პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში: ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებს
თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში: ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებს

2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბის გამო, დღეს ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძის 2007 წლის 5 ნო­ემ­ბერს გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, 4 ნო­ემ­ბერს, მა­შინ­დე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში გა­მარ­თულ თათ­ბირს აღ­წერს.

***

"რაც ვნა­ხე და მო­ვის­მი­ნე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში

2007 წლის 4 ნო­ემ­ბერს დღეს 2007 წლის 5 ნო­ემ­ბრის სა­ღა­მოა, გა­დავ­წყვი­ტე ქა­ღალ­დზე გა­და­ვი­ტა­ნო ის, რის შემ­სწრეც გავ­ხდი გუ­შინ და რა­ზეც უკვე თით­ქმის ოც­და­ო­თხი სა­ა­თია გა­ნუ­წყვეტ­ლივ ვფიქ­რობ. ამ თე­მა­ზე კი­დევ დიდ­ხანს ვი­ფიქ­რებ, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, სხვა­საც მივ­ცე ამ თე­მა­ზე და­ფიქ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამის­თვის კი მოვ­ყვე­ბი მხო­ლოდ იმას, რაც ვნა­ხე და მო­ვის­მი­ნე.

მხო­ლოდ ფაქ­ტი.

გუ­შინ, 4 ნო­ემ­ბერს, კვი­რას, და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 11 სა­ათ­ზე, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე და­მი­რე­კეს სამ­თავ­რო­ბო ოთხნიშ­ნა ნომ­რი­დან. ავი­ღე, ქალ­ბა­ტონ­მა მი­თხრა, ელა­პა­რა­კეთ შს მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წე­სო. ახალ­გაზ­რდა კაცი წარ­მო­მიდ­გა, ესა და ეს ვარო, გვარ-სა­ხე­ლი არ მახ­სოვს, პირ­ვე­ლად გა­ვი­გე და არც მნიშ­ვნე­ლო­ბა მი­მი­ნი­ჭე­ბია. ძა­ლი­ან ზრდი­ლო­ბი­ა­ნად მაც­ნო­ბა, დღეს, სა­ღა­მოს ცხრა სა­ათ­ზე მი­ნის­ტრმა გთხო­ვათ გუ­ბერ­ნა­ტო­რებს მოს­ვლა და ხომ შეძ­ლებ­თო? და­ვე­თან­ხმე, მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და და გავ­თი­შეთ ტე­ლე­ფო­ნე­ბი.

გა­და­ვუ­რე­კე ჩემს მძღოლს, ვუ­თხა­რი, მო­სუ­ლი­ყო 20:15 წუთ­ზე, ვი­ფიქ­რე მი­ტინ­გის გამო გზებ­ზე სა­ცო­ბებს არ შე­ე­შა­ლათ ხელი, თუმ­ცა, უპ­რობ­ლე­მოდ მი­ვე­დით და და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი შსს-ს შე­ნო­ბის პირ­და­პირ, გზის გა­დაღ­მა მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი. დრო რომ მო­ვი­და, შე­ვე­დი შე­ნო­ბა­ში, ლიფტ­თან შემ­ხვდნენ მე­ო­რე შე­სას­ვლე­ლი­დან შე­მო­სუ­ლი და­ვით კირ­კი­ტა­ძე და ზაზა გო­რო­ზია. მე­ხუ­თე სარ­თულ­ზე ავე­დით და პირ­და­პირ შე­ვე­დით ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში. იქ დაგ­ვხვდნენ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა, კუ­დის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი დათა ახა­ლა­ია, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი გოკა გა­ბაშ­ვი­ლი, ამი­რან მეს­ხე­ლი(?) (ტან­მორ­ჩი­ლი ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც ამი­რანს ეძახ­და ვანო და ვი­ფიქ­რე, მეს­ხე­ლი თუ არის-მეთ­ქი), რომ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბაც არ ვიცი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი გოგა ხა­ჩი­ძე, იმე­რე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი კაკო ბო­ბო­ხი­ძე, შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, რო­მე­ლიც მე­ო­რედ ვნა­ხე და გვა­რი არ მახ­სოვს, ქვე­მო ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ზუ­რაბ მე­ლი­ქიშ­ვი­ლი.

ვანო ჩქა­რობ­და, და­ვი­წყო­თო.

ვი­ღა­ცამ თქვა, სა­ცაა მი­ხოც მო­ვაო და, მარ­თლაც, ორ წუთ­ში გუ­რი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რი მიხო სი­მო­ნიშ­ვი­ლიც მო­ვი­და. აი, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის კი­დევ ერთი კად­რიც მო­ვი­და, იხუმ­რა ვი­ღა­ცამ, ეგ, აუ­ცი­ლებ­ლად, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის გვერ­დით დას­ვი­თო (გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ, ივ­ლის-აგ­ვის­ტო­ში, მი­ხო­ზე სა­უბ­რე­ბი მი­დი­ო­და და, არც თუ უსა­ფუძ­ვლოდ, რომ შე­იძ­ლე­ბა ოქ­რუ­აშ­ვილ­თან სი­ახ­ლო­ვის გამო პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა­სო. პრო­კუ­რა­ტუ­რა­მაც და­უ­წყო ერთ პე­რი­ოდ­ში ჩიჩ­ქნა). მი­ხომ უხერ­ხუ­ლად გა­ი­ცი­ნა და მარ­თლაც ადე­იშ­ვი­ლის გვერ­დზე დაჯ­და.

