ­სნი" ვ. ორ­ბე­ლი­ა­ნი­სა, ამ ლექ­სებს დარ­თუ­ლი აქვს ჩემი წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა; ძვე­ლე­ბუ­რი ქარ­თუ­ლი მო­თხრო­ბა "ვის­რა­მი­ა­ნი".

ამას გარ­და ბევ­რი წვრი­ლი წე­რი­ლია კი­დევ ჩემ მიერ და­წე­რი­ლი სა­პო­ლი­ტი­კო, სა­პუბ­ლი­ცის­ტი­კო, საკ­რი­ტი­კო და სა­პო­ლე­მი­კო ში­ნა­არ­სი­სა, აგ­რეთ­ვე წე­რი­ლე­ბი სა­პე­და­გო­გიო საგ­ნე­ბის შე­სა­ხებ. უფრო მოზ­რდილ სა­პუბ­ლი­ცის­ტი­კო წე­რი­ლებს შო­რის შე­იძ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლო "ხიზ­ნე­ბის საქ­მე", "ცხოვ­რე­ბა და კა­ნო­ნი" და "ყა­ჩა­ღო­ბა ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში". საკ­რი­ტი­კო და სა­პო­ლე­მი­კო წე­რი­ლებს ეკუთ­ვნის სხვა­თა შო­რის აგ­რეთ­ვე გა­ზეთ ივე­რი­ა­ში ფე­ლე­ტო­ნე­ბად და­ბეჭ­დი­ლი "აი ის­ტო­რია" და "სო­მეხ­თა მეც­ნი­ერ­ნი და ქვა­თა ღა­ღა­დი". ეს უკა­ნას­კნე­ლი წე­რი­ლი ამას წი­ნათ და­ი­ბეჭ­და რუ­სუ­ლად და დიდი ალი­ა­ქო­თი ას­ტე­ხა სომ­ხურ მწერ­ლო­ბა­ში.

ქარ­თველ­თა გა­მომ­ცე­მელ­მა ამ­ხა­ნა­გო­ბამ და­ი­წყო ბეჭდ­ვა ჩე­მის ნა­წე­რე­ბი­სა და და­ბეჭ­და მხო­ლოდ 4 ტომი. ვა­რა­უ­დით კი ათი-თორ­მე­ტი ტომი უნდა და­ე­ბეჭ­და. და­ბეჭ­დილ 4 ტომ­ში მოჰ­ყვა ლექ­სე­ბი, მო­თხრო­ბა­ნი, ამ­ბე­ბი და სცე­ნე­ბი.

შე­ნიშ­ვნა:

* 1886 წლი­დან გა­და­კეთ­და "ივე­რია" ყო­ველ­დღი­ურ გა­ზე­თად. ეს წვრილ­მა­ნი გა­და­ვი­წყე­ბია ავ­ტორს.

(შე­ნიშ­ვნა გრი­გოლ ყიფ­ში­ძი­სა)

AMBEBI.GE

ლალი ფა­ცია

"მეთერთმეტე წელში რომ გადავდექი, მამამ ქალაქში წამიყვანა" - რას წერდა ილია ჭავჭავაძე საკუთარ თავზე

"მეთერთმეტე წელში რომ გადავდექი, მამამ ქალაქში წამიყვანა" - რას წერდა ილია ჭავჭავაძე საკუთარ თავზე

დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 178 წლისთავია. ალბათ საინტერესოა, რას წერდა ეს დიდი მოაზროვნე საკუთარ თავზე გასული საუკუნის დასაწყისში.

"ილია ჭავჭავაძის ავტობიოგრაფია" -დაწერილი ბროკჰაუზ-ეფრონის რუსული ენციკლოპედიური ლექსიკონისათვის 1902 – 1903 წლებში

დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს სოფელ ყვარელში. ყვარელი თელავის მაზრის სოფელია, ტფილისის გუბერნიისა, და მთლად ადგილს, სიღნაღის მაზრასთან ერთად, კახეთი ეწოდება სახელად. მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყო, აფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა. დედაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირად ჰქონდა დასწავლებული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი და ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვიკითხავდა მოთხრობებსა და ამბებს. წაკითხვის შემდეგ გვიამბობდა შინაარს და მეორე დღეს საღამოზედ გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო? ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენ დიდად ვაფასებდით.

სწავლა 8 წლისამ დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან — ქართული წერა-კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, რომ მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიამბობდა მდაბიურად და ბავშვებისათვის ადვილად გასაგების ენით საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად.

ბევრი ამ ამბავთაგანი ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის -"დიმიტრი თავდადებული" -თემად გამოვიყენე მრავალის წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს "გლახის ნაამბობში" ზოგიერთს ადგილს ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა.

მთავართან ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან. რამდენადაც მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი ივნენ. ყველანი შინიდან დავდიოდით მთვართან დილ-დილით და სწავლა გვქონდა მხოლოდ შუადღემდე. წერა-კითხვას, როგორც მახსოვს, სულ ერთ საათს ვანდომებდით ხოლმე, დანარჩენი დრო შუადღემდე იმაში გადიოდა, რომ ვთამაშობდით თვით მთავრის ზედამხედველობით, და უმთავრესად უფრო იმაში, რომ ვისხედით და ვისმენდით იმის გასატაცებელ ნაამბობს.

მეთერთმეტე წელში რომ გადავდექი, მამამ ქალაქში წამიყვანა და მიმცა რაევსკისა და ჰაკკეს პანსიონში. ეს პანსიონი ტფილისის მაშინდელ ყველა კერძო სასწავლებელზედ უკეთესი იყო.

15 წლისა ვიყავი, როცა ამ პანსიონიდან ტფილისის გიმნაზიაში შევედი; მეოთხე კლასში მიმიღეს და ბინით კი ისევ პანსიონში ვიყავი. პანსიონს მაშინ განაგებდა მხოლოდ ერთი ჰაკკე. ჰაკკე გერმანელი იყო, ყოველმხრივ განათლებული კაცი. გერმანიიდან დაიბარა მაშინდელმა კავკასიის ცალკე კორპუსის კომანდირმა ნეიტგარტმა თავის შვილების აღსაზრდელად. ხოლო ნეტგარტის შემდეგაც ტფილისში დარჩა და პედაგოგ რაევსკისთან ერთად პანსიონი დააარსა. ჰაკკე სასტიკი კაცი იყო, მაგრამ თან იმოდენად მამობრივს მზრუნველობას იჩენდა თავის შეგირდების მიმართ, იმოდენას სცდილობდა და ყურს უგდებდა მათს ზნეობრივსა და გონებრივ განვითარებას, რომ თითქმის მთელს თავისუფალ დროს, კლასში მეცადინეობის შემდეგ, იმათ ანდომებდა, ხან ემუსაიფებოდა, ხან ართობდა მუსიკით და მართავდა ხელდახელ კონცერტს როიალზედ, რომლის დაკვრაც საუცხოვოდ იცოდა.

გავათავე მერვე კლასი, მხოლოდ საბოლოო ეგზამენი აღარ დავიჭირე და 1857 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში შევედი იურიდიულ ფაკულტეტის მაშინდელ კამერალურს განყოფილებაზედ. 1861 წელს უკვე მეოთხე კურსზედ ვიყავ, მაგრამ გავანებე თავი უნივერსიტეტს მაშინ საუნივერსიტეტო არეულობის მიზეზით.

1863 წელს დავაფუძნე ჟურნალი "საქართველოს მოამბე", რომელმაც სულ ერთს წელიწადს იცოცხლა. ამავე 1863 წელს შევირთე ცოლად ოლგა -თავად თადეოზ გურამიშვილის ასული. 1864 წლის დამდეგს, როცა განიზრახეს გლეხკაცობის განთავისუფლების რეფორმა საქართველოში, გამგზავნეს იმერეთს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის ცალკე მინდობილობათა მოხელედ და დამავალეს გამომერკვია, თუ რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეთა და გლეხკაცთა შორის ბატონყმობისაგან წარმომდგარი.

იმავე წლის ნოემბერში ბატონყმობა გადავარდა იმერეთში და მე დანიშნული ვიქმენ მომრიგებელ შუაკაცად დუშეთს. მომრიგებელ შუაკაცად დავყავ 1868 წლამდე; ხოლო ამ წელს შემოიღეს სასამარლოს რეფორმა კავკასიაში და მე მომანდეს ასრულება მომრიგებელ მოსამართლის თანამდებობისა დუშეთსავე. მომრიგებელ მოსამართლედ ვიყავ 1874 წლამდე.

აქ მეტი არ იქნება ვსთქვა, რომ ამერეთის თავადაზნაურობამ ნაწილი გლეხთა განთავისუფლებისათვის ნაბოძები ფულისა გადასდო ისეთი ბანკის დასაარსებლად, რომელიც უფრო შესაფერი იქნებოდა ქვეყნის საჭიროებისათვის წესიერ კრედიტის დასამყარებლად; უფრო კი ისეთის ბანკისა, რომლის მოგება მოჰხმარდებოდა განსაკუთრებით თავადაზნაურების შვილთა აღზრდა-განათლებას.

ბევრი ყოყმანისა და მერყეობის შემდეგ, თუ რაგვარი საკრედიტო დაწესებულება დავაარსოთო, თავადაზნაურობამ გადასწყვიტა, ჩემის რჩევისამებრ, დაარსება საადგილმამულო ბანკისა და აირჩია კომისია, რომლის ერთ-ერთ წევრად მეც დამნიშნა წესდების შემდგენად. წესდება, შედგენილი მთავრობის მიერ სახელმძღვანელოდ ნაჩვენებ წესდებათა ნიმუშების მიხედვით, თავადაზნაურობამ მოიწონა იმავე 1874 წელს. მისი ნიშნობლივი და საყურადღებო თვისება, რომელიც სხვა საადგილმამულო ბანკების წესდებისაგან განარჩევს, ის არის, რომ ბანკის მოგება, იმის გარდა, რაც სხვადასხვა თანხას უნდა მიემატოს, ჰხმარდება ამერეთის არა მარტო მიწათმფლობელთა, ესე იგი თავადაზნაურთა, არამედ მიწათმოქმედთა საერთო საჭიროებას. ამ სახით, ტფილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი თითქმის ისეთი ერთადერთი დაწესებულებაა საადგილმამულო კრედიტისა რუსეთში, რომლის წესდებითაც სრულიად უარყოფილია კერძო ინტერესი მოგებით სარგებლობისა საზოგადო სიკეთისა და საჭიროებისათვის.

ამავ 1874 წელს თავადაზნაურობამ დამავალა წავსულიყავ პეტერბურგს და გამომეთხოვნა დამტკიცება მის მიერ მოწონებულის წესდებისა. მეც ამ საქმის გულისათვის სახელმწიფო სამსახურს თავი დავანებე და პეტერბურგს წავედი.

წესდება ზემოხსენებულის განსაკუთრებულის თვისებით დაამტკიცა მთავრობამ 1875 წელს. ამ წლიდან დაიწყო ბანკმა მოქმედება და, თუმცა ძირის თანხად ჰქონდა 240.000. დღეს იმ მდგომარეობამდე მიაღწია, რომ ყოველწლივ 360.000 მანეთზედ მეტს მოგებას იძლევა. თან ძირის თანხაც, თავად-აზნაურთაგან შემოტანილი ბანკის დასაფუძნებლად, უკვე უკან დაუბრუნდა თითოეულს დამფუძნებელს წევრს.

ამჟამად ბანკის მოგებით ინახება ერთი კერძო გიმნაზია და, თუმცა გიმნაზიაში პანსიონიც არის უღარიბეს თავადაზნაურთა შვილებისათვის, მაინც ამ სკოლაში ყველა წოდების ბავშვები სწავლობენ. ამას გარდა ამ მოგებით ინახება ერთი სამეურნეო სკოლა, რომლებშიაც იღებენ აგრეთვე ბავშვებს წოდების განურჩევლად.

