საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოდესღაც ერთერთ წარუმატებელ ადამიანს მოვატეხე ყბა" - ტარიელ სუარი თამაზ მეჭიაურს მიმართავს
"ოდესღაც ერთერთ წარუმატებელ ადამიანს მოვატეხე ყბა" - ტარიელ სუარი თამაზ მეჭიაურს მიმართავს

მუ­სი­კო­სი ტა­რი­ელ სუ­ა­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევრ, თა­მაზ მე­ჭი­ა­ურს მი­მარ­თავს:

"ბა­ტო­ნო მე­ჭი­ა­უ­რო თქვე­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნამ­დვი­ლად არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ გერ­მა­ნი­ის სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­ა­მოწ­მოთ საქ­მე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ოდეს­ღაც ერ­თერთ წა­რუ­მა­ტე­ბელ ადა­მი­ანს მო­ვა­ტე­ხე ყბა, რის შე­დე­გა­დაც მან უკე­თე­სად და­ი­წყო სა­კუ­თა­რი საქ­მის კე­თე­ბა. რომ არა თქვე­ნი ასა­კი, იას ხსე­ნე­ბის გამო თქვე­ნი ყბაც იგი­ვე ხვედრს გა­ი­ზი­ა­რებ­და.

თქვენ არა მხო­ლოდ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას სა­ხელს არ­ცხვენთ, არა­მედ მთე­ლი პარ­ტი­ი­სას! ამ ასაკ­ში არ გე­კად­რე­ბათ ასე­თი რამ!

რაც შე­ე­ხე­ბა ფადი ასლს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, თუნ­დაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად ური­გო არ იქ­ნე­ბო­და ქარ­თუ­ლად სა­უ­ბა­რი მა­ინც ეს­წავ­ლა" - წერს სუ­ა­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს ვაჭ­რო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტმა, ბიზ­ნეს­მენ­მა ფადი ასლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­ჭი­ა­უ­რის შე­სა­ხებ პოს­ტი და­წე­რა:

"თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი ერთ ძველ აღ­მო­სავ­ლურ ან­და­ზას მა­გო­ნებს: "სულ­თნის ძაღლს თავი სულ­თა­ნი ეგო­ნაო"

სტა­ტუსს მა­ლე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა, დე­პუ­ტა­ტი და აღ­ნიშ­ნა, რომ ფადი ასლი "იმის ას­ლა­დაც ვერ გა­მოდ­გა, რაც იას (ფა­რუ­ლა­ვა) სჭირ­დე­ბო­და".

"შენ იმის ას­ლა­დაც ვერ გა­მო­დე­ქი, რაც იას სჭირ­დე­ბა" - აღ­ნიშ­ნა მე­ჭი­ა­ურ­მა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, სუ­ა­რის შეშ­ფო­თე­ბა სწო­რედ დე­პუ­ტა­ტის მიერ ნათ­ქვამ­მა ფრა­ზამ გა­მო­იწ­ვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ოდესღაც ერთერთ წარუმატებელ ადამიანს მოვატეხე ყბა" - ტარიელ სუარი თამაზ მეჭიაურს მიმართავს

"ოდესღაც ერთერთ წარუმატებელ ადამიანს მოვატეხე ყბა" - ტარიელ სუარი თამაზ მეჭიაურს მიმართავს

მუსიკოსი ტარიელ სუარი საპარლამენტო უმრავლესობისა და "ქართული ოცნების" წევრ, თამაზ მეჭიაურს მიმართავს:

"ბატონო მეჭიაურო თქვენი თანამდებობიდან გამომდინარე ნამდვილად არ გაგიჭირდებათ გერმანიის სასამართლოში გადაამოწმოთ საქმე, რომლის მიხედვითაც ოდესღაც ერთერთ წარუმატებელ ადამიანს მოვატეხე ყბა, რის შედეგადაც მან უკეთესად დაიწყო საკუთარი საქმის კეთება. რომ არა თქვენი ასაკი, იას ხსენების გამო თქვენი ყბაც იგივე ხვედრს გაიზიარებდა.

თქვენ არა მხოლოდ ბატონი ბიძინას სახელს არცხვენთ, არამედ მთელი პარტიისას! ამ ასაკში არ გეკადრებათ ასეთი რამ!

რაც შეეხება ფადი ასლს. საქართველოში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, თუნდაც ჩვენი ქვეყნის სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად ურიგო არ იქნებოდა ქართულად საუბარი მაინც ესწავლა" - წერს სუარი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა ფადი ასლი სოციალურ ქსელში მეჭიაურის შესახებ პოსტი დაწერა:

"თამაზ მეჭიაური ერთ ძველ აღმოსავლურ ანდაზას მაგონებს: "სულთნის ძაღლს თავი სულთანი ეგონაო"

სტატუსს მალევე გამოეხმაურა, დეპუტატი და აღნიშნა, რომ ფადი ასლი "იმის ასლადაც ვერ გამოდგა, რაც იას (ფარულავა) სჭირდებოდა".

"შენ იმის ასლადაც ვერ გამოდექი, რაც იას სჭირდება" - აღნიშნა მეჭიაურმა.

სავარაუდოდ, სუარის შეშფოთება სწორედ დეპუტატის მიერ ნათქვამმა ფრაზამ გამოიწვია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს