პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი გვახარიაზე "გაბრაზებული" მიხეილ სააკაშვილი - ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი მომხრეების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა
გოგი გვახარიაზე "გაბრაზებული" მიხეილ სააკაშვილი - ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი მომხრეების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა

2011 წელს, მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გაკ­რი­ტი­კე­ბულ­თა ნუს­ხა­ში კი­ნომ­ცოდ­ნე, რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ბლო­გე­რი გოგი გვა­ხა­რია მოხ­ვდა.

სა­ა­კაშ­ვილ­მა ბა­თუმ­ში, "რე­დი­სო­ნის" გახ­სნა­ზე სხვა­დას­ხვა სტა­ტი­ე­ბი­დან ცი­ტა­ტე­ბი მო­იყ­ვა­ნა, სა­დაც გაკ­რი­ტი­კე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბე­ბი, მათ შო­რის აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე და რი­ყე­ზე.

"ერთი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი წერს ამას წი­ნათ – "დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში, რი­ყის პარკთან მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. პა­რას­კევს სა­ღა­მოს, მთე­ლი ეს ტე­რი­ტო­რია, მე­ტე­ხის ხიდი, სა­ფეხ­მავ­ლო, მშვი­დო­ბის ხიდი, ახა­ლი პარ­კი, აბა­ნო­თუ­ბა­ნი ხალ­ხით იყო სავ­სე. ზუს­ტად ვერ გა­ვი­გე, რას აკე­თებ­დნენ. ბავ­შვე­ბიც მო­იყ­ვა­ნეს. ეს ახალ­გაზ­რდე­ბი რა­ღამ მო­იყ­ვა­ნა აქ? აქეთ-იქით და­დი­ოდ­ნენ, აი, ჩემი მშობ­ლე­ბი რომ ამ­ბობ­დნენ, რუს­თა­ველ­ზე ვსე­ირ­ნობ­დი­თო, ისე. აბა სხვა რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ მა­შინ? არ მეს­მის, მარ­თლა არ მეს­მის, რა­ტო­მაა სა­სი­ა­მოვ­ნო სე­ირ­ნო­ბა. არაფ­რით არ მეს­მის რა უხა­რია ამ ხალ­ხს". ესე­ნი ვე­რა­სო­დეს ვერ გა­ი­გე­ბენ. და­ცინ­ვა ჩემი სტი­ლი არ არის, მაგ­რამ ამის ავ­ტო­რი არ შე­მიძ­ლია არ გა­ვა­შა­ყი­რო", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის კო­მენ­ტარ­ზე სა­პა­სუ­ხოდ გვა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს წე­რი­ლი წა­კი­თხუ­ლი არ ჰქონ­და და ცი­ტა­ტა კონ­ტექ­სტის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად წა­ი­კი­თხა".

ამის შემ­დეგ, დიდი დრო გა­ვი­და, თუმ­ცა, სა­ა­კაშ­ვილ-გვა­ხა­რი­ას სა­კი­თხმა კი­დევ ერთხელ მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. საქ­მე იმა­შია, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მხატ­ვარ­მა ლე­ვან ვა­რაზ­მა გოგი გვა­ხა­რი­ას შე­სა­ხებ საკ­მა­ოდ ვრცე­ლი სტა­ტია და­წე­რა "ქარ­თუ­ლი პე­დო­მორ­ფო­ზის ყვე­ლა­ზე რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია"

"გვა­ხა­რია მა­ყუ­რე­ბელს, რო­მე­ლიც არაფ­რის აზ­რზე არაა, უქ­მნის ილუ­ზი­ას, რომ ის რა­ღა­ცის აზ­რზეა" - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი.

სტა­ტია ალ­ბათ დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ მი­იქ­ცვდა, რომ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მისი გა­ზი­ა­რე­ბა, რა­საც "ფე­ის­ბუქ­ზე" არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა:

თა­მა­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი

ამ კონ­კრე­ტუ­ლი ად­რე­სა­ტის შემ­თხვე­ვა­ში, სამ­წუ­ხა­როდ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მგო­ნია - ვე­ღარ შე­აგ­ნე­ბი­ნებ, მაგ­რამ სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი რომ შე­ე­გუ­ოთ, რომ არ­სე­ბობს ძი­რი­თა­დად სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ხალ­ხი, რომ­ლებ­საც თქვენ შე­იძ­ლე­ბა არ უყ­ვარ­დეთ, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს რომ თქვენ მათ­ზე უნდა გაბ­რაზ­დეთ, მი­თუ­მე­ტეს ბრა­ზი გა­მო­ხა­ტოთ და თა­ვე­ბი გა­ი­ბან­ძოთ - კარ­გი იქ­ნე­ბა!

ყო­ველ დი­ლით თქვენ თავს უთხა­რით - არა­უ­შავს, რომ გვა­ხა­რი­ას არ ვუყ­ვარ­ვარ! მე ეს მკი­დია!

რა "პე­დო­მორ­ფო­ზა" ?!

და­ვით ივე­რი­ე­ლი

ვი­ღაც ვა­რაზ­მა და­წე­რა უკი­დე­გა­ნო სიბ­რიყ­ვე და ბოღ­მით სავ­სე "პოს­ტი" გვა­ხა­რი­ა­ზე, რა­საც მოჰ­ყვა ყოვ­ლად სა­მარ­ცხვი­ნო აღ­ტა­ცე­ბე­ბი და და­აგ­ვირ­გვი­ნა პა­ტივ­ცე­მულ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა ამ "პოს­ტის" გა­ზი­ა­რე­ბით.

აი რო­გორ დან­ძრე­უ­ლი გაქვთ ყვე­ლას და რომ ვერ ხვდე­ბით, დამ­წერ­საც, მომ­წო­ნე­ბელ­საც და გამ­ზი­ა­რე­ბელ­საც.

ჭეშ­მა­რი­ტად ბი­ძი­ნა გე­კუთ­ვნით თქვენ!

ნიკა გვა­რა­მია

რა მა­გა­რი კა­ცია ეს გოგი გვა­ხა­რია. სულ მა­ინ­ტე­რე­სებს, რას ფიქ­რობს, რას იტყვის. ასე არც ერთი სხვა არ მა­ინ­ტე­რე­სებს, პრინ­ციპ­ში. თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­დან მომ­ყვე­ბა ეს გან­ცდა. ბევ­რი ვის­წავ­ლე მის­გან. ჯერ კი­დევ იმ უსი­ნათ­ლო ეპო­ქა­ში, მისი გა­და­ცე­მე­ბი და აზ­რე­ბი იყო ერ­თა­დერ­თი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი ჩემ­თვის.

მოკ­ლედ, ძა­ლინ მიყ­ვარს. ჰო, აი ასე, მიყ­ვარს.

ნიკა რუ­რუა

ლე­ვან ვა­რა­ზის ძა­ლი­ან კარ­გი, გო­ნივ­რუ­ლი სტა­ტი­ი­დან:

"...გოგი გვა­ხა­რია კი თა­ვი­სი არ­სით მა­ინც და­დე­ბი­თია. ამი­ტომ ის შორს არ­სად გაჰ­ყო­ლია არც ერთ დი­ნე­ბას - ის უბ­რა­ლოდ გა­ე­ჭე­და გრი­გო­ლი­ას და აქუ­ბარ­დი­ას ოთა­ხის ექ­სკლუ­ზი­ურ "მარ­ცხე­ნა" კუ­თხე­ში, სა­ი­და­ნაც საბ­ჭო­თად­რო­ინ­დე­ლი ფრან­გუ­ლი კომ­პარ­ტი­ის იდე­ებს ავ­რცე­ლებს. მისი "მე­მარ­ცხე­ნე­ო­ბა" სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლო­ბა­ში თით­ქმის ისე­ვე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ეკო­ნო­მი­კუ­რად ზე­გან­ვი­თა­რე­ბულ კა­პი­ტა­ლის­ტურ ბრი­ტა­ნეთ­ში წარ­მოქ­მნი­ლი მარ­ქსიზ­მი ფე­ო­და­ლუ­რი, თით­ქმის მო­ნათ­მფლო­ბე­ლუ­რი რუ­სე­თის პი­რო­ბებ­ში. იქ­ნებ სწო­რედ ამი­ტო­მაა ასე ახ­ლოს გვა­ხა­რია იმ მოვ­ლე­ნას­თან, რო­მე­ლიც მის­თვის ვი­თომ­და მი­უ­ღე­ბე­ლი უნდა იყოს (თუნ­დაც ან­დრეი ტარ­კოვ­სკის რა­ფი­ნი­რე­ბულ-დი­სი­დენ­ტურ-რუ­სო­ფი­ლუ­რი «занудство»-ს მი­უ­ღებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე) და რო­მელ­საც «русский интеллигентский гундеж» ჰქვია."

P.S. მათ­თვის, ვინც ამ სტა­ტი­ის გა­ზი­ა­რე­ბა სას­ტი­კად დაგ­მო, ავ­ხსნი, რომ ავ­ტო­რის მიერ ნახ­მა­რი ტერ­მი­ნი "პე­დო­მორ­ფო­ზი" არა­ნა­ი­რად არ ნიშ­ნავს სქე­სობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის დის­რი­მი­ნა­ცი­ას.

დე­ფი­ნი­ფია ამ ტერ­მი­ნი­სა იხი­ლეთ ქვე­მოთ:

paedomorphosis /ˌpiːdəˈmɔːfəsɪs/ noun

1.

the resemblance of adult animals to the young of their ancestors: seen in the evolution of modern man, who shows resemblances to the young stages of australopithecines.

2. paedomorphosis (pae•do•mor•pho•sis or pe•do•mor•pho•sis or pē’də-môr’fə-sĭs)

n. pl. pae•do•mor•pho•ses (-sēz')

Phylogenetic change in which juvenile characteristics are retained in the adult form of an organism.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გოგი გვახარიაზე "გაბრაზებული" მიხეილ სააკაშვილი - ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი მომხრეების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა

გოგი გვახარიაზე "გაბრაზებული" მიხეილ სააკაშვილი - ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი მომხრეების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა

2011 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკრიტიკებულთა ნუსხაში კინომცოდნე, რადიო "თავისუფლების" ბლოგერი გოგი გვახარია მოხვდა.

სააკაშვილმა ბათუმში, "რედისონის" გახსნაზე სხვადასხვა სტატიებიდან ციტატები მოიყვანა, სადაც გაკრიტიკებულია საქართველოში მიმდინარე მშენებლობები, მათ შორის აღმაშენებელზე და რიყეზე.

"ერთი ინტელექტუალი წერს ამას წინათ – "დასვენების დღეებში, რიყის პარკთან მანქანის გაჩერება საკმაოდ რთულია. პარასკევს საღამოს, მთელი ეს ტერიტორია, მეტეხის ხიდი, საფეხმავლო, მშვიდობის ხიდი, ახალი პარკი, აბანოთუბანი ხალხით იყო სავსე. ზუსტად ვერ გავიგე, რას აკეთებდნენ. ბავშვებიც მოიყვანეს. ეს ახალგაზრდები რაღამ მოიყვანა აქ? აქეთ-იქით დადიოდნენ, აი, ჩემი მშობლები რომ ამბობდნენ, რუსთაველზე ვსეირნობდითო, ისე. აბა სხვა რა უნდა გაეკეთებინათ მაშინ? არ მესმის, მართლა არ მესმის, რატომაა სასიამოვნო სეირნობა. არაფრით არ მესმის რა უხარია ამ ხალხს". ესენი ვერასოდეს ვერ გაიგებენ. დაცინვა ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ამის ავტორი არ შემიძლია არ გავაშაყირო", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის კომენტარზე საპასუხოდ გვახარიამ აღნიშნა, რომ "მიხეილ სააკაშვილს წერილი წაკითხული არ ჰქონდა და ციტატა კონტექსტის გაუთვალისწინებლად წაიკითხა".

ამის შემდეგ, დიდი დრო გავიდა, თუმცა, სააკაშვილ-გვახარიას საკითხმა კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ, მხატვარმა ლევან ვარაზმა გოგი გვახარიას შესახებ საკმაოდ ვრცელი სტატია დაწერა "ქართული პედომორფოზის ყველაზე რაფინირებული ისტორია"

"გვახარია მაყურებელს, რომელიც არაფრის აზრზე არაა, უქმნის ილუზიას, რომ ის რაღაცის აზრზეა" - აღნიშნავს ავტორი.

სტატია ალბათ დიდ ყურადღებას არ მიიქცვდა, რომ არა მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი გაზიარება, რასაც "ფეისბუქზე" არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა:

თამარა ჩერგოლეიშვილი

ამ კონკრეტული ადრესატის შემთხვევაში, სამწუხაროდ დაგვიანებული მგონია - ვეღარ შეაგნებინებ, მაგრამ სხვა პოლიტიკოსები რომ შეეგუოთ, რომ არსებობს ძირითადად სწორი ღირებულებების ხალხი, რომლებსაც თქვენ შეიძლება არ უყვარდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თქვენ მათზე უნდა გაბრაზდეთ, მითუმეტეს ბრაზი გამოხატოთ და თავები გაიბანძოთ - კარგი იქნება!

ყოველ დილით თქვენ თავს უთხარით - არაუშავს, რომ გვახარიას არ ვუყვარვარ! მე ეს მკიდია!

რა "პედომორფოზა" ?!

დავით ივერიელი

ვიღაც ვარაზმა დაწერა უკიდეგანო სიბრიყვე და ბოღმით სავსე "პოსტი" გვახარიაზე, რასაც მოჰყვა ყოვლად სამარცხვინო აღტაცებები და დააგვირგვინა პატივცემულმა სააკაშვილმა ამ "პოსტის" გაზიარებით.

აი როგორ დანძრეული გაქვთ ყველას და რომ ვერ ხვდებით, დამწერსაც, მომწონებელსაც და გამზიარებელსაც.

ჭეშმარიტად ბიძინა გეკუთვნით თქვენ!

ნიკა გვარამია

რა მაგარი კაცია ეს გოგი გვახარია. სულ მაინტერესებს, რას ფიქრობს, რას იტყვის. ასე არც ერთი სხვა არ მაინტერესებს, პრინციპში. თინეიჯერობიდან მომყვება ეს განცდა. ბევრი ვისწავლე მისგან. ჯერ კიდევ იმ უსინათლო ეპოქაში, მისი გადაცემები და აზრები იყო ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემთვის.

მოკლედ, ძალინ მიყვარს. ჰო, აი ასე, მიყვარს.

ნიკა რურუა

ლევან ვარაზის ძალიან კარგი, გონივრული სტატიიდან:

"...გოგი გვახარია კი თავისი არსით მაინც დადებითია. ამიტომ ის შორს არსად გაჰყოლია არც ერთ დინებას - ის უბრალოდ გაეჭედა გრიგოლიას და აქუბარდიას ოთახის ექსკლუზიურ "მარცხენა" კუთხეში, საიდანაც საბჭოთადროინდელი ფრანგული კომპარტიის იდეებს ავრცელებს. მისი "მემარცხენეობა" საქართველოს დღევანდელობაში თითქმის ისევე გამოიყურება, როგორც გამოიყურებოდა ეკონომიკურად ზეგანვითარებულ კაპიტალისტურ ბრიტანეთში წარმოქმნილი მარქსიზმი ფეოდალური, თითქმის მონათმფლობელური რუსეთის პირობებში. იქნებ სწორედ ამიტომაა ასე ახლოს გვახარია იმ მოვლენასთან, რომელიც მისთვის ვითომდა მიუღებელი უნდა იყოს (თუნდაც ანდრეი ტარკოვსკის რაფინირებულ-დისიდენტურ-რუსოფილური «занудство»-ს მიუღებლობიდან გამომდინარე) და რომელსაც «русский интеллигентский гундеж» ჰქვია."

P.S. მათთვის, ვინც ამ სტატიის გაზიარება სასტიკად დაგმო, ავხსნი, რომ ავტორის მიერ ნახმარი ტერმინი "პედომორფოზი" არანაირად არ ნიშნავს სქესობრივი უმცირესობების დისრიმინაციას.

დეფინიფია ამ ტერმინისა იხილეთ ქვემოთ:

paedomorphosis /ˌpiːdəˈmɔːfəsɪs/ noun

1.

the resemblance of adult animals to the young of their ancestors: seen in the evolution of modern man, who shows resemblances to the young stages of australopithecines.

2. paedomorphosis (pae•do•mor•pho•sis or pe•do•mor•pho•sis or pē’də-môr’fə-sĭs)

n. pl. pae•do•mor•pho•ses (-sēz')

Phylogenetic change in which juvenile characteristics are retained in the adult form of an organism.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია