პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტელეკომპანია იმართება მესამე პირებისგან, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვთ კომპანიასთან" - ქიბარ ხალვაშის ადვოკატი
"ტელეკომპანია იმართება მესამე პირებისგან, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვთ კომპანიასთან" - ქიბარ ხალვაშის ადვოკატი

ქი­ბარ ხალ­ვა­შის ად­ვო­კა­ტი პა­ა­ტა სა­ლია აცხა­დებს, რომ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გუ­შინ­დე­ლი გან­ჩი­ნე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის არა­ნა­ი­რი დარ­ღვე­ვა არ მომ­ხდა­რა და ვრცელ­დე­ბა არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია.

რო­გორც პა­ა­ტა სა­ლი­ამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბის და­ნიშ­ვნის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს 4 ნო­ემ­ბერს მი­მარ­თეს შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

"კერ­ძოდ კი იმ გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია იმარ­თე­ბა მე­სა­მე პი­რე­ბის­გან, რომ­ლებ­საც არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი კავ­ში­რი არ აქვთ კომ­პა­ნი­ას­თან. დღე­ვან­დე­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი იღებს და­ვა­ლე­ბებს იმ პი­რე­ბის­გან, რომ­ლებ­საც ამის უფ­ლე­ბა არ აქვთ. სწო­რედ ეს გახ­და ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის. ეს არ არის და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი აღ­სრუ­ლე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ­დე­ბა არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, აშ­კა­რა მცდე­ლო­ბაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის. ჩვენ სა­სა­მარ­თლოს­თვის არ მიგ­ვი­მარ­თავს და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი აღ­სრუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, ჩვენ პა­ტივს ვცემთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ შე­ა­ჩე­რა სა­მო­ქა­ლა­ქო საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის 268-ე მუხ­ლის ნა­წი­ლის მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც კრძა­ლავ­და გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­სრუ­ლე­ბას, თუმ­ცა სა­მო­ქა­ლა­ქო საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სი, კერ­ძოდ 271-ე მუხ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მოს­დეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა", -გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, სწო­რედ ეს საპ­რო­ცე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნა მის­მა მხა­რემ, მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლო იმი­სათ­ვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად არი­დე­ბუ­ლი იქ­ნეს ტე­ლე­კომ­პა­ნია იმ მოვ­ლე­ნებს, რო­მე­ლიც იგე­გე­მო­და და ცნო­ბი­ლი გახ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მი­ნი­მა­ლუ­რად იყოს ჩარ­თუ­ლი და ავა­რი­დოთ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს ტე­ლე­კომ­პა­ნია და მისი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა გაგ­რძელ­დეს ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში. ეს ცვლი­ლე­ბა რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და, არა­ნა­ი­რად არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფერ­ხე­ბას. ჩვენ ამას პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვა­ცხა­დებ­დით", -გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ტელეკომპანია იმართება მესამე პირებისგან, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვთ კომპანიასთან" - ქიბარ ხალვაშის ადვოკატი

"ტელეკომპანია იმართება მესამე პირებისგან, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვთ კომპანიასთან" - ქიბარ ხალვაშის ადვოკატი

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს გუშინდელი განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არანაირი დარღვევა არ მომხდარა და ვრცელდება არასწორი ინფორმაცია.

როგორც პაატა სალიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დროებითი მმართველების დანიშვნის მოთხოვნით სასამართლოს 4 ნოემბერს მიმართეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.

"კერძოდ კი იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ტელეკომპანია იმართება მესამე პირებისგან, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვთ კომპანიასთან. დღევანდელი მენეჯმენტი იღებს დავალებებს იმ პირებისგან, რომლებსაც ამის უფლება არ აქვთ. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის. ეს არ არის დაუყოვნებლივი აღსრულება. ამასთან დაკავშირებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, აშკარა მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. ჩვენ სასამართლოსთვის არ მიგვიმართავს დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნით, ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის ნაწილის მოქმედება, რომელიც კრძალავდა განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კერძოდ 271-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია, მოსდეს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა", -განაცხადა სალიამ.

მისივე თქმით, სწორედ ეს საპროცესო შესაძლებლობა გამოიყენა მისმა მხარემ, მიმართა სასამართლო იმისათვის, რომ მაქსიმალურად არიდებული იქნეს ტელეკომპანია იმ მოვლენებს, რომელიც იგეგემოდა და ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის.

"ჩვენი მიზანია, მინიმალურად იყოს ჩართული და ავარიდოთ პოლიტიკურ პროცესებს ტელეკომპანია და მისი ფუნქციონირება გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში. ეს ცვლილება რომელიც განხორციელდა, არანაირად არ ითვალისწინებს ჟურნალისტური საქმიანობის შეფერხებას. ჩვენ ამას პირველივე დღიდან ვაცხადებდით", -განაცხადა სალიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."