პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდუმლო შეხვედრა სააკაშვილს, ივანიშვილსა და კიწმარიშვილს შორის "რუსთავი 2"-ის ბედის გადასაწყვეტად
საიდუმლო შეხვედრა სააკაშვილს, ივანიშვილსა და კიწმარიშვილს შორის "რუსთავი 2"-ის ბედის გადასაწყვეტად

სტუ­დია "მო­ნი­ტო­რის" 2012 წლის დო­კუ­მენ­ტურ ფილმში, სა­ხელ­წო­დე­ბით "მე­დია ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ", ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის პოს­ტრე­ვო­ლუ­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს. კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ყვე­ბო­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პირ­ველ საპ­რე­ზი­დენ­ტო ინა­უ­გუ­რა­ცი­ამ­დე ის პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში სა­ა­კაშ­ვილ­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შეხ­ვდა, რათა გა­ნე­ხი­ლათ "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყებ­ლად გარ­დაქ­მნის იდეა. გთა­ვა­ზობთ ტექ­სტურ ფრაგ­მენტს სტუ­დია "მო­ნი­ტო­რის" დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი­დან.

***

2003 წლის მოვ­ლე­ნე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი გა­შუ­ქე­ბა და მი­ტინ­გე­ბის პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ცე­მა ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ით დას­რულ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა დღეს მი­იჩ­ნევს, რომ "რუს­თა­ვი 2" ამ პრო­ცე­სებ­ში თა­ვად იყო მხა­რე და არა მე­დია. ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ახ­ლობ­ლო­ბის გამო, თან­და­თან ნო­მერ პირ­ველ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას რე­ი­ტინ­გში პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­და­სარ­ჩე­ნად მის­მა მფლო­ბე­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტე­ლე­ვი­ზი­ად გარ­დაქ­მნა­ზე და­ე­წყოთ ფიქ­რი.

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი: "ჩვენ მზად ვი­ყა­ვით, რომ "რუს­თა­ვი 2" გა­დაგ­ვე­ცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სათ­ვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც, ერთი მხრივ არ იქ­ნე­ბოდ­ნენ პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლე­ბი და მე­ო­რე მხრივ მო­ა­ხერ­ხებ­დნენ არ­ხის შემ­დე­გი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ეს იყო, ასე ვთქვათ, მთა­ვა­რი კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ გაგ­ვიჩ­ნდა და და­ვი­წყეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა. ამ თე­მა­ზე მე მი­შას რამ­დენ­ჯერ­მე ვე­სა­უბ­რე. ერთ დღეს კი მის­გან კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მი­ვი­ღე მო­პა­ტი­ჟე­ბა, ეს ხდე­ბა მისი ინა­უ­გუ­რა­ცი­ის პე­რი­ო­დამ­დე, და რო­დე­საც მი­ვე­დი, დამ­ხვდა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო სწო­რედ ამ თე­მას".

ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის მფლო­ბე­ლე­ბის­გან გა­მო­ის­ყიდ­და სა­კონ­ტრო­ლო პა­კეტს, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში ჩუ­ქე­ბით გა­და­ე­ცე­მო­და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ურ წევ­რებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს.

"ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად სიმ­ბო­ლუ­რი კომ­პენ­სა­ცია, რად­გან ჩვენ არ­ხი­სა­გან მო­გე­ბის­თვის აღარ ვმუ­შა­ობ­დით, ვი­ნა­ი­დან იმ პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდა სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი; ჩვენ გვქონ­და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო პრო­ექ­ტე­ბი და ვხე­დავ­დით, რომ ეს პრო­ექ­ტე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად იმუ­შა­ვებ­და. ამი­ტომ იქ სა­უ­ბა­რი არ იყო არ­ხის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სრულ კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პი­რო­ბი­თი კომ­პენ­სა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა და­ნარ­ჩენ და­ნა­ხარ­ჯებს იღებ­და თა­ვის თავ­ზე", - აცხა­დებ­და კიწ­მა­რიშ­ვი­ლი "მო­ნი­ტო­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"მო­ნი­ტო­რის" დო­კუ­მენ­ტურ ფილმში კიწ­მა­რიშ­ვი­ლი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­რებ­საც ასა­ხე­ლებს, ვი­საც გა­ნი­ხი­ლავ­დნენ არ­ხის სა­მო­მავ­ლო მმარ­თვე­ლო­ბა­ში.

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი: "სხვა­თა შო­რის, ამ სი­ა­ში იყ­ვნენ ლე­ვან რა­მიშ­ვი­ლი, გიგი თევ­ზა­ძე, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც იმ დროს ლი­ბე­რა­ლე­ბად ვთვლი­დი. იყ­ვნენ ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც, მათ შო­რის აკა­კი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, ეკა ხო­ფე­რია... და­ახ­ლო­ე­ბით 30-კა­ცი­ან ჟურ­ნა­ლის­ტთა სი­ა­ზე იყო სა­უ­ბა­რი. ეს არ იყო ვიწ­რო წრე და სან­დო­ო­ბის რე­ჟი­მით არ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, თუ რამ­დე­ნად შე­ას­რუ­ლებ­დნენ ისი­ნი ჩვენს შეკ­ვე­თებს".

კიწ­მა­რიშ­ვი­ლის თქმით, მთა­ვა­რი პი­რო­ბა იყო, რომ ინ­ფორ­მა­ცია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ არ უნდა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ეს პი­რო­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ირ­ღვა და "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტე­ლე­ვი­ზი­ად გა­დაქ­ცე­ვის იდე­აც ჩა­ი­შა­ლა. ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებ­და, რომ ინ­ფორ­მა­ცია მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში ივა­ნიშ­ვი­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე ქვეყ­ნის იმ დრო­ინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ამ­ხი­ლა, ვი­ნა­ი­დან სა­ა­კაშ­ვილს ეს პრო­ექ­ტი აღარ აწყობ­და.

იხი­ლეთ ფრაგ­მენ­ტი ფილ­მი­დან

საიდუმლო შეხვედრა სააკაშვილს, ივანიშვილსა და კიწმარიშვილს შორის "რუსთავი 2"-ის ბედის გადასაწყვეტად

საიდუმლო შეხვედრა სააკაშვილს, ივანიშვილსა და კიწმარიშვილს შორის "რუსთავი 2"-ის ბედის გადასაწყვეტად

სტუდია "მონიტორის" 2012 წლის დოკუმენტურ ფილმში, სახელწოდებით "მედია ვარდების რევოლუციის შემდეგ", ეროსი კიწმარიშვილი "რუსთავი 2"-ის პოსტრევოლუციურ მდგომარეობაზე საუბრობს. კიწმარიშვილი ყვებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის პირველ საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე ის პრეზიდენტის რეზიდენციაში სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რათა განეხილათ "რუსთავი 2"-ის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის იდეა. გთავაზობთ ტექსტურ ფრაგმენტს სტუდია "მონიტორის" დოკუმენტური ფილმიდან.

***

2003 წლის მოვლენების ინტენსიური გაშუქება და მიტინგების პირდაპირ ეთერში გადაცემა ვარდების რევოლუციით დასრულდა. საზოგადოება დღეს მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2" ამ პროცესებში თავად იყო მხარე და არა მედია. ახალ ხელისუფლებასთან ახლობლობის გამო, თანდათან ნომერ პირველ მედიასაშუალებას რეიტინგში პრობლემები შეექმნა. ტელევიზიის გადასარჩენად მისმა მფლობელებმა გადაწყვიტეს, "რუსთავი 2"-ის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნაზე დაეწყოთ ფიქრი.

ეროსი კიწმარიშვილი: "ჩვენ მზად ვიყავით, რომ "რუსთავი 2" გადაგვეცა ჟურნალისტებისათვის და საზოგადოების აქტიური წევრებისთვის, რომლებიც, ერთი მხრივ არ იქნებოდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებულები და მეორე მხრივ მოახერხებდნენ არხის შემდეგი განვითარების შენარჩუნებას. ეს იყო, ასე ვთქვათ, მთავარი კონცეფცია, რომელიც რევოლუციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გაგვიჩნდა და დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. ამ თემაზე მე მიშას რამდენჯერმე ვესაუბრე. ერთ დღეს კი მისგან კრწანისის რეზიდენციაში მივიღე მოპატიჟება, ეს ხდება მისი ინაუგურაციის პერიოდამდე, და როდესაც მივედი, დამხვდა მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი და საუბარი შეეხო სწორედ ამ თემას".

ამავე ინტერვიუში კიწმარიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი "რუსთავი 2"-ის მფლობელებისგან გამოისყიდდა საკონტროლო პაკეტს, რომელიც შემდგომში ჩუქებით გადაეცემოდა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებსა და ჟურნალისტებს.

"ეს უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად სიმბოლური კომპენსაცია, რადგან ჩვენ არხისაგან მოგებისთვის აღარ ვმუშაობდით, ვინაიდან იმ პერიოდში გაჩნდა სხვა შესაძლებლობები; ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო სატელეკომუნიკაციო პროექტები და ვხედავდით, რომ ეს პროექტები ძალიან კარგად იმუშავებდა. ამიტომ იქ საუბარი არ იყო არხის ღირებულების სრულ კომპენსაციაზე, ბიძინა ივანიშვილი პირობითი კომპენსაციის პირობებში ყველა დანარჩენ დანახარჯებს იღებდა თავის თავზე", - აცხადებდა კიწმარიშვილი "მონიტორისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"მონიტორის" დოკუმენტურ ფილმში კიწმარიშვილი იმ ადამიანების გვარებსაც ასახელებს, ვისაც განიხილავდნენ არხის სამომავლო მმართველობაში.

ეროსი კიწმარიშვილი: "სხვათა შორის, ამ სიაში იყვნენ ლევან რამიშვილი, გიგი თევზაძე, ის ადამიანები, ვისაც იმ დროს ლიბერალებად ვთვლიდი. იყვნენ ჩვენი ჟურნალისტებიც, მათ შორის აკაკი გოგიჩაიშვილი, ეკა ხოფერია... დაახლოებით 30-კაციან ჟურნალისტთა სიაზე იყო საუბარი. ეს არ იყო ვიწრო წრე და სანდოობის რეჟიმით არჩეული ადამიანები, თუ რამდენად შეასრულებდნენ ისინი ჩვენს შეკვეთებს".

კიწმარიშვილის თქმით, მთავარი პირობა იყო, რომ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის შესახებ არ უნდა გავრცელებულიყო, მაგრამ ეს პირობა რამდენიმე დღეში დაირღვა და "რუსთავი 2"-ის საზოგადოებრივ ტელევიზიად გადაქცევის იდეაც ჩაიშალა. ეროსი კიწმარიშვილი აღნიშნულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ინფორმაცია მოლაპარაკებაში ივანიშვილის ჩართულობაზე ქვეყნის იმ დროინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაამხილა, ვინაიდან სააკაშვილს ეს პროექტი აღარ აწყობდა.

იხილეთ ფრაგმენტი ფილმიდან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."