კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წელიწადში რამდენ მგზავრს ემსახურება თბილისის აეროპორტი და რა უპირატესობა აქვს ქუთაისის აეროპორტს თბილისთან შედარებით
წელიწადში რამდენ მგზავრს ემსახურება თბილისის აეროპორტი და რა უპირატესობა აქვს ქუთაისის აეროპორტს თბილისთან შედარებით

სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ოთხი აე­რო­პორ­ტი­დან - თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, ბა­თუ­მის და მეს­ტი­ის, ყვე­ლა­ზე მეტი რე­ი­სი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი­დან სრულ­დე­ბა, ამას­თან, ყო­ველ­წლი­უ­რად ყვე­ლა­ზე მეტ მგზავრს სწო­რედ თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სტა­ტის­ტი­კი­დან ირ­კვე­ვა, რომ ყვე­ლა­ზე მეტ მგზავრს აე­რო­პორ­ტე­ბი ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან - ივ­ლი­სი, აგ­ვის­ტო, სექ­ტემ­ბე­რი და ოქ­ტომ­ბე­რი, ბუ­ნებ­რი­ვია ამ პე­რი­ოდ­ში რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა ტუ­რის­ტე­ბის შე­მოს­ვლით აიხ­სნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად ბოლო წლებ­ში მგზავ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, 2012 წელს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი მო­ემ­სა­ხუ­რა 1,061,875 მგზავრს, 2013 წელს - 1,352,929, 2014 წელს კი 1,482,441 მგზავრს. 2013 წელს ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი მო­ემ­სა­ხუ­რა 188,682 მგზავრს, 2014 წელს კი 218,682 მგზავრს.

რე­ი­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, 2012 წელს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში გან­ხორ­ცი­ელ­და 18,160 რე­ი­სი, 2013 წელს - 18,986, 2014 წელს კი 19,106. მარ­თა­ლია 2015 წელი ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, თუმ­ცა რვა თვის მო­ნა­ცე­მე­ბით 13,124 რე­ი­სი შე­ად­გი­ნა. ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში 2013 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და 1,785 რე­ი­სი, 2014 წელს 2,172, ხოლო 2015 წლის 10 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, შეს­რულ­და 1,574 რე­ი­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­მარ­თუ­ლე­ბებს, თუ რო­მელ ქვეყ­ნებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი­დან რე­ი­სე­ბი, ესე­ნია - თურ­ქე­თი, სა­ბერ­ძნე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ყა­ზა­ხე­თი, უკ­რა­ი­ნა, რუ­სე­თი, ის­რა­ე­ლი, პო­ლო­ნე­თი, სომ­ხე­თი, ლატ­ვია, საფ­რან­გე­თი, იტა­ლია და ა.შ. ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი­დან რე­ი­სე­ბია - თურ­ქეთ­ში, უნ­გრეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სეთ­ში, ლიტ­ვა­სა და პო­ლო­ნეთ­ში.

კი­თხვა­ზე, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტს თბი­ლი­სის აე­რო­პორტთან შე­და­რე­ბით, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში გვი­თხრეს, "გან­სხვა­ვე­ბა არის იმა­ში, რომ თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი არის სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი აე­რო­პორ­ტი, რო­მე­ლიც არის დე­და­ქა­ლაქ­ში, ხოლო ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი მე­ო­რა­დი აე­რო­პორ­ტია და არის სხვა ქა­ლაქ­ში. ამას გარ­და, ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი ერ­თა­დერ­თი და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი აე­რო­პორ­ტია რე­გი­ონ­ში, ბევ­რი მგზავ­რი იქი­დან იმი­ტომ მიფ­რი­ნავს, რომ ქუ­თა­ის­ში არის ავი­ა­კომ­პა­ნია, რო­მელ­საც აქვს და­ბა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი, ვიდ­რე თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს".

ხოლო კი­თხვა­ზე, თუ ვის ეკუთ­ვნის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი აე­რო­პორ­ტე­ბი - "ყვე­ლა აე­რო­პორ­ტი ეკუთ­ვნის შ.პ.ს. "სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, რო­მე­ლიც არის ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზე".

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

წელიწადში რამდენ მგზავრს ემსახურება თბილისის აეროპორტი და რა უპირატესობა აქვს ქუთაისის აეროპორტს თბილისთან შედარებით

წელიწადში რამდენ მგზავრს ემსახურება თბილისის აეროპორტი და რა უპირატესობა აქვს ქუთაისის აეროპორტს თბილისთან შედარებით

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში არსებული ოთხი აეროპორტიდან - თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და მესტიის, ყველაზე მეტი რეისი თბილისის აეროპორტიდან სრულდება, ამასთან, ყოველწლიურად ყველაზე მეტ მგზავრს სწორედ თბილისის აეროპორტი ემსახურება.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტ მგზავრს აეროპორტები ზაფხულსა და შემოდგომის პირველ ნახევარში ემსახურებიან - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი, ბუნებრივია ამ პერიოდში რაოდენობის ზრდა ტურისტების შემოსვლით აიხსნება.

რაც შეეხება კონკრეტულად ბოლო წლებში მგზავრების რაოდენობას, 2012 წელს თბილისის აეროპორტი მოემსახურა 1,061,875 მგზავრს, 2013 წელს - 1,352,929, 2014 წელს კი 1,482,441 მგზავრს. 2013 წელს ქუთაისის აეროპორტი მოემსახურა 188,682 მგზავრს, 2014 წელს კი 218,682 მგზავრს.

რეისების რაოდენობის მიხედვით, 2012 წელს თბილისის აეროპორტში განხორციელდა 18,160 რეისი, 2013 წელს - 18,986, 2014 წელს კი 19,106. მართალია 2015 წელი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა რვა თვის მონაცემებით 13,124 რეისი შეადგინა. ქუთაისის აეროპორტში 2013 წელს განხორციელდა 1,785 რეისი, 2014 წელს 2,172, ხოლო 2015 წლის 10 თვის მონაცემებით, შესრულდა 1,574 რეისი.

რაც შეეხება მიმართულებებს, თუ რომელ ქვეყნებში ხორციელდება თბილისის აეროპორტიდან რეისები, ესენია - თურქეთი, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უკრაინა, რუსეთი, ისრაელი, პოლონეთი, სომხეთი, ლატვია, საფრანგეთი, იტალია და ა.შ. ქუთაისის აეროპორტიდან რეისებია - თურქეთში, უნგრეთში, უკრაინაში, რუსეთში, ლიტვასა და პოლონეთში.

კითხვაზე, რა უპირატესობა აქვს ქუთაისის აეროპორტს თბილისის აეროპორტთან შედარებით, როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში გვითხრეს, "განსხვავება არის იმაში, რომ თბილისის აეროპორტი არის საქართველოს მთავარი აეროპორტი, რომელიც არის დედაქალაქში, ხოლო ქუთაისის აეროპორტი მეორადი აეროპორტია და არის სხვა ქალაქში. ამას გარდა, ქუთაისის აეროპორტი ერთადერთი დაბალბიუჯეტიანი აეროპორტია რეგიონში, ბევრი მგზავრი იქიდან იმიტომ მიფრინავს, რომ ქუთაისში არის ავიაკომპანია, რომელსაც აქვს დაბალი გადასახადები, ვიდრე თბილისის აეროპორტში ავიაკომპანიებს".

ხოლო კითხვაზე, თუ ვის ეკუთვნის საქართველოში არსებული აეროპორტები - "ყველა აეროპორტი ეკუთვნის შ.პ.ს. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელიც არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია