სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველის საგანგებო განცხადება მოსამართლე ურთმელიძის განჩინებასთან დაკავშირებით
სახალხო დამცველის საგანგებო განცხადება მოსამართლე ურთმელიძის განჩინებასთან დაკავშირებით

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ში დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, სა­სა­მარ­თლოს მიერ 5 ნო­ემ­ბერს მი­ღე­ბუ­ლი გან­ჩი­ნე­ბა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია და არ­ღვევს ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვის 2-ის" სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით­ვე, 5 ნო­ემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეჭვქვეშ აყე­ნებს არა მხო­ლოდ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მო­სა­მარ­თლის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას, არა­მედ ავ­ლენს თა­ვად სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გუ­შინ, 2015 წლის 5 ნო­ემ­ბერს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძემ მი­ი­ღო გან­ჩი­ნე­ბა სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"–ში დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ და 6 ნო­ემ­ბრის დი­ლას შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­მე­წარ­მეო რე­ესტრში უკვე აი­სა­ხა კი­დეც. გან­ჩი­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მისი მი­ზა­ნია ამა­ვე მო­სა­მარ­თლის მიერ 3 ნო­ემ­ბერს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 3 ნო­ემ­ბერს გა­მო­ცხად­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლი, ხოლო და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად სა­სა­მარ­თლოს 14–დღი­ა­ნი ვადა აქვს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბით, სა­სა­მარ­თლოს მიერ 5 ნო­ემ­ბერს მი­ღე­ბუ­ლი გან­ჩი­ნე­ბა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია და არ­ღვევს ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვის 2-ის" სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნა კა­ნო­ნის გან­ჭვრე­ტა­დო­ბის პრინ­ციპ­საც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, ვი­ნა­ი­დან ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა კა­ნო­ნით პირ­და­პირ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის. რო­გორც ჩანს, 5 ნო­ემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბა­ში მო­სა­მარ­თლე და­ეყ­რდნო სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 198–ე მუხ­ლის მე–3 ნა­წილს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია უზ­რუნ­ველ­ყო­ფის "სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის" გა­მო­ყე­ნე­ბაც, თუ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი­სათ­ვის არ არის ცნო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­ე­ბის პრაქ­ტი­კა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნის­ძი­ე­ბად დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ ნა­წილ­ში ეყ­რდნო­ბა ამე­რი­კულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­სა და პრაქ­ტი­კას.

სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბა­ში საკ­მა­რი­სად არ მსჯე­ლობს იმ სა­კი­თხზე, თუ რამ­დე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნა, მი­სი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით 5 აგ­ვის­ტოს სარ­ჩე­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ხით გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყა­და­ღის ღო­ნის­ძი­ე­ბის მოქ­მე­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად. 5 აგ­ვის­ტოს გან­ჩი­ნე­ბით, "სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2"-ის პარტნი­ო­რებ­სა და დი­რექ­ტო­რებს აეკ­რძა­ლათ შე­დე­გის თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ყა­და­ღა და­ე­დო კომ­პა­ნი­ის რო­გორც უძ­რავ, ასე­ვე მოძ­რავ ქო­ნე­ბას.

შე­სა­ბა­მი­სად, მო­სა­მარ­თლის 5 ნო­ემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან არ არის გა­მოკ­ვე­თი­ლი, რა ახალ, და­მა­ტე­ბით გა­რან­ტი­ებს ქმნის მო­სარ­ჩე­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვი­სათ­ვის დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის და­ნიშ­ვნა.

ერ­თა­დერ­თი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­კი­თხი, რა­ზეც სა­სა­მარ­თლომ დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლო­ბის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ გან­ჩი­ნე­ბა­ში იმ­სჯე­ლა და გან­სხვავ­დე­ბა ყა­და­ღის და­დე­ბის შე­სა­ხებ გან­ჩი­ნე­ბი­სა­გან არის, არ­ხის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა, რო­გორ უნდა იმა­უ­წყებ­ლოს არ­ხმა და რა სა­ხის სი­უ­ჟე­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად. აღ­ნიშ­ნულს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი აფა­სებს სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ჩა­რე­ვად სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან და ყოვ­ლად და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევს. სა­სა­მარ­თლოს გან­ხილ­ვის სა­გა­ნი არ შე­იძ­ლე­ბა გამ­ხდა­რი­ყო ის თუ რა ფორ­მით უნდა გა­აგ­რძე­ლოს მა­უ­წყებ­ლო­ბა "რუს­თა­ვი 2-მა" და ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­გან­გა­შო კი­თხვებს აჩენს, რა ინ­ტე­რე­სი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­სა­მარ­თლოს დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლი­სათ­ვის მსგავ­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის პი­რო­ბებ­ში.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე სა­კი­თხი, რო­მე­ლიც დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბი­სათ­ვის გან­ჩი­ნე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი სხვა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის მი­ნი­ჭე­ბას შე­ე­ხე­ბა, კერ­ძოდ, გან­ჩი­ნე­ბის სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტის მი­ხედ­ვით, დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლებს შპს "სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2-ის" სა­ხე­ლით სა­წარ­მოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის, მარ­თვის, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ, მათ შო­რის იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია "მე­წარ­მე­თა შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-9 და მე-91 მუხ­ლე­ბით, რაც ფაქ­ტობ­რი­ვად, შპს "სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2"-ის პარტნი­ო­რე­ბის და დი­რექ­ტო­რე­ბის სრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბი­სათ­ვის გა­და­ცე­მას გუ­ლის­ხმობს.

ამ ფონ­ზე, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე უნდა გავ­რცელ­დეს სა­სა­მარ­თლოს 5 აგ­ვის­ტოს გან­ჩი­ნე­ბით სა­ჯა­რო რე­ესტრში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა და აკ­რძალ­ვა.

სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბა­ში ასე­ვე მსჯე­ლობს, რომ დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლი უნდა იყოს "მხა­რე­ე­ბი­სა­გან ნე­იტ­რა­ლუ­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პირი", თუმ­ცა, არ ასა­ბუ­თებს, რო­გორ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ ამ კრი­ტე­რი­უ­მებს შერ­ჩე­უ­ლი პი­რე­ბი - რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლი, და­ვით დვა­ლი. მით უფრო, რომ და­ვით დვა­ლი ასე­ვე აცხა­დებს პრე­ტენ­ზი­ას კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2-ზე" რო­გორც მე­სა­კუთ­რე და დღეს მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით დვა­ლი და ჯარ­ჯი აქი­მი­ძე სა­სა­მარ­თლო და­ვა­ში, მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე ქი­ბარ ხალ­ვაშ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, მის სა­სარ­გებ­ლოდ სა­სა­მარ­თლო და­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ეს გა­რე­მო­ე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვებს აჩენს 5 ნო­ემ­ბერს მი­ღე­ბუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის მარ­თე­ბუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და იმ ფონ­ზე, როცა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ შე­ა­ჩე­რა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­სრუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მის მოქ­მე­დე­ბა.

რო­გორც უკვე აღი­ნიშ­ნა, 5 ნო­ემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბით დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლებს ეძ­ლე­ვათ კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის, მარ­თვი­სა და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის სრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, ხოლო, მოქ­მედ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­სა და ფი­ნან­სურ დი­რექ­ტორს, ასე­ვე მინ­დო­ბი­ლო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ყვე­ლა პირს, აღ­ნიშ­ნუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი შე­უ­ჩერ­დათ. ამ პი­რო­ბებ­ში, მო­სა­მარ­თლის 5 ნო­ემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბა ზღუ­დავს სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბას, ვი­ნა­ი­დან კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის გამო, მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გან­ჩი­ნე­ბა თა­ვად, ან წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­ა­სა­ჩივ­რონ ზემ­დგომ ინ­სტან­ცი­ა­ში.