ბანკის დაარსებიდან დღემდე გამგეობის თავმჯდომარედ ვიმყოფები. ეს თანამდებობა არჩევანით არის და არჩევანი ყოველს სამს წელიწადში ერთხელ სწარმოებს.

1877 წელს დავაარსე ყოველკვირეული გაზეთი "ივერია", რომელიც შემდეგ ყოველთვიურ ჟურნალად იქმნა გადაკეთებული, ხოლო 1885 წლიდან* ყოველდღიურ საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთად. 1902 წელს გაზეთი სხვას გადავეცი და იმის რედაქტორობით გამოდის დღესაც.

ჩემ თხზულებათა შორის რუსულად ითარგმნა სხვადასხვისაგან რამდენიმე წვრილი ლექსი, და ერთი პოემა "განდეგილი" სთარგმნა ბ-ნმა ტხორჟევსკიმ. რუსული თარგმანი ჩემის ლექსებისა ზოგი ჩართულ იქმნა ცალკე კრებულში, რომელიც ტფილისში დაიბეჭდა, ნაწილი კიდევ იბეჭდებოდა Русская Мысль-ში, Живописное Обозрение-ში და აღარ მახსოვს კიდევ რომელღაშიაც.

ჩემი პოემა განდეგილი გადათარგმნილია ინგლისურად. ჭორდროპის მიერ და პროზად ფრანგულს ენაზედ. გერმანულად ნათარგმნი რამდენიმე ჩემი წვრილი ლექსი ჩართულ იქმნა იმ კრებულში, რომელიც დაიბეჭდა პირველად 1886 წელს ლეიფციგს. სთარგმნა ის ლექსები არტურ ლეისტმა. კრებულს სათაურად ჰქონდა Gეორგისცჰე Dიცჰტერ. მეორედ ეს კრებული დაიბეჭდა 1900 წელს დრეზდენში. რეცენზიები დაიბეჭდა თავის დროზედ ტფილისის რუსულ გაზეთებში "კავკაზსა" და "ნოვოე ობოზრენიეში", ხოლო სატახტო ქალაქებისაში, რამდენადაც მახსოვს, Русская Мысль-ში, Живописное Обозрение-ში და მოსკოვის ერთს გაზეთში, რომლის სახელიც სამწუხაროდ აღარ მახსოვს. საზღვარგარეთ -კი რეცენზიები დაიბეჭდა რამდენიმე გერმანულს გაზეთში და სხვათა შორის Lიტერარისცჰეს Eცჰო-ში 1898 წელს და "ასადეტუ"-ში, აგრეთვე იტალიური ჟურნალ Nუოვა Aნტჰოლოგია, VI, 1900 წელს. განხილვა ჩემის საზოგადოებრივისა და სალიტერატურო მოღვაწეობისა დაბეჭდილი იყო ფრანგულ ჩაუცასე Iლლუსტრე-ში 1902 წელს.

1877 წელს ამომირჩიეს საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად და რამდენსამე ხანს მეჭირა ეს თანამდებობა. ვიყავ აგრეთვე არჩეული ქართულ დრამატიულ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარედ და ეს თანამდებობა მეჭირა 1881 წლამდე. 1886 წლიდან დღემდე ვიმყოფები "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების" გამგეობის თავმჯდომარედ. ვიყავ აგრეთვე სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრად. ვიღებდი მონაწილეობას ხან მიწვევით, ხან არჩევით, თითქმის ყოველს კომისიაში, რომელიც არკვევდა ჩვენის მეურნეობისა და სხვა საჭიროებათა საგნებსა.

ჩემი სალიტერატურო მუშაობა დაიწყო 1857 წლიდან, როცა "ცისკარში" მივეცი დასაბეჭდად რამდენიმე წვრილი ლექსი. ხოლო შემდეგ ჩემი თხზულებანი იბეჭდებოდა "დროებაში", "კრებულში", ჩემ მიერ დაარსებულ "საქართველოს მოამბეში" და "ივერიაში", აგრეთვე ჟურნალ "მოამბეში".