მე­ლი­ქიშ­ვილ­მა თქვა, გია ნაც­ვლიშ­ვილ­მა (კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი) და­მი­რე­კა, სარ­თი­ჭა­ლას გა­მოვ­ცდიო. კირ­კი­ტა­ძე ეხუმ­რა, შენ რას გი­რე­კავს, ვი­ზას ხომ არ გთხოვს, შენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მოვ­ლის­თვი­სო. კა­კომ სა­ი­დან­ღაც ია­პო­ნუ­რი ხმა­ლი აიღო, აქეთ-იქით იქ­ნევ­და და, რო­გორც ყო­ველ­თვის, ხმა­უ­რობ­და. ვი­ღა­ცამ უთხრა, დადე, ეგ ხმა­ლი ხომ არ გგო­ნია, ხა­რა­კი­რის ხან­ჯა­ლი­აო. მა­შინ სი­ცი­ლით ჩემ­სკენ გა­მო­ა­ცუ­რა მა­გი­და­ზე, მა­შინ ეს ვა­სი­კოს­თვის და­მით­მი­აო (ჩემ­მა ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ ორი-სამი კვი­რის წინ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ და ოპო­ზი­ცი­ას შე­უ­ერ­თდა და ამა­ზე მე­ხუმ­რე­ბო­და. მა­ნამ­დეც გა­მე­ხუმრნენ ამ თე­მა­ზე ერთი-ორ­ჯერ, ვერ ვი­ტყვი ბო­რო­ტად, თუმ­ცა, ორაზ­როვ­ნად, (რო­გორც ეს სა­ერ­თოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია მი­ღე­ბუ­ლი). ვა­ნომ გა­ი­ცი­ნა, მარ­თა­ლი არ გე­გო­ნოს, არ შე­შინ­დეო. არც მე­ში­ნია, ჩემ­გან ერთი გა­და­ვი­და და რაც მთავ­რო­ბი­დან და უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან ხალ­ხი გა­და­ვი­და ოპო­ზი­ცი­ა­ში, ჩე­მამ­დე იმ­დენს აქვს ხა­რა­კი­რი გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ჩე­მამ­დე ვერც მო­აღ­წევს ეს ხან­ჯა­ლი-მეთ­ქი, ვე­ხუმ­რე მეც. ასე­თი ორაზ­რო­ვა­ნი სი­ამ­ტკბი­ლო­ბით ვი­წყებ­დით თათ­ბირს.

ვა­ნომ, გვეჩ­ქა­რე­ბა, ვე­ღა­რა­ვის და­ვე­ლო­დე­ბით, და­ვი­წყო­თო. თან უგუ­ლა­ვას უთხრა შე­თა­მა­შე­ბუ­ლი ხუმ­რო­ბით, ზედ­მე­ტებ­მა დაგვტო­ვონ, ხელს ნუ გვიშ­ლი, ოტი­აშ­ვილ­თან (თუ უტი­აშ­ვილ­თან - კარ­გად ვერ გა­ვი­გე) გა­დიო. გიგი ოთახ­ში წინ და უკან და­დი­ო­და და ღლა­ბუ­ცობ­და, ნუ არ­ღვევ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­სო და სვიტრს ვე­ძე­ბო თუ რა­ღაც ესე­თი. ეს ერთი სვიტ­რიც რომ შენ და­გი­ტო­ვო, შე­ირ­ჩენ და მე რაღა ვქნაო. მერე მარ­თლაც იპო­ვა სა­ვარ­ძელ­ზე მიგ­დე­ბუ­ლი სვიტ­რი და გა­ვი­და. გუ­შინ არ მი­ფიქ­რია, დღეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ იგი ამ ლა­პა­რაკს არ უნდა დას­წრე­ბო­და. ვა­ნომ კი­დევ იხუმ­რა­სა­ვით (სა­ერ­თოდ მთე­ლი თათ­ბი­რი სულ სი­ცილ-ხი­თხი­თით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ოღონდ მე­ო­რე ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც ახლა იწყე­ბა, ბევრ გუ­ბერ­ნა­ტორს აღარ გვე­ღი­მე­ბო­და), კი­დევ ვინ­მე ხომ არ არის ზედ­მე­ტიო, მერე გო­კას შე­ხე­და და, აი, კი­დევ ერთი ზედ­მე­ტი, მაგ­რამ რად­გან დარ­ჩი, იყა­ვიო. ახლა ამ ეპი­ზოდს რომ ვიხ­სე­ნებ, მგო­ნია, რომ გოკა ვერ მიხ­ვდა, რომ უნდა გა­სუ­ლი­ყო და მას არ მარ­თებ­და იქ დარ­ჩე­ნა, რათა უგუ­ლა­ვა­სა­ვით ფორ­მა­ლუ­რად "თეთ­რი ხელ­თათ­მა­ნე­ბით" დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

ცხა­დია, მათ ვიწ­რო წრე­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლი და და­ლა­გე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, რაც შემ­დგომ გვი­თხრეს, მაგ­რამ ამ­დენ ხალ­ხში, ასეთ სა­ჩო­თი­რო თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზედ­მეტ მოწ­მედ ყოფ­ნა, არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბო­და. თუმ­ცა, ვი­მე­ო­რებ, ეს ფიქ­რი შემ­დგომ გა­მიჩ­ნდა, მა­შინ კი, სხვა რამ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ჩემი გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბის ორ­წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მომ­ხდა­რა, ყვე­ლა ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ერ­თად შეგ­ვხვედ­რო­და გუ­ბერ­ნა­ტო­რებს, მე­ტიც, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხე­ლაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე ტე­ლე­ფო­ნით დავ­კავ­ში­რე­ბო­დი გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს, რო­მელ­თა­ნაც საკ­მა­ოდ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, სა­ნამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო. ძა­ლო­ვან­თა მხრი­დან ამ­გვა­რი ყუ­რა­დღე­ბა რა­ღაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან­თან რომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, დიდი მიხ­ვედ­რა არ სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ოდ­ნავ მაბ­ნევ­და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის იქ ყოფ­ნა. ძა­ლოვ­ნე­ბის და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ამ­გვა­რი სიმ­ბი­ო­ზი საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რად ჩან­და. ზო­გა­დად ვვა­რა­უ­დობ­დი, რომ სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბო­და რუს­თა­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის რა­ი­მე პი­არ­კამ­პა­ნი­ით გა­და­ფარ­ვა­ზე.

მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­მუ­შაო მა­გი­დის მარ­ჯვნივ მართკუ­თხა მა­გი­დის ერთ თავ­ში იჯდა ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, მის­გან მარ­ცხნივ, კედ­ლის მხა­რეს ზუ­რაბ მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, ოთარ სი­რა­ძე (რა­ჭის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, რო­მე­ლიც ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­სას გა­მორ­ჩა), შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ამი­რა­ნი მეს­ხე­ლი(?) და თვი­თონ ვანო. მა­გი­დის მე­ო­რე თავ­ში ის­ხდნენ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და დათა ახა­ლა­ია. მე­ო­რე მხა­რეს და­ვით კირ­კი­ტა­ძე, აკა­კი ბო­ბო­ხი­ძე, გოგა ხა­ჩი­ძე, მე, ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე (მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი) და გოკა გა­ბაშ­ვი­ლი. ჩვენს უკან სკამ­ზე იჯდა ახალ­გაზ­რდა ბიჭი, ალ­ბათ, ვა­ნოს თა­ნა­შემ­წე.

და­ი­წყო ვა­ნომ, ორ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და თქვენ­თან სა­უ­ბა­რიო. პირ­ვე­ლი, უნდა იყოთ ძა­ლი­ან მხნედ, ყვე­ლამ უნდა და­გი­ნა­ხოთ, რომ დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ანი­ჭებთ, რაც ქუ­ჩა­ში ხდე­ბაო. ეს მხი­ა­რუ­ლი (ზუს­ტად ეს სი­ტყვა გა­მო­ი­ყე­ნა!) ნა­წი­ლია იმი­სა, რაც უნდა გი­თხრათ, ახლა კი სე­რი­ო­ზულ ნა­წილ­ზე გა­და­ვი­დე­თო და მო­ნო­ლო­გის სა­ხით გვი­თხრა ის, რა­ზეც თავ­შიც ვთქვი, რომ ორი დღეა ვფიქ­რობ.

"ეს ნა­ძირ­ლე­ბი ძა­ლი­ან გაბ­ლა­ტავ­დნენ, ორ დღე­ში მო­ინ­დო­მეს იმის წა­ღე­ბა, რის­თვი­საც ჩვენ ოთხი წელი ვიბ­რძო­დით. მარ­თა­ლია, დიდი არა­ფე­რი ძალა არა აქვთ, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა. კაც­მა რომ თქვას, რა­ი­ო­ნე­ბი­დან მარ­თლაც არ ჩა­მო­სუ­ლა ბევ­რი ხალ­ხი, მაგ­რამ ვინც ჩა­მო­ვი­და ან აწი ჩა­მო­ვა, ყვე­ლას უნდა მი­ხედ­ვა. უკვე და­ვა­ლე­ბუ­ლი აქვს კონ­სტი­ტუ­ცი­ურს, მაგ­რამ თქვენც აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თოდ ამ პრო­ცეს­ში, შე­ად­გი­ნეთ სი­ე­ბი ყვე­ლა მი­ტინგზე ჩა­მომ­სვლე­ლის, შე­უშ­ვით თქვე­ნი ხალ­ხი მი­ტინგზე, არც არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი არ უნდა ჩა­ვი­დეს უკან გა­უ­ლა­ხა­ვი. არა სა­ხალ­ხოდ, სა­თი­თა­ოდ. მა­გა­ლი­თად გუ­რი­ი­დან ან ზუგ­დი­დი­დან ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ანს უკან გზა­ზე გა­ა­ჩე­რე­ბენ მა­გა­ლი­თად ქუ­თა­ის­თან და და­უნ­გრე­ვენ თირკმე­ლებს. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი აგერ არის და გვაძ­ლევს ნე­ბარ­თვას (სი­ცი­ლით!)."

- მე არა­ფე­რი გა­მი­გია, ჩუ­მად ვარ და რომ მორ­ჩე­ბა ყვე­ლა­ფე­რი მერე გე­ტყვით, რას ვფიქ­რობ,- ეს იყო ერ­თა­დერ­თი და ღი­მი­ლით წარ­მოთ­ქმუ­ლი რეპ­ლი­კა, რო­მე­ლიც ადე­იშ­ვილ­მა ჩემს იქ ყოფ­ნა­ში თქვა (თუ მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ მი­ვი­ღებთ ში­გა­და­შიგ ორი­ო­დე წა­მო­ძა­ხილს: "და­ვი­ჭი­როთ", "დედა მოვუ..ნათ").

"მოკ­ლედ ისე უნდა გა­ი­ლა­ხოს, რომ დიდ ხანს ვერ დად­გეს ფეხ­ზე, სა­ხე­ზე ერი­დეთ, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ძი­რი­თა­დად თირკმე­ლებ­ში, მუ­ცელ­ში, ვინც არ იცის, რო­გორ, გა­ი­ა­რეთ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ახა­ლა­ი­ას­თან."

ჩემ­გან მარ­ჯვნი­დან, კე­ზე­რაშ­ვი­ლის­გან ან ახა­ლა­ი­ას­გან (ბო­ბო­ხი­ძე და კირ­კი­ტა­ძე ნამ­დვი­ლად არ იყ­ვნენ, მათ ხმას კარ­გად ვცნობ) ის­მის სი­ცილ­ნა­რე­ვი რეპ­ლი­კა: "გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხე­შიც შე­იძ­ლე­ბა!"

ვა­ნომ გა­ნაგ­რძო: "გან­სა­კუთ­რე­ბულ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია, ოღონდ გან­სა­კუთ­რე­ბულ­ში, ასე­თე­ბიც ბევ­რი ვი­ცით (იცი­ნის!). ვინც ცოტა "მო­შა­ვოა" ან ეგე­თი ტიპი, ჯი­ბე­ში ნარ­კო­ტი­კი და ბა­ჩოს­თან. გა­რეთ ერთი ახა­ლა­ია მო­უვ­ლით, შიგ­ნით მე­ო­რე ახა­ლა­ია დახ­ვდე­ბათ". სა­კუ­თარ ამ ხუმ­რო­ბა­ზე საკ­მა­ოდ იცი­ნა.

შემ­დეგ გა­აგ­რძე­ლა: "ცემა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, იმი­ტომ რომ რა­ი­ო­ნებ­ში ჩა­დი­ან მი­ტინ­გებ­ზე ნამ­ყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი და იწყე­ბენ იქ ბლა­ტა­ო­ბას და ხალ­ხის შე­მოკ­რე­ბას, გა­ლა­ხუ­ლი კაცი კიდე არის ჩმო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში და კარ­გავს ეგ­რე­ვე გავ­ლე­ნას."

- ეს თვი­თო­ნაც კარ­გად იცი­ან და იმი­ტომ უნ­დო­დათ ჩხო­რუ­წყუს გამ­გებ­ლის გა­ლახ­ვა და არ და­ვა­ნე­ბეთ, - წა­მო­ი­ძა­ხა გო­რო­ზი­ამ.

- არ და­ა­ნე­ბე კი არა ისა, თუ რა­მის თავი გქონ­და, ზუგ­დიდ­ში გექ­ნა, ახა­ლა­ია რომ არა, მო­დი­ოდ­ნენ ბედ­ნი­ე­რად იქი­დან, - ჩემ­გან მარ­ჯვნი­დან იყო ვი­ღა­ცის რეპ­ლი­კა. გო­რო­ზი­ამ ჩა­ი­ბურ­დღუ­ნა რა­ღაც და გა­ჩუმ­და.

გოგა ხა­ჩი­ძემ ითხო­ვა, რა­ღა­ცის თქმა მინ­დაო.

ვა­ნომ, გის­მენ­თო.

"მე ბევ­რი ვი­ფიქ­რე შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე და მგო­ნი არ იქ­ნე­ბა ცუდი, თუ გა­ვუშ­ვებთ კლი­პებს, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ ოპო­ზი­ცი­ის კონ­კრე­ტუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი კა­ნო­ნის რო­მელ მუხლს არ­ღვე­ვენ."

კი­დევ რა­ღა­ცის თქმა უნ­დო­და, მაგ­რამ ვა­ნომ გა­ა­წყვე­ტი­ნა: "არ არის ახლა ამ სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის დრო, ახლა თე­ო­რი­ე­ბის და ჰა­ერ­ში ფრე­ნის დრო არ არის, ლა­პა­რა­კია, ამ ბო­ზე­ბის ბო­ლომ­დე ჩატ...აზე. შექ­მნით ჯგუ­ფებს, პირ­ვე­ლად რომ და­ბეთ­ქა­ვენ ვი­ღა­ცას, მერე ისეთ აზარ­ტში შევ­ლენ, ვერ გა­ა­ჩე­რებთ. ეს ბევ­რჯერ გა­მოვ­ცა­დეთ. ორი საქ­მე კეთ­დე­ბა, ბო­ზე­ბი იტ......ან და ჩვე­ნი რი­გე­ბი მტკიც­დე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა, ახლა ჩვენ ერ­თმა­ნეთ­ზე ვეჭ­ვი­ა­ნობ­დეთ, ასე გა­დავ­ჭამთ ერ­თმა­ნეთს. ამი­ტომ ვინც ჩვე­ნი­ა­ნია, საქ­მით უნდა და­ამ­ტკი­ცოს. თუ ვინ­მე ბიზ­ნეს­მე­ნია შე­ნიშ­ნუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბა­ში, აგერ კე­ზე­რაშ­ვილს უთხა­რით და მი­ხე­დავს. ეპარ­ქი­ებ­თან იმუ­შა­ვეთ, იმ ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან, ვინც ეპარ­ქი­ებს ეხ­მა­რე­ბი­ან, რომ ხალ­ხს სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი არ ელა­პა­რა­კონ. მი­ტინგზე გა­და­ხე­დეთ, ყვე­ლას გვყავს ნაც­ნო­ბი სპორ­ტსმე­ნი, მსა­ხი­ო­ბი, ეგე­თი ტი­პე­ბი, და­უ­რე­კეთ, გად­მო­ი­ბი­რეთ, და­არ­წმუ­ნეთ, შე­ა­ში­ნეთ, თუ გინ­დათ მო­ის­ყი­დეთ, ოღონდ ფული არ მომ­თხო­ვოთ (იცი­ნის). ამა­ზე გა­მახ­სენ­და, ონაშ­ვილ­ზე რა ქე­ნით?

- ჩემ­თან მყავ­და და მივ­ხე­დე, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია, - უპა­სუ­ხა ახა­ლა­ი­ამ.

"აი, ასე სხვებ­თა­ნაც. ეს სას­წრა­ოდ გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია, და­ნარ­ჩენს მერე მოვ....ავთ დე­დებს, ერთი არ უნდა დაგ­ვრჩეს უყუ­რა­დღე­ბოდ. მთა­ვა­რია, მი­ტინგზე წას­ვლის შე­ე­შინ­დეთ, ცემა არის ამის წა­მა­ლი. გა­ი­გეთ, ვინ არი­ან, მათი ნა­თე­სა­ვე­ბი, მამა, ბი­ძაშ­ვი­ლი, ზოგ­ზე ასე ვი­მოქ­მე­დებთ, ზოგ­ზე ისე, ზოგი გა­ი­ლა­ხე­ბა, ზოგ­თან ფი­ნან­სუ­რი შევა, ზოგს ჯი­ბე­ში ნარ­კო­ტი­კი. ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გა­მო­სუ­ლან მი­ტინგზე, დე­დებს მოვ.....ვთ, უკვე მოვ­ნა­ხეთ წე­სი­ე­რი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­წე­რენ, რო­გორ აწა­მებ­დნენ ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი თა­ვის დრო­ზე. ამათ გა­ვუ­ნა­ხევ­რებთ, იმათ შევყრით. ახლა არის გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი და მთა­ვა­რია სიმ­ტკი­ცე. და­ლა­ქიშ­ვილს ყოფა აქვს სა­ტი­რე­ბე­ლი "დვუ­რუშ­ნი­კო­ბის­თვის". და­უ­რე­კეს და ბლო­კე­ბის და­ლა­გე­ბა უთხრეს, ვი­თომ და­ა­ლა­გა. ჯერ ერთი, თუ დებ, ისე­თი დადე, ხე­ლით ვერ გა­წი­ონ, თან ორ­მოც­და­ათ ად­გი­ლას და­რე­კა და ატე­ხა პა­ნი­კა. ეს არის ჩათ­ლა­ხო­ბა."

მერე ისევ სი­ცი­ლით გა­აგ­რძე­ლა:

"სულ წუხ­და ბო­ბო­ხი­ძე და და­ნარ­ჩე­ნე­ბიც, გუ­ბერ­ნა­ტო­რებს ფუნ­ქცია და უფ­ლე­ბე­ბი არ გვაქ­ვსო. აჰა, უფ­ლე­ბე­ბიც გაქვთ და ფუნ­ქცი­აც, გა­მო­ი­ყე­ნეთ. რა დრო დაგ­ვიდ­გა კაკო, შენი დახ­მა­რე­ბა რომ გვჭირ­დე­ბა?"

"კაკო", სი­ტყვის მა­სა­ლად თქვა, ად­რე­სა­ტი ყვე­ლა გუ­ბერ­ნა­ტო­რი იყო. "ხვა­ლი­დან­ვე შე­უ­დე­ქით საქ­მეს, და­უ­ძა­ხეთ კონ­სტი­ტუ­ცი­ურს, პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სებს და გა­ა­კე­თეთ შტა­ბე­ბი. თბი­ლისს ჩვენ მივ­ხე­დავთ. ახლა მოვ­რჩით, სხვა საქ­მე­ე­ბი გვაქვს".

შეხ­ვედ­რის და­სა­რულს, შე­მო­ვი­და უგუ­ლა­ვაც, მა­გი­დას­თან არ მო­სუ­ლა, ვა­ნოს მა­გი­დას­თან იჯდა და იქი­დან გვის­მენ­და. უკვე ვიშ­ლე­ბო­დით, როცა მო­ვი­და გია ნაც­ვლიშ­ვი­ლი და იკი­თხა, რაზე სა­უბ­რობ­დი­თო. ახლა შენი გუ­ლის­თვის თა­ვი­დან ვერ და­ვი­წყებ, დარ­ჩი და მიხ­ვდე­ბიო.

წა­მო­ვე­დით, დარ­ჩნენ მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ადე­იშ­ვი­ლი, უგუ­ლა­ვა, კე­ზე­რაშ­ვი­ლი, ახა­ლა­ია, გა­ბაშ­ვი­ლი, კირ­კი­ტა­ძე, ნაც­ვლიშ­ვი­ლი, შე­იძ­ლე­ბა სხვა ვინ­მე სხვაც.

ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე 2007 წლის 5 ნო­ემ­ბე­რი", - წე­რია ჩა­ნა­წერ­ში, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში პირ­ვე­ლად გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში: ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებს

თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში: ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებს

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გამო, დღეს ქართულ ინტერნეტსივრცეში აქტუალურია მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ვასილ მაღლაფერიძის 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებული ჩანაწერი, რომელშიც, როგორც თავად ამბობს, 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართულ თათბირს აღწერს.

***

"რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში

2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა, გადავწყვიტე ქაღალდზე გადავიტანო ის, რის შემსწრეც გავხდი გუშინ და რაზეც უკვე თითქმის ოცდაოთხი საათია განუწყვეტლივ ვფიქრობ. ამ თემაზე კიდევ დიდხანს ვიფიქრებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ვალდებული ვარ, სხვასაც მივცე ამ თემაზე დაფიქრების საშუალება. ამისთვის კი მოვყვები მხოლოდ იმას, რაც ვნახე და მოვისმინე.

მხოლოდ ფაქტი.

გუშინ, 4 ნოემბერს, კვირას, დაახლოებით დილის 11 საათზე, მობილურ ტელეფონზე დამირეკეს სამთავრობო ოთხნიშნა ნომრიდან. ავიღე, ქალბატონმა მითხრა, ელაპარაკეთ შს მინისტრის თანაშემწესო. ახალგაზრდა კაცი წარმომიდგა, ესა და ეს ვარო, გვარ-სახელი არ მახსოვს, პირველად გავიგე და არც მნიშვნელობა მიმინიჭებია. ძალიან ზრდილობიანად მაცნობა, დღეს, საღამოს ცხრა საათზე მინისტრმა გთხოვათ გუბერნატორებს მოსვლა და ხომ შეძლებთო? დავეთანხმე, მადლობა გადამიხადა და გავთიშეთ ტელეფონები.

გადავურეკე ჩემს მძღოლს, ვუთხარი, მოსულიყო 20:15 წუთზე, ვიფიქრე მიტინგის გამო გზებზე საცობებს არ შეეშალათ ხელი, თუმცა, უპრობლემოდ მივედით და დაახლოებით ნახევარი საათი შსს-ს შენობის პირდაპირ, გზის გადაღმა მანქანაში ვიჯექი. დრო რომ მოვიდა, შევედი შენობაში, ლიფტთან შემხვდნენ მეორე შესასვლელიდან შემოსული დავით კირკიტაძე და ზაზა გოროზია. მეხუთე სართულზე ავედით და პირდაპირ შევედით ვანო მერაბიშვილის კაბინეტში. იქ დაგვხვდნენ ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა, კუდის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი, ამირან მესხელი(?) (ტანმორჩილი ახალგაზრდა, რომელსაც ამირანს ეძახდა ვანო და ვიფიქრე, მესხელი თუ არის-მეთქი), რომლის თანამდებობაც არ ვიცი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი გოგა ხაჩიძე, იმერეთის გუბერნატორი კაკო ბობოხიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი, რომელიც მეორედ ვნახე და გვარი არ მახსოვს, ქვემო ქართლის გუბერნატორი ზურაბ მელიქიშვილი.

ვანო ჩქარობდა, დავიწყოთო.

ვიღაცამ თქვა, საცაა მიხოც მოვაო და, მართლაც, ორ წუთში გურიის გუბერნატორი მიხო სიმონიშვილიც მოვიდა. აი, ოქრუაშვილის კიდევ ერთი კადრიც მოვიდა, იხუმრა ვიღაცამ, ეგ, აუცილებლად, გენერალური პროკურორის გვერდით დასვითო (გარკვეული პერიოდის წინ, ივლის-აგვისტოში, მიხოზე საუბრები მიდიოდა და, არც თუ უსაფუძვლოდ, რომ შეიძლება ოქრუაშვილთან სიახლოვის გამო პრობლემები შეექმნასო. პროკურატურამაც დაუწყო ერთ პერიოდში ჩიჩქნა). მიხომ უხერხულად გაიცინა და მართლაც ადეიშვილის გვერდზე დაჯდა.

მელიქიშვილმა თქვა, გია ნაცვლიშვილმა (კახეთის გუბერნატორი) დამირეკა, სართიჭალას გამოვცდიო. კირკიტაძე ეხუმრა, შენ რას გირეკავს, ვიზას ხომ არ გთხოვს, შენს ტერიტორიაზე გამოვლისთვისო. კაკომ საიდანღაც იაპონური ხმალი აიღო, აქეთ-იქით იქნევდა და, როგორც ყოველთვის, ხმაურობდა. ვიღაცამ უთხრა, დადე, ეგ ხმალი ხომ არ გგონია, ხარაკირის ხანჯალიაო. მაშინ სიცილით ჩემსკენ გამოაცურა მაგიდაზე, მაშინ ეს ვასიკოსთვის დამითმიაო (ჩემმა ყოფილმა მოადგილემ ორი-სამი კვირის წინ მწვავე განცხადებები გააკეთა პრეზიდენტის ოჯახის წინააღმდეგ და ოპოზიციას შეუერთდა და ამაზე მეხუმრებოდა. მანამდეც გამეხუმრნენ ამ თემაზე ერთი-ორჯერ, ვერ ვიტყვი ბოროტად, თუმცა, ორაზროვნად, (როგორც ეს საერთოდ ხელისუფლებაშია მიღებული). ვანომ გაიცინა, მართალი არ გეგონოს, არ შეშინდეო. არც მეშინია, ჩემგან ერთი გადავიდა და რაც მთავრობიდან და უმრავლესობიდან ხალხი გადავიდა ოპოზიციაში, ჩემამდე იმდენს აქვს ხარაკირი გასაკეთებელი, ჩემამდე ვერც მოაღწევს ეს ხანჯალი-მეთქი, ვეხუმრე მეც. ასეთი ორაზროვანი სიამტკბილობით ვიწყებდით თათბირს.

ვანომ, გვეჩქარება, ვეღარავის დაველოდებით, დავიწყოთო. თან უგულავას უთხრა შეთამაშებული ხუმრობით, ზედმეტებმა დაგვტოვონ, ხელს ნუ გვიშლი, ოტიაშვილთან (თუ უტიაშვილთან - კარგად ვერ გავიგე) გადიო. გიგი ოთახში წინ და უკან დადიოდა და ღლაბუცობდა, ნუ არღვევ ადამიანის უფლებებსო და სვიტრს ვეძებო თუ რაღაც ესეთი. ეს ერთი სვიტრიც რომ შენ დაგიტოვო, შეირჩენ და მე რაღა ვქნაო. მერე მართლაც იპოვა სავარძელზე მიგდებული სვიტრი და გავიდა. გუშინ არ მიფიქრია, დღეს შთაბეჭდილება მრჩება, წინასწარ შეთანხმებულები იყვნენ, რომ იგი ამ ლაპარაკს არ უნდა დასწრებოდა. ვანომ კიდევ იხუმრასავით (საერთოდ მთელი თათბირი სულ სიცილ-ხითხითით მიმდინარეობდა. ოღონდ მეორე ნაწილში, რომელიც ახლა იწყება, ბევრ გუბერნატორს აღარ გვეღიმებოდა), კიდევ ვინმე ხომ არ არის ზედმეტიო, მერე გოკას შეხედა და, აი, კიდევ ერთი ზედმეტი, მაგრამ რადგან დარჩი, იყავიო. ახლა ამ ეპიზოდს რომ ვიხსენებ, მგონია, რომ გოკა ვერ მიხვდა, რომ უნდა გასულიყო და მას არ მართებდა იქ დარჩენა, რათა უგულავასავით ფორმალურად ”თეთრი ხელთათმანებით” დარჩენილიყო.