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი სა­სა­მარ­თლოს 5 ნო­ემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბის და­უ­სა­ბუ­თებ­ლო­ბა­სა და მისი ბუ­ნე­ბის გა­ნუჭ­ვრე­ტე­ლო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. მა­შინ როცა, იმი­სათ­ვის რომ იყოს და­ცუ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა და მისი უზ­რუნ­ველ­ყო­ფით, ნე­ბის­მი­ერ სხვა, მათ შო­რის სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა იყოს ნათ­ლად და ზუს­ტად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი. რა­საც 5 ნო­ემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ად­გი­ლი არ აქვს.

სამ­წუ­ხა­როდ, ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ მწვა­ვე უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­ვებ­თან ერ­თად, 5 ნო­ემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეჭვქვეშ აყე­ნებს არა მხო­ლოდ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მო­სა­მარ­თლის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას, არა­მედ ავ­ლენს თა­ვად სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

სახალხო დამცველის საგანგებო განცხადება მოსამართლე ურთმელიძის განჩინებასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის საგანგებო განცხადება მოსამართლე ურთმელიძის განჩინებასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც უჩა ნანუაშვილი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, სასამართლოს მიერ 5 ნოემბერს მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია და არღვევს ტელეკომპანია "რუსთავის 2-ის" სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

უჩა ნანუაშვილის განცხადებითვე, 5 ნოემბრის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოსამართლის მიუკერძოებლობას, არამედ ავლენს თავად სასამართლო სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს.

"ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინ, 2015 წლის 5 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო განჩინება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ და 6 ნოემბრის დილას შესაბამისი ცვლილებები სამეწარმეო რეესტრში უკვე აისახა კიდეც. განჩინების მიხედვით, მისი მიზანია ამავე მოსამართლის მიერ 3 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ 3 ნოემბერს გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილების მოსამზადებლად სასამართლოს 14–დღიანი ვადა აქვს.

სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოს მიერ 5 ნოემბერს მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია და არღვევს ტელეკომპანია "რუსთავის 2-ის" სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ არსებული კანონმდებლობის პირობებში, დროებითი მმართველის დანიშვნა კანონის განჭვრეტადობის პრინციპსაც ეწინააღმდეგება, ვინაიდან ასეთი შესაძლებლობა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის. როგორც ჩანს, 5 ნოემბრის განჩინებაში მოსამართლე დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198–ე მუხლის მე–3 ნაწილს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია უზრუნველყოფის "სხვა ღონისძიებების" გამოყენებაც, თუ ეს აუცილებელია. სახალხო დამცველისათვის არ არის ცნობილი საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებად დროებითი მმართველის დანიშვნის გამოყენების შესახებ. საგულისხმოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში ეყრდნობა ამერიკულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას.

სასამართლო განჩინებაში საკმარისად არ მსჯელობს იმ საკითხზე, თუ რამდენად აუცილებელია დროებითი მმართველის დანიშვნა, მისივე გადაწყვეტილებით 5 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ყადაღის ღონისძიების მოქმედების პარალელურად. 5 აგვისტოს განჩინებით, "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის პარტნიორებსა და დირექტორებს აეკრძალათ შედეგის თვალსაზრისით ყველა მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება, ყადაღა დაედო კომპანიის როგორც უძრავ, ასევე მოძრავ ქონებას.

შესაბამისად, მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ არის გამოკვეთილი, რა ახალ, დამატებით გარანტიებს ქმნის მოსარჩელის ინტერესების დაცვისათვის დროებითი მმართველების დანიშვნა.