წვრილ ლექსებს გარდა დავწერე რამდენიმე პოემა, სახელობრ: "ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ", "აჩრდილი", "დიმიტრი თავდადებული", "განდეგილი" და დრამატიული ეპიზოდი "დედა და შვილი". მოთხრობათა შორის შემიძლია დავასახელო: 1. "კაცია-ადამიანი?!", დაბეჭდილი 1863 წელს "საქართველოს მოამბეში" და შემდეგ ცალკე წიგნად გამოცემული პეტერბურგში ქართველ სტუდენტებისაგან; 2. "გლახის ნაამბობი", იქვე და იმავე წელს დაბეჭდილი; 3. "სცენები გლეხთა განთავისუფლების პირველი დროისა", დაბეჭდილი 1865 წელს "კრებულში" და მერე ცალკე წიგნად; 4. "მგზავრის წერილები", დაბეჭდილი 1874 წელს "კრებულშივე"; 5. "ოთარანთ ქვრივი", 1886 წელს; 6. "უცნაური ამბავი" -"მოამბეში"; 7. "საშობაო მოთხრობა"; 8. "სარჩობელაზედ" -ივერიაში და სხვ.

ვთარგმნე ლექსები პუშკინისა ("წინასწარმეტყველი", "ჰაჯი აბრეკი" და "მწირი"), და ტურგენევისა "ლექსი პროზითა", აგრეთვე რამდენიმე ლექსი ჰეინესი და გიოტესი. გადავარგმნე აგრეთვე თ. ივანე მაჩაბელთან ერთად "მეფე ლირი" შექსპირისა. ვიღებდი მონაწილეობას ცნობილ ქართულ პოემის "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის აღმდგენელ კომისიაში, აგრეთვე შემდეგთა თხზულებათა რედაქტორობასა და გამოცემაში: "ლექსნი" ალ. ჭავჭავაძისა; "ლექსნი" ვ. ორბელიანისა, ამ ლექსებს დართული აქვს ჩემი წინასიტყვაობა; ძველებური ქართული მოთხრობა "ვისრამიანი".

ამას გარდა ბევრი წვრილი წერილია კიდევ ჩემ მიერ დაწერილი საპოლიტიკო, საპუბლიცისტიკო, საკრიტიკო და საპოლემიკო შინაარსისა, აგრეთვე წერილები საპედაგოგიო საგნების შესახებ. უფრო მოზრდილ საპუბლიცისტიკო წერილებს შორის შეიძლება დავასახელო "ხიზნების საქმე", "ცხოვრება და კანონი" და "ყაჩაღობა ამიერკავკასიაში". საკრიტიკო და საპოლემიკო წერილებს ეკუთვნის სხვათა შორის აგრეთვე გაზეთ ივერიაში ფელეტონებად დაბეჭდილი "აი ისტორია" და "სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი". ეს უკანასკნელი წერილი ამას წინათ დაიბეჭდა რუსულად და დიდი ალიაქოთი ასტეხა სომხურ მწერლობაში.

ქართველთა გამომცემელმა ამხანაგობამ დაიწყო ბეჭდვა ჩემის ნაწერებისა და დაბეჭდა მხოლოდ 4 ტომი. ვარაუდით კი ათი-თორმეტი ტომი უნდა დაებეჭდა. დაბეჭდილ 4 ტომში მოჰყვა ლექსები, მოთხრობანი, ამბები და სცენები.

შენიშვნა:

* 1886 წლიდან გადაკეთდა "ივერია" ყოველდღიურ გაზეთად. ეს წვრილმანი გადავიწყებია ავტორს.

(შენიშვნა გრიგოლ ყიფშიძისა)

AMBEBI.GE

ლალი ფაცია

რატომ აჩუქა მაკა ასათიანის ქმარმა პაატა იმნაძეს სახლი - იმნაძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულს იხსენიებს - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ

"ნუ უსმენთ ბოდვებს, რომ საქართველოს კოვიდი არ შეეხება. სწორედ ამ ავადმყოფური ფანატიზმის შედეგია ის, რაც გვჭირს" - პეტრე კოლხი