პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის გეგმავენ "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები ტელეკომპანიაში მისვლას
როდის გეგმავენ "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები ტელეკომპანიაში მისვლას

"რუს­თა­ვი 2"-ის დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში მის­ვლას და მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას მხო­ლოდ მას შემ­დეგ აპი­რე­ბენ, რაც სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ბა­მი­სი გან­ჩი­ნე­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპს გა­ივ­ლის.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით რეზო სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლი და და­ვით დვა­ლი ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ, რო­მელ­შიც გან­მარ­ტა­ვენ, რომ ეს არის მათი, რო­გორც "რუს­თა­ვი 2"-ის დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის პირ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გვსურს ჩვე­ნი პო­ზი­ცია და­ვა­ფიქ­სი­როთ ა.წ. 5 ნო­ემ­ბრის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ჩვენ ვართ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და მე­დია-მე­ნე­ჯე­რე­ბი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ არ­სე­ბობ­დეს კი­თხვე­ბი "რუს­თა­ვი 2"–ის დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლე­ბად ჩვე­ნი და­ნიშ­ვნის ირ­გვლივ.

შე­სა­ბა­მი­სად, ვი­ნა­ი­დან, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 5 ნო­ემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბა არ არის სა­ბო­ლოო, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბას ჯერ პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში, ხოლო შემ­დგომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და არ­სე­ბობს სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლე­ბად ჩვე­ნი და­ნიშ­ვნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს, ჩვენ ვა­პი­რებთ, და­ვე­ლო­დოთ გა­სა­ჩივ­რე­ბის შე­დე­გებს და მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც სა­სა­მარ­თლოს ეს გან­ჩი­ნე­ბა გა­ივ­ლის გა­სა­ჩივ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპს და მი­ი­ღებს სა­ბო­ლოო სა­ხეს, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­ვი­დეთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და შე­ვას­რუ­ლოთ ხსე­ნე­ბუ­ლი გან­ჩი­ნე­ბით ჩვენ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი", - ნათ­ქვა­მია სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლი­სა და დვა­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბი არ­ხის მოქ­მედ პარტნი­ო­რებს - ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლებს მი­მარ­თა­ვენ, წა­მო­ა­ყე­ნონ ნე­ბის­მი­ე­რი კან­დი­და­ტუ­რა "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი და ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რო­მელ­თაც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ა­ნი­ჭე­ბენ სრულ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მარ­თვის სა­კი­თხებ­ში.

"ასე­ვე, ვი­ნა­ი­დან, ამ ეტაპ­ზე, "რუს­თა­ვი 2"–ის გე­ნე­რა­ლურ და ფი­ნან­სურ დი­რექ­ტო­რებს შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, მზად ვართ გა­ვი­ზი­ა­როთ მოქ­მე­დი პარტნი­ო­რე­ბის, კერ­ძოდ, ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბის სურ­ვი­ლი და მათ მიერ წარ­მოდ­გე­ნილ ნე­ბის­მი­ერ კან­დი­დატს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ვა­ნი­ჭოთ სრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მარ­თვის სა­კი­თხებ­ში.

შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვე­ლო­დე­ბით ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბის კან­დი­და­ტუ­რას, რომ არ შე­იქ­მნას ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი ვა­კუ­უ­მი და შე­სა­ბა­მი­სად, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას არ შე­ექ­მნას გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

ჩვენ, "რუს­თა­ვი 2"–ის დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად ვართ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­ნაგ­რძოს მა­უ­წყებ­ლო­ბა. ეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­თავ­რე­სი დაკ­ვე­თაა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როდის გეგმავენ "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები ტელეკომპანიაში მისვლას

როდის გეგმავენ "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები ტელეკომპანიაში მისვლას

"რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები ტელეკომპანიაში მისვლას და მოვალეობის შესრულებას მხოლოდ მას შემდეგ აპირებენ, რაც საქალაქო სასამართლოს შესაბამისი განჩინება გასაჩივრების ყველა ეტაპს გაივლის.

აღნიშნულთან დაკავშირებით რეზო საყევარიშვილი და დავით დვალი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც განმარტავენ, რომ ეს არის მათი, როგორც "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების პირველი გადაწყვეტილება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ ა.წ. 5 ნოემბრის საქალაქო სასამართლოს განჩინების თაობაზე საზოგადოების გამოხმაურებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვართ ჟურნალისტები და მედია-მენეჯერები. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებაში არ არსებობდეს კითხვები "რუსთავი 2"–ის დროებით მმართველებად ჩვენი დანიშვნის ირგვლივ.

შესაბამისად, ვინაიდან, საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინება არ არის საბოლოო, ექვემდებარება გასაჩივრებას ჯერ პირველ ინსტანციაში, ხოლო შემდგომ სააპელაციო სასამართლოში და არსებობს სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ტელევიზიის დროებით მმართველებად ჩვენი დანიშვნის გადაწყვეტილება შეიცვალოს, ჩვენ ვაპირებთ, დაველოდოთ გასაჩივრების შედეგებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლოს ეს განჩინება გაივლის გასაჩივრების ყველა ეტაპს და მიიღებს საბოლოო სახეს, მხოლოდ ამის შემდეგ მივიდეთ ტელევიზიაში და შევასრულოთ ხსენებული განჩინებით ჩვენზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები", - ნათქვამია საყევარიშვილისა და დვალის განცხადებაში.

ამასთან, ტელეკომპანიის დროებითი მმართველები არხის მოქმედ პარტნიორებს - ყარამანიშვილებს მიმართავენ, წამოაყენონ ნებისმიერი კანდიდატურა "რუსთავი 2"-ის გენერალური და ფინანსური დირექტორების თანამდებობაზე, რომელთაც დაუყოვნებლივ მიანიჭებენ სრულ უფლებამოსილებას ტელეკომპანიის მართვის საკითხებში.

"ასევე, ვინაიდან, ამ ეტაპზე, "რუსთავი 2"–ის გენერალურ და ფინანსურ დირექტორებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება, მზად ვართ გავიზიაროთ მოქმედი პარტნიორების, კერძოდ, ყარამანიშვილების სურვილი და მათ მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ კანდიდატს დაუყოვნებლივ მივანიჭოთ სრული უფლებამოსილება ტელეკომპანიის მართვის საკითხებში.

შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ყარამანიშვილების კანდიდატურას, რომ არ შეიქმნას ტელეკომპანიის საქმიანობაში სამართლებრივი ვაკუუმი და შესაბამისად, ტელეკომპანიას არ შეექმნას გარკვეული პრობლემები საქმიანობაში.

ჩვენ, "რუსთავი 2"–ის დროებითი მმართველები ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებულები, რომ ტელეკომპანიამ შეუფერხებლად განაგრძოს მაუწყებლობა. ეს საქართველოს საზოგადოების უმთავრესი დაკვეთაა", - აღნიშნულია განცხადებაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები