მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი თოფაძის დის შვილი პარლამენტარობაზე უარს ამბობს
გოგი თოფაძის დის შვილი პარლამენტარობაზე უარს ამბობს

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გოგი თო­ფა­ძეს პარ­ლა­მენ­ტი­დან წას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში ზაზა ჭი­ლა­ძე შეც­ვლის. ზაზა ჭი­ლა­ძე ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, ოთარ ჭი­ლა­ძის ვაჟი და გოგი თო­ფა­ძის დის შვი­ლია.

დღეს კი გა­მო­ცე­მა "ნეტ­გა­ზე­თი" ზაზა ჭი­ლა­ძის კო­მენ­ტარს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ჭი­ლა­ძე აცხა­დებს, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­დატ­ზე უარს იტყვის.

"მე, სა­ერ­თოდ, პო­ლი­ტი­კი­დან შორს ვარ და ნაკ­ლე­ბად წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემი თავი ამ სფე­რო­ში. სი­ა­ში როცა ჩა­ვე­წე­რე, მა­შინ სხვა ვი­თა­რე­ბა იყო. მა­შინ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­მართ ამით რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მოვ­ხა­ტე ჩემი პო­ზი­ცია, ანუ სად დავ­ფიქ­სირ­დე­ბო­დი, ასე ვთქვათ, რო­მელ მხა­რეს წარ­მო­მედ­გი­ნა ჩემი თავი. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბას სა­ერ­თოდ არ ვგეგ­მავ­დი, ეს იყო ჩემი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. ახლა, რო­დე­საც ისე წა­რი­მარ­თა არ­ჩევ­ნე­ბი და ისე­თი შე­დე­გით დამ­თავ­რდა, ეს ძალა არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და უკვე რე­ა­ლუ­რი საქ­მეა სა­კე­თე­ბე­ლი, მე მი­მაჩ­ნია, რომ ეს საქ­მე იმ ხალ­ხმა უნდა აკე­თოს, ვი­საც ეს ეს­მის უკე­თე­სად და ჩემ­ზე მე­ტად ეხა­ლი­სე­ბა და გა­მო­უ­ვა, რაც მთა­ვა­რია. ჩემი პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნა იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა ისე­თი ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემ­ზე უფრო შე­სა­ფე­რი­სი იქ­ნე­ბა ამ საქ­მის­თვის. მე ჩემი პრო­ფე­სია მაქვს, ჩემი საქ­მე მაქვს და ჯო­ბია, ჩემ­თვი­საც და ყვე­ლას­თვის, რომ ის საქ­მე ვა­კე­თო, რაც უფრო სა­ჩე­მოა, ასე ვთქვათ,"– ამ­ბობს ზაზა ჭი­ლა­ძე "ნეტ­გა­ზეთ­თან" სა­უბ­რი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – მრეწ­ვე­ლე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე გოგი თო­ფა­ძე სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტის და­ტო­ვე­ბა­სა და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დამ­დე შე­წყვე­ტას გეგ­მავს.

რო­გორც თო­ფა­ძე აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტში მის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გოგი თოფაძის დის შვილი პარლამენტარობაზე უარს ამბობს

გოგი თოფაძის დის შვილი პარლამენტარობაზე უარს ამბობს

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გოგი თოფაძეს პარლამენტიდან წასვლის შემთხვევაში ზაზა ჭილაძე შეცვლის. ზაზა ჭილაძე ქართველი მწერლის, ოთარ ჭილაძის ვაჟი და გოგი თოფაძის დის შვილია.

დღეს კი გამოცემა "ნეტგაზეთი" ზაზა ჭილაძის კომენტარს აქვეყნებს, რომელშიც ჭილაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო მანდატზე უარს იტყვის.

"მე, საერთოდ, პოლიტიკიდან შორს ვარ და ნაკლებად წარმომიდგენია ჩემი თავი ამ სფეროში. სიაში როცა ჩავეწერე, მაშინ სხვა ვითარება იყო. მაშინ არსებული მდგომარეობის მიმართ ამით რაღაცნაირად გამოვხატე ჩემი პოზიცია, ანუ სად დავფიქსირდებოდი, ასე ვთქვათ, რომელ მხარეს წარმომედგინა ჩემი თავი. პარლამენტის წევრობას საერთოდ არ ვგეგმავდი, ეს იყო ჩემი პოზიციის დაფიქსირების გარკვეული საშუალება. ახლა, როდესაც ისე წარიმართა არჩევნები და ისეთი შედეგით დამთავრდა, ეს ძალა არის ხელისუფლებაში და უკვე რეალური საქმეა საკეთებელი, მე მიმაჩნია, რომ ეს საქმე იმ ხალხმა უნდა აკეთოს, ვისაც ეს ესმის უკეთესად და ჩემზე მეტად ეხალისება და გამოუვა, რაც მთავარია. ჩემი პარლამენტში ყოფნა იქნება მხოლოდ ადგილის დაკავება ისეთი ადამიანის, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჩემზე უფრო შესაფერისი იქნება ამ საქმისთვის. მე ჩემი პროფესია მაქვს, ჩემი საქმე მაქვს და ჯობია, ჩემთვისაც და ყველასთვის, რომ ის საქმე ვაკეთო, რაც უფრო საჩემოა, ასე ვთქვათ,"– ამბობს ზაზა ჭილაძე "ნეტგაზეთთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება – მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე სადეპუტატო მანდატის დატოვებასა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას გეგმავს.

როგორც თოფაძე აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარლამენტში მის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიღების შემდეგ განახორციელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."