პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანის კომენტარი მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე
თეა წულუკიანის კომენტარი მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე

იმ დიდი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ამ საქ­მის მი­მართ არ­სე­ბობს, უფრო მეტ გამჭვირ­ვა­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ვყოფ­დი, მე რომ მო­სა­მარ­თლე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გა­და­ცე­მა "პო­ლი­ტი­კა­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, თუ რა იგუ­ლის­ხმა თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­დე­საც დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ის რომ მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძე ყო­ფი­ლი­ყო, უფრო კარგ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­წერ­და.

"ჩემი ასე ვთქვათ, კა­ლამ­ბუ­რი იყო პა­სუ­ხი იმა­ზე, რაც მო­ვის­მი­ნეთ, თურ­მე წუ­ლუ­კი­ა­ნის კა­ბი­ნეტ­ში იწე­რე­ბა ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. და­სა­ნა­ნია, რო­დე­საც არ­ხის, კერ­ძო კომ­პა­ნი­ის, "რუს­თა­ვი 2"-ის ხელ­მძღვა­ნელს აქვს იმის ამ­ბი­ცია, რომ თავი გა­ა­სა­ღოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, თით­ქოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია მა­შინ, რო­დე­საც ის თა­ვად იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, პრო­კუ­რო­რი, გენპ­რო­კუ­რო­რი. მას ჰგო­ნია, რომ წას­რუ­ლი გრძელ­დე­ბა, რო­დე­საც მარ­თლაც მის კა­ბი­ნეტ­ში, ადე­იშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იწე­რე­ბო­და. ეს ეპო­ქა დამ­თავ­რდა სამი წლის წინ, რო­დე­საც მე ჩემი საპ­რო­კუ­რო­რო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი და­ვუბ­რუ­ნე პრო­კუ­რა­ტუ­რას და მთა­ვარ პრო­კუ­რორს, რო­დე­საც მო­სა­მარ­თლე­ე­ბი გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­გან. დღეს ვუ­პა­სუ­ხე, რომ მარ­თლაც რომ წერ­დეს, რო­გორც წარ­სულ­ში (ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს) იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ან რო­მე­ლი­მე მი­ნის­ტრი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, ალ­ბათ, ჩემი სტრას­ბურ­გუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა ვქნა მაქვს ამის ამ­ბი­ცია, რომ კი­დევ უფრო კარგ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს დავ­წერ­დი, მაგ­რამ მე არ ვარ მო­სა­მარ­თლე, არ ვა­პი­რებ, რომ ვიყო მო­სა­მარ­თლის შემ­ცვლე­ლი და ეს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, აზი­ა­ნებს იმ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც რო­გორც იქნა, გა­თა­ვი­სუფ­ლდა", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

რო­გორც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, მო­სა­მარ­თლეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ შე­ჩე­რე­ბუ­ლი ნორ­მა არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია.

"მე რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მო­სა­მარ­თლე, რომ მი­მე­ღო ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მას აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­ტან­დი სა­ჯა­რო­ო­ბის პი­რო­ბებ­ში. მე­ო­რე მხა­რეს ეცო­დი­ნე­ბო­და მა­შინ­ვე. რე­ესტრი­დან არ უნდა გა­ე­გო. ეს პრო­ცე­დუ­რუ­ლი დარ­ღვე­ვა არ არის, მაგ­რამ იმ დიდი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ამ საქ­მის მი­მართ არ­სე­ბობს, უფრო მეტ გამჭვირ­ვა­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ვყოფ­დი, მე რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, თუმ­ცა მე არ ვი­ყა­ვი მო­სა­მარ­თლე", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

თეა წულუკიანის კომენტარი მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე

თეა წულუკიანის კომენტარი მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე

იმ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რაც ამ საქმის მიმართ არსებობს, უფრო მეტ გამჭვირვალობას უზრუნველვყოფდი, მე რომ მოსამართლე ვყოფილიყავი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პოლიტიკაში" სტუმრობისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა განმარტა, თუ რა იგულისხმა თავის განცხადებაში, როდესაც დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის რომ მოსამართლე ურთმელიძე ყოფილიყო, უფრო კარგ გადაწყვეტილებას დაწერდა.

"ჩემი ასე ვთქვათ, კალამბური იყო პასუხი იმაზე, რაც მოვისმინეთ, თურმე წულუკიანის კაბინეტში იწერება ამგვარი გადაწყვეტილებები. დასანანია, როდესაც არხის, კერძო კომპანიის, "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელს აქვს იმის ამბიცია, რომ თავი გაასაღოს საზოგადოებაში, თითქოს დამოუკიდებელია მაშინ, როდესაც ის თავად იყო "ნაციონალური მოძრაობის" განათლების მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, პროკურორი, გენპროკურორი. მას ჰგონია, რომ წასრული გრძელდება, როდესაც მართლაც მის კაბინეტში, ადეიშვილის კაბინეტში სასამართლო გადაწყვეტილებები იწერებოდა. ეს ეპოქა დამთავრდა სამი წლის წინ, როდესაც მე ჩემი საპროკურორო უფლებამოსილებები დავუბრუნე პროკურატურას და მთავარ პროკურორს, როდესაც მოსამართლეები გავათავისუფლეთ იუსტიციის სამინისტროსგან. დღეს ვუპასუხე, რომ მართლაც რომ წერდეს, როგორც წარსულში (ღმერთმა დაგვიფაროს) იუსტიციის მინისტრი ან რომელიმე მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ალბათ, ჩემი სტრასბურგული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა ვქნა მაქვს ამის ამბიცია, რომ კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებებს დავწერდი, მაგრამ მე არ ვარ მოსამართლე, არ ვაპირებ, რომ ვიყო მოსამართლის შემცვლელი და ეს უპასუხისმგებლო განცხადებები, პირველ რიგში, აზიანებს იმ მართლმსაჯულებას, რომელიც როგორც იქნა, გათავისუფლდა", - განაცხადა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მოსამართლეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერებული ნორმა არ გამოუყენებია.

"მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე, რომ მიმეღო ასეთი გადაწყვეტილება, მას აუცილებლად გამოვიტანდი საჯაროობის პირობებში. მეორე მხარეს ეცოდინებოდა მაშინვე. რეესტრიდან არ უნდა გაეგო. ეს პროცედურული დარღვევა არ არის, მაგრამ იმ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რაც ამ საქმის მიმართ არსებობს, უფრო მეტ გამჭვირვალობას უზრუნველვყოფდი, მე რომ ვყოფილიყავი, თუმცა მე არ ვიყავი მოსამართლე", - განაცხადა წულუკიანმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