ერთადერთი და განსხვავებული საკითხი, რაზეც სასამართლომ დროებითი მმართველობის დანიშვნის შესახებ განჩინებაში იმსჯელა და განსხვავდება ყადაღის დადების შესახებ განჩინებისაგან არის, არხის სარედაქციო პოლიტიკა, როგორ უნდა იმაუწყებლოს არხმა და რა სახის სიუჟეტების მომზადება არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ინტერესების დასაცავად. აღნიშნულს სახალხო დამცველი აფასებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად სასამართლო ხელისუფლების მხრიდან და ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს. სასამართლოს განხილვის საგანი არ შეიძლება გამხდარიყო ის თუ რა ფორმით უნდა გააგრძელოს მაუწყებლობა "რუსთავი 2-მა" და ამგვარი გადაწყვეტილება საგანგაშო კითხვებს აჩენს, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს დროებითი მმართველისათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭების პირობებში.

მნიშვნელოვანია ასევე საკითხი, რომელიც დროებითი მმართველებისათვის განჩინებაში მითითებული სხვა უფლებამოსილებების მინიჭებას შეეხება, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის "გ" ქვეპუნქტის მიხედვით, დროებით მმართველებს შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" სახელით საწარმოს წარმომადგენლობის, მართვის, ხელმძღვანელობის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ, მათ შორის იმ გადაწყვეტილებების, რომელიც გათვალისწინებულია "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 და მე-91 მუხლებით, რაც ფაქტობრივად, შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის პარტნიორების და დირექტორების სრული უფლებამოსილებების დროებითი მმართველებისათვის გადაცემას გულისხმობს.

ამ ფონზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დროებითი მმართველების საქმიანობაზე უნდა გავრცელდეს სასამართლოს 5 აგვისტოს განჩინებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყველა შეზღუდვა და აკრძალვა.

სასამართლო განჩინებაში ასევე მსჯელობს, რომ დროებითი მმართველი უნდა იყოს "მხარეებისაგან ნეიტრალური, დამოუკიდებელი პირი", თუმცა, არ ასაბუთებს, როგორ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს შერჩეული პირები - რევაზ საყევარიშვილი, დავით დვალი. მით უფრო, რომ დავით დვალი ასევე აცხადებს პრეტენზიას კომპანია "რუსთავი 2-ზე" როგორც მესაკუთრე და დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სასამართლო დავაში, მოსარჩელე მხარე ქიბარ ხალვაშთან თანამშრომლობის დეტალებზე საუბრობენ, მის სასარგებლოდ სასამართლო დავის დასრულების შემთხვევაში. ეს გარემოებები მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს 5 ნოემბერს მიღებული განჩინების მართებულობასთან დაკავშირებით და იმ ფონზე, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმის მოქმედება.

როგორც უკვე აღინიშნა, 5 ნოემბრის განჩინებით დროებით მმართველებს ეძლევათ კომპანიის ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის სრული უფლებამოსილება, ხოლო, მოქმედ გენერალურ დირექტორსა და ფინანსურ დირექტორს, ასევე მინდობილობების საფუძველზე უფლებამოსილების განმახორციელებელ ყველა პირს, აღნიშნული უფლებამოსილებები შეუჩერდათ. ამ პირობებში, მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინება ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან კომპანიის გენერალური დირექტორი და ფინანსური დირექტორი, უფლებამოსილების შეჩერების გამო, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, განჩინება თავად, ან წარმომადგენლების მეშვეობით გაასაჩივრონ ზემდგომ ინსტანციაში.

ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზები სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინების დაუსაბუთებლობასა და მისი ბუნების განუჭვრეტელობაზე მეტყველებს. მაშინ როცა, იმისათვის რომ იყოს დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი უზრუნველყოფით, ნებისმიერ სხვა, მათ შორის საკუთრების უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათლად და ზუსტად დასაბუთებული. რასაც 5 ნოემბრის განჩინების შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ მწვავე უფლებადარღვევებთან ერთად, 5 ნოემბრის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოსამართლის მიუკერძოებლობას, არამედ ავლენს თავად სასამართლო სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