დაპირისპირება სილამაზის კონკურსებს შორის - როგორ ხდებიან გამარჯვებულები და რას იტყუებიან ორგანიზატორები

დაპირისპირება სილამაზის კონკურსებს შორის - როგორ ხდებიან გამარჯვებულები და რას იტყუებიან ორგანიზატორები

რამდენიმე დღის წინ ''მის'' და ''მისტერ გოლდენის'' ორგანიზატორი და დამფუძნებლი გიორგი მასხულია დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ თბილისში ტარდებოდა კონკურსი ''მისტერ ინტერნაციონალი'', რომლის ორგანიზატორი, ინგა სიორიძე იტყუებოდა. გიორგი მასხულიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ინგამ ''იმედის დილის ეთერში'' იცრუა, როდესაც განცხადა რომ მისი კონკურის საშუალებით საქართველოდან უცხოურ კონკურსზე პირველად გაემგზავრებოდა მოდელი და არც ის შეესაბამებოდა სიმართლეს, რომ მისი კონკურსის ჟიურის წევრები ინგა გრიგოლია და ლალი ტოტიკაშვილი იქნებოდნენ. გიორგი მასხულიამ ამის დამადასტურებლად ინგა გრიგოლიასთან მისი მიმოწერაც გადმოგვიგზავნა, სადაც ინგა ამბობდა, რომ ჟიურის წევრობის შესახებ მან თავად არაფერი იცოდა.

- ჩემსა და იმ ქალბატონს შორის სკნადალი მოხდა და ჩვენი გზები გაიყო. სატელევზიო გადაცემაში ამბობენ, რომ საერთაშორისო კონკურსში ბიჭი პირველად მიემგზავრება საქართველოდან. ეს სინამდვილეს არ შეეფერება. ეკა მგალობლიშვილის წყალობით საქართველოდან კონკურსებზე მიდიან. ელიტ მოდელ ლუქზაც აქვს ლიცენზია და ვიცი, რომ ია კიწმარიშვილი ბევრ კონკურსზე უშვებს მოდელებს. ვერ ვხვდები, რატომ შეყავთ ხალში შეცდომაში. ჟიურის წევრებიც უნდათ, რომ იყოს გაპიარებული ადამიანების სახელები დაასახელონ და პიარი გაიკეთონ. ამბობენ, რომ ჟიურის წევრი უნდა იყოს ინგა გრიგოლია, მაგრამ ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა არაფერი იცის და ზოგადად მსგავს კონკურსებში ქალბატონი ინგა არ ჩნდება.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება