ინგა გრიგოლია, რომელიც ახალ სატელევიზიო სეზონზე, "იმედზე" ცნობილი მოვლენების გამო აღარ გამოჩენილა და ტაიმ-აუტი სოფლად ცხოვრებაში გაატარა, ეკრანზე ბრუნდება. ამის შესახებ ტელეწამყვანმა "ფეისბუქზე" დაწერა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ არხზე დაბრუნდება.
"დავამთავრე უსაქმურობის პერიოდი....წყენებისგან, გაბრაზებისგან, უსამართლობის ემოციებისგან სრულიად სტერილური ვარ უკვე და მივხვდი, რომ აქტიურობის დრო დადგა)))))))))) (პრინციპში, ორ თვეზე მეტ ხანს არც არასდროს გაგრძელებულა ჩემი უსაქმურობა და გაბრაზებები)))))))) ხოდა, ბევრი რომ არ მივედ-მოვედო, გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ ახლიდან დავიწყო ყველაფერი...მიყვარს ჩემი ცხოვრება, ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ ხელახლა რომ ვიწყებ".