ცხადია, მათ ვიწრო წრეში მოლაპარაკებული და დალაგებული ჰქონდათ, რაც შემდგომ გვითხრეს, მაგრამ ამდენ ხალხში, ასეთ საჩოთირო თემასთან დაკავშირებით ზედმეტ მოწმედ ყოფნა, არაფერში სჭირდებოდა. თუმცა, ვიმეორებ, ეს ფიქრი შემდგომ გამიჩნდა, მაშინ კი, სხვა რამ მაინტერესებდა, ჩემი გუბერნატორობის ორწელიწადნახევრის განმავლობაში არ მომხდარა, ყველა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი ერთად შეგვხვედროდა გუბერნატორებს, მეტიც, ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც ვერ მოვახერხე ტელეფონით დავკავშირებოდი გენერალურ პროკურორს, რომელთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა, სანამ ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ძალოვანთა მხრიდან ამგვარი ყურადღება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანთან რომ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა, მაგრამ ოდნავ მაბნევდა კულტურის მინისტრის იქ ყოფნა. ძალოვნების და კულტურის მინისტრის ამგვარი სიმბიოზი საკმაოდ უცნაურად ჩანდა. ზოგადად ვვარაუდობდი, რომ საუბარი იქნებოდა რუსთაველზე მიმდინარე აქციის რაიმე პიარკამპანიით გადაფარვაზე.

მერაბიშვილის სამუშაო მაგიდის მარჯვნივ მართკუთხა მაგიდის ერთ თავში იჯდა ზურაბ ადეიშვილი, მისგან მარცხნივ, კედლის მხარეს ზურაბ მელიქიშვილი, ოთარ სირაძე (რაჭის გუბერნატორი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლისას გამორჩა), შიდა ქართლის გუბერნატორი, ამირანი მესხელი(?) და თვითონ ვანო. მაგიდის მეორე თავში ისხდნენ დავით კეზერაშვილი და დათა ახალაია. მეორე მხარეს დავით კირკიტაძე, აკაკი ბობოხიძე, გოგა ხაჩიძე, მე, ვასილ მაღლაფერიძე (მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი) და გოკა გაბაშვილი. ჩვენს უკან სკამზე იჯდა ახალგაზრდა ბიჭი, ალბათ, ვანოს თანაშემწე.

დაიწყო ვანომ, ორ საკითხთან დაკავშირებით მინდა თქვენთან საუბარიო. პირველი, უნდა იყოთ ძალიან მხნედ, ყველამ უნდა დაგინახოთ, რომ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, რაც ქუჩაში ხდებაო. ეს მხიარული (ზუსტად ეს სიტყვა გამოიყენა!) ნაწილია იმისა, რაც უნდა გითხრათ, ახლა კი სერიოზულ ნაწილზე გადავიდეთო და მონოლოგის სახით გვითხრა ის, რაზეც თავშიც ვთქვი, რომ ორი დღეა ვფიქრობ.

”ეს ნაძირლები ძალიან გაბლატავდნენ, ორ დღეში მოინდომეს იმის წაღება, რისთვისაც ჩვენ ოთხი წელი ვიბრძოდით. მართალია, დიდი არაფერი ძალა არა აქვთ, მაგრამ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. კაცმა რომ თქვას, რაიონებიდან მართლაც არ ჩამოსულა ბევრი ხალხი, მაგრამ ვინც ჩამოვიდა ან აწი ჩამოვა, ყველას უნდა მიხედვა. უკვე დავალებული აქვს კონსტიტუციურს, მაგრამ თქვენც აქტიურად უნდა ჩაერთოდ ამ პროცესში, შეადგინეთ სიები ყველა მიტინგზე ჩამომსვლელის, შეუშვით თქვენი ხალხი მიტინგზე, არც არცერთი ადამიანი არ უნდა ჩავიდეს უკან გაულახავი. არა სახალხოდ, სათითაოდ. მაგალითად გურიიდან ან ზუგდიდიდან ჩამოსული ადამიანს უკან გზაზე გააჩერებენ მაგალითად ქუთაისთან და დაუნგრევენ თირკმელებს. გენერალური პროკურორი აგერ არის და გვაძლევს ნებართვას (სიცილით!).”

- მე არაფერი გამიგია, ჩუმად ვარ და რომ მორჩება ყველაფერი მერე გეტყვით, რას ვფიქრობ,- ეს იყო ერთადერთი და ღიმილით წარმოთქმული რეპლიკა, რომელიც ადეიშვილმა ჩემს იქ ყოფნაში თქვა (თუ მხედველობაში არ მივიღებთ შიგადაშიგ ორიოდე წამოძახილს: ”დავიჭიროთ”, ”დედა მოვუ..ნათ”).

”მოკლედ ისე უნდა გაილახოს, რომ დიდ ხანს ვერ დადგეს ფეხზე, სახეზე ერიდეთ, არ არის აუცილებელი, ძირითადად თირკმელებში, მუცელში, ვინც არ იცის, როგორ, გაიარეთ კონსულტაციები ახალაიასთან.”

ჩემგან მარჯვნიდან, კეზერაშვილისგან ან ახალაიასგან (ბობოხიძე და კირკიტაძე ნამდვილად არ იყვნენ, მათ ხმას კარგად ვცნობ) ისმის სიცილნარევი რეპლიკა: ”განსაკუთრებულ შემთხვევაში სახეშიც შეიძლება!”

ვანომ განაგრძო: ”განსაკუთრებულში აუცილებელიც კია, ოღონდ განსაკუთრებულში, ასეთებიც ბევრი ვიცით (იცინის!). ვინც ცოტა ”მოშავოა” ან ეგეთი ტიპი, ჯიბეში ნარკოტიკი და ბაჩოსთან. გარეთ ერთი ახალაია მოუვლით, შიგნით მეორე ახალაია დახვდებათ”. საკუთარ ამ ხუმრობაზე საკმაოდ იცინა.

შემდეგ გააგრძელა: ”ცემა არის აუცილებელი, იმიტომ რომ რაიონებში ჩადიან მიტინგებზე ნამყოფი ადამიანები და იწყებენ იქ ბლატაობას და ხალხის შემოკრებას, გალახული კაცი კიდე არის ჩმორი საქართველოში და კარგავს ეგრევე გავლენას.”

- ეს თვითონაც კარგად იციან და იმიტომ უნდოდათ ჩხორუწყუს გამგებლის გალახვა და არ დავანებეთ, - წამოიძახა გოროზიამ.

- არ დაანებე კი არა ისა, თუ რამის თავი გქონდა, ზუგდიდში გექნა, ახალაია რომ არა, მოდიოდნენ ბედნიერად იქიდან, - ჩემგან მარჯვნიდან იყო ვიღაცის რეპლიკა. გოროზიამ ჩაიბურდღუნა რაღაც და გაჩუმდა.

გოგა ხაჩიძემ ითხოვა, რაღაცის თქმა მინდაო.

ვანომ, გისმენთო.

”მე ბევრი ვიფიქრე შექმნილ ვითარებაზე და მგონი არ იქნება ცუდი, თუ გავუშვებთ კლიპებს, სადაც მითითებული იქნება, თუ ოპოზიციის კონკრეტული გამონათქვამები კანონის რომელ მუხლს არღვევენ.”

კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვანომ გააწყვეტინა: ”არ არის ახლა ამ სისულელეების დრო, ახლა თეორიების და ჰაერში ფრენის დრო არ არის, ლაპარაკია, ამ ბოზების ბოლომდე ჩატ...აზე. შექმნით ჯგუფებს, პირველად რომ დაბეთქავენ ვიღაცას, მერე ისეთ აზარტში შევლენ, ვერ გააჩერებთ. ეს ბევრჯერ გამოვცადეთ. ორი საქმე კეთდება, ბოზები იტ......ან და ჩვენი რიგები მტკიცდება. არ შეიძლება, ახლა ჩვენ ერთმანეთზე ვეჭვიანობდეთ, ასე გადავჭამთ ერთმანეთს. ამიტომ ვინც ჩვენიანია, საქმით უნდა დაამტკიცოს. თუ ვინმე ბიზნესმენია შენიშნული ოპოზიციის დაფინანსებაში, აგერ კეზერაშვილს უთხარით და მიხედავს. ეპარქიებთან იმუშავეთ, იმ ბიზნესმენებთან, ვინც ეპარქიებს ეხმარებიან, რომ ხალხს სისულელეები არ ელაპარაკონ. მიტინგზე გადახედეთ, ყველას გვყავს ნაცნობი სპორტსმენი, მსახიობი, ეგეთი ტიპები, დაურეკეთ, გადმოიბირეთ, დაარწმუნეთ, შეაშინეთ, თუ გინდათ მოისყიდეთ, ოღონდ ფული არ მომთხოვოთ (იცინის). ამაზე გამახსენდა, ონაშვილზე რა ქენით?

- ჩემთან მყავდა და მივხედე, ყველაფერი წესრიგშია, - უპასუხა ახალაიამ.

”აი, ასე სხვებთანაც. ეს სასწრაოდ გასატარებელი ღონისძიებებია, დანარჩენს მერე მოვ....ავთ დედებს, ერთი არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ. მთავარია, მიტინგზე წასვლის შეეშინდეთ, ცემა არის ამის წამალი. გაიგეთ, ვინ არიან, მათი ნათესავები, მამა, ბიძაშვილი, ზოგზე ასე ვიმოქმედებთ, ზოგზე ისე, ზოგი გაილახება, ზოგთან ფინანსური შევა, ზოგს ჯიბეში ნარკოტიკი. ყოფილი პოლიციელები გამოსულან მიტინგზე, დედებს მოვ.....ვთ, უკვე მოვნახეთ წესიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატიმრები, რომლებიც დაწერენ, როგორ აწამებდნენ ის პოლიციელები თავის დროზე. ამათ გავუნახევრებთ, იმათ შევყრით. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი და მთავარია სიმტკიცე. დალაქიშვილს ყოფა აქვს სატირებელი ”დვურუშნიკობისთვის”. დაურეკეს და ბლოკების დალაგება უთხრეს, ვითომ დაალაგა. ჯერ ერთი, თუ დებ, ისეთი დადე, ხელით ვერ გაწიონ, თან ორმოცდაათ ადგილას დარეკა და ატეხა პანიკა. ეს არის ჩათლახობა.”

მერე ისევ სიცილით გააგრძელა:

”სულ წუხდა ბობოხიძე და დანარჩენებიც, გუბერნატორებს ფუნქცია და უფლებები არ გვაქვსო. აჰა, უფლებებიც გაქვთ და ფუნქციაც, გამოიყენეთ. რა დრო დაგვიდგა კაკო, შენი დახმარება რომ გვჭირდება?”

”კაკო”, სიტყვის მასალად თქვა, ადრესატი ყველა გუბერნატორი იყო. ”ხვალიდანვე შეუდექით საქმეს, დაუძახეთ კონსტიტუციურს, პოლიციის უფროსებს და გააკეთეთ შტაბები. თბილისს ჩვენ მივხედავთ. ახლა მოვრჩით, სხვა საქმეები გვაქვს”.

შეხვედრის დასარულს, შემოვიდა უგულავაც, მაგიდასთან არ მოსულა, ვანოს მაგიდასთან იჯდა და იქიდან გვისმენდა. უკვე ვიშლებოდით, როცა მოვიდა გია ნაცვლიშვილი და იკითხა, რაზე საუბრობდითო. ახლა შენი გულისთვის თავიდან ვერ დავიწყებ, დარჩი და მიხვდებიო.

წამოვედით, დარჩნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა, კეზერაშვილი, ახალაია, გაბაშვილი, კირკიტაძე, ნაცვლიშვილი, შეიძლება სხვა ვინმე სხვაც.

ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერი", - წერია ჩანაწერში, რომელიც ინტერნეტში პირველად გასული წლის ივლისში გამოქვეყნდა.

მიხეილ სააკაშვილმა თეა წულუკიანს "მახინჯი" უწოდა - ექსპრეზიდენტს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი  საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება

"ივანიშვილი არის შესაჩერებელი... არ მივატოვებ ჩვენს ხალხს და ახალგაზრდობას გასაჭირში" - მიხეილ სააკაშვილი