სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაუშვებელია, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება წარიმართოს სააკაშვილ-ხალვაშის სცენარით - დავით უსუფაშვილი
დაუშვებელია, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება წარიმართოს სააკაშვილ-ხალვაშის სცენარით - დავით უსუფაშვილი

და­უშ­ვე­ბე­ლია, ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა წა­რი­მარ­თოს სა­ა­კაშ­ვილ-ხალ­ვა­შის სცე­ნა­რით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, და­უშ­ვე­ბე­ლია, მათი ერ­თობ­ლი­ვი თუ ერ­თმა­ნე­თის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მი­ვი­ღოთ სა­ხი­ფა­თოდ და­სუს­ტე­ბუ­ლი და ავ­ტო­რი­ტეტშე­ლა­ხუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი.

"და­უშ­ვე­ბე­ლია, გაგ­რძელ­დეს სა­სა­მარ­თლო­ე­ბის ჩათ­რე­ვა ბრძო­ლა­ში წე­სე­ბის გა­რე­შე. და­უშ­ვე­ბე­ლია, რაც არ უნდა დიად მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო და სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი მა­ლუ­ლად (დიახ, მა­ლუ­ლად, და არა "ზე­პი­რი მოს­მე­ნის გა­რე­შე") იღებ­დნენ ისეთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა, ქვეყ­ნის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ზე გა­დამ­წყვე­ტი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ონ. და­უშ­ვე­ბე­ლია, ბა­ტონ სა­ა­კაშ­ვილს და ბა­ტონ ხალ­ვაშს მი­ე­ცეთ იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ თა­ვი­ან­თი იმ­თა­ვით­ვე სა­ეჭ­ვო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, გა­რი­გე­ბე­ბის, გა­დაგ­დე­ბა-გად­მოგ­დე­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცეს­ში ხალ­ხი და ქვე­ყა­ნა და­ა­ზა­რა­ლონ.

ამი­ტომ დღეს, რო­გორც არა­სო­დეს, ყვე­ლა მო­სა­მარ­თლის თუ სა­ჯა­რო მო­ხე­ლის ერ­თა­დერ­თი სწო­რი (მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც სწო­რი) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მხო­ლოდ კა­ნონ­ზე და სინ­დის­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სხვა არა­ფე­რი. დღეს, რო­გორც არა­სო­დეს, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კო­სის ერ­თა­დერ­თი სწო­რი ქმე­დე­ბაა ხელი შე­უ­წყოს ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას და სხვა არა­ფერს",-აცხა­დებს და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დაუშვებელია, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება წარიმართოს სააკაშვილ-ხალვაშის სცენარით - დავით უსუფაშვილი

დაუშვებელია, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება წარიმართოს სააკაშვილ-ხალვაშის სცენარით - დავით უსუფაშვილი

დაუშვებელია, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება წარიმართოს სააკაშვილ-ხალვაშის სცენარით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე "ფეისბუქზე" წერს, დაუშვებელია, მათი ერთობლივი თუ ერთმანეთის საწინააღმდეგო ქმედებების შედეგად მივიღოთ სახიფათოდ დასუსტებული და ავტორიტეტშელახული დემოკრატიული ინსტიტუტები.

"დაუშვებელია, გაგრძელდეს სასამართლოების ჩათრევა ბრძოლაში წესების გარეშე. დაუშვებელია, რაც არ უნდა დიად მიზნებს ემსახურებოდნენ, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეები მალულად (დიახ, მალულად, და არა "ზეპირი მოსმენის გარეშე") იღებდნენ ისეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, რომლებმაც შესაძლოა, ქვეყნის უახლოეს მომავალზე გადამწყვეტი გავლენა იქონიონ. დაუშვებელია, ბატონ სააკაშვილს და ბატონ ხალვაშს მიეცეთ იმის საშუალება, რომ თავიანთი იმთავითვე საეჭვო ურთიერთობების, გარიგებების, გადაგდება-გადმოგდებების მოგვარების პროცესში ხალხი და ქვეყანა დააზარალონ.

ამიტომ დღეს, როგორც არასოდეს, ყველა მოსამართლის თუ საჯარო მოხელის ერთადერთი სწორი (მათ შორის, პოლიტიკურადაც სწორი) გადაწყვეტილებაა მხოლოდ კანონზე და სინდისზე დაფუძნებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და სხვა არაფერი. დღეს, როგორც არასოდეს, ყველა პოლიტიკოსის ერთადერთი სწორი ქმედებაა ხელი შეუწყოს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას და სხვა არაფერს",-აცხადებს დავით უსუფაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."