კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შანელის" ჩანთას 30 და 40 ლარად რომ ვერ იყიდი, ეს ხომ ფაქტია?!" - როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული საქონელი ნამდვილისგან
"შანელის" ჩანთას 30 და 40 ლარად რომ ვერ იყიდი, ეს ხომ ფაქტია?!" - როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული საქონელი ნამდვილისგან

"შა­ნე­ლის", "გუ­ჩის" ან სხვა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დის სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნის მქო­ნე, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია თა­ვი­სუფ­ლად იყი­დე­ბა ქარ­თულ ბა­ზარ­ზე. ცნო­ბი­ლი და კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე ბრენ­დე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის სა­კი­თხი, არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ჯერ კი­დევ გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მაა. კომ­პა­ნი­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში სან­ქცი­ე­ბი­თა თუ სა­რეკ­ლა­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით ცდი­ლო­ბენ თა­ვი­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვას, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლის­ხმე­ვი­სა, ფაქ­ტია, რომ კონ­ტრა­ფაქ­ცი­უ­ლი სა­ქონ­ლის გა­სა­ღე­ბით დღე­ის­თვის უამ­რა­ვი მწარ­მო­ე­ბე­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი.

რა ვი­თა­რე­ბაა ამ კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლო­ში? რო­გორ უნდა გა­არ­ჩი­ოს მომ­ხმა­რე­ბელ­მა ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი ნამ­დვი­ლის­გან და რამ­დე­ნად და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე სხა­დას­ხვა ცნო­ბი­ლი მწარ­მო­ებ­ლის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბა, ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე ბპნ საქპა­ტენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს, სო­ფიო მუ­ჯირს ესა­უბ­რა.

სო­ფიო მუ­ჯი­რი: "იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე კონ­ტრა­ფაქ­ცი­უ­ლი სა­ქო­ნე­ლი არ­სე­ბობს, დი­დია. თუმ­ცა ეს შე­საძ­ლოა ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში მოხ­დეს. ყვე­ლა პრო­დუქტს აქვს თა­ვი­სი დამ­ცა­ვი მექ­ნიზ­მე­ბი, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა მისი კონ­ტრა­ფაქ­ცი­უ­ლი სა­ქონ­ლი­სა­გან გარ­ჩე­ვა. ამავდრო­უ­ლად, კონ­ტრა­ფაქ­ცი­უ­ლი სა­ქონ­ლის ფასი ხში­რად იმ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ბრენ­დი­სა­გან, რომ მომ­ხმა­რე­ბელს ად­ვი­ლად შე­უძ­ლია ამო­იც­ნოს თუ რას­თან აქვს საქ­მე. მა­გა­ლი­თად, "შა­ნე­ლის" ჩან­თას 30 და 40 ლა­რად რომ ვე­რაფ­რით იყი­დი, ეს ხომ ფაქ­ტია?! მომ­ხმა­რე­ბე­ლი თა­ვა­დაც მეტი ყუ­რა­დღე­ბით უნდა მო­ე­კი­დოს ამ სა­კითხს და გა­მო­ი­ჩი­ნოს გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა, რათა იყოს და­ცუ­ლი ყალ­ბი სა­ქონ­ლის შე­ძე­ნი­სა­გან. თუმ­ცა, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ფასი ნამ­დი­ვი­ლი და კონ­ტრა­ფაქ­ცი­უ­ლი სა­ქონ­ლი­სა ერ­თმა­ნე­თის ანა­ლო­გი­უ­რია, მა­გა­ლი­თად, თმის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, კოს­მე­ტი­კი­სა და სხვა. ამ შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რე­ბელ­მა ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ა­მახ­ვი­ლოს შე­ნახ­ვის ვა­და­სა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტო­რებ­ზე. ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის­გან 100%–იან დაც­ვას სა­ხელ­მწი­ფო ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს, რად­გან კონ­ტრა­ფაქ­ტო­რე­ბი ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ აწარ­მო­ონ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი და ისარ­გებ­ლონ სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ით. მაგ­რამ თუ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი აღი­ნიშ­ნა და გა­ცხად­და მომ­ხმა­რებ­ლის ან ნიშ­ნის მფლო­ბე­ლის მიერ, სა­ხელ­მწი­ფოს რა თქმა უნდა, აქვს აღ­მო­ფხვრის ბერ­კე­ტე­ბი.

- როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­უ­რი, საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დი შე­მო­დის, ხში­რად დგე­ბა ეჭვქვეშ მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა. რა­ტომ ხდე­ბა ასე?

- ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, არ­სე­ბობს ყვე­ლა ბერ­კე­ტი იმის­თვის, რომ და­ცუ­ლი იყოს ნე­ბის­მი­ე­რი ბრენ­დის მფლო­ბე­ლის უფ­ლე­ბე­ბი და ჩვენს ბა­ზარ­ზე არ მოხ­დეს კონ­ტრა­ფაქ­ცი­უ­ლი სა­ქონ­ლის დაშ­ვე­ბა. რო­დე­საც ჩვენ ვა­რე­გის­ტრი­რებთ სა­სა­ქონ­ლო ნი­შანს, ის უკვე არის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა და თა­ვად ნიშ­ნის მფლო­ბელ­მა უნდა იზ­რუ­ნოს მის დაც­ვა­ზე, არ და­უშ­ვას მისი ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვერ­სი­ის ბა­ზარ­ზე შეს­ვლა და გა­ყიდ­ვა. ნიშ­ნის მფლო­ბელს შე­უძ­ლია, რომ ნი­შა­ნი და­ა­რე­გის­ტრი­როს სა­ბა­ჟო­ზე და ამით თა­ვი­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ერ­თგვა­რი კონ­ტრო­ლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და თუ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ყალ­ბი სა­ქო­ნე­ლი იყი­დე­ბა მისი ნიშ­ნის ქვეშ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აც­ნო­ბოს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ბრენ­დის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ნე­ბის­მი­ერ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­შია. საფ­რან­გე­თის, იტა­ლი­ი­სა თუ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტე­ბის ბა­ზარ­ზეც ნა­ხავთ არა­ლე­გა­ლურ პრო­დუქ­ცი­ას, რად­გან დღე­ი­სათ­ვის ძა­ლი­ან ბევ­რი მწარ­მო­ე­ბე­ლი ცდი­ლობს, რომ ისარ­გებ­ლოს სხვი­სი მყა­რი რე­პუ­ტა­ცი­ით, გა­მო­უშ­ვას და გა­ყი­დოს კონ­ტრა­ფაქ­ცი­უ­ლი სა­ქო­ნე­ლი, მაგ­რამ თუ ნიშ­ნის მფლო­ბე­ლი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, რომ მისი ბრენ­დი არ გა­ყალბ­დეს, მას ამის მიღ­წე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­უძ­ლია. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"შანელის" ჩანთას 30 და 40 ლარად რომ ვერ იყიდი, ეს ხომ ფაქტია?!" - როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული საქონელი ნამდვილისგან

"შანელის" ჩანთას 30 და 40 ლარად რომ ვერ იყიდი, ეს ხომ ფაქტია?!" - როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული საქონელი ნამდვილისგან

"შანელის", "გუჩის" ან სხვა ძვირად ღირებული ბრენდის სასაქონლო ნიშნის მქონე, გაყალბებული პროდუქცია თავისუფლად იყიდება ქართულ ბაზარზე. ცნობილი და კარგი რეპუტაციის მქონე ბრენდების ფალსიფიკაციის საკითხი, არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა. კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებში სანქციებითა თუ სარეკლამო ღონისძიებებით ცდილობენ თავისი ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, თუმცა მიუხედავად ძალისხმევისა, ფაქტია, რომ კონტრაფაქციული საქონლის გასაღებით დღეისთვის უამრავი მწარმოებელია დაკავებული.

რა ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში? როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა ფალსიფიცირებული საქონელი ნამდვილისგან და რამდენად დაცულია საქართველოს ბაზარზე სხადასხვა ცნობილი მწარმოებლის ინტელექტუალური საკუთრება, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ბპნ საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილეს, სოფიო მუჯირს ესაუბრა.

სოფიო მუჯირი: "იმის ალბათობა, რომ ქართულ ბაზარზე კონტრაფაქციული საქონელი არსებობს, დიდია. თუმცა ეს შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს. ყველა პროდუქტს აქვს თავისი დამცავი მექნიზმები, რომლითაც შეიძლება მისი კონტრაფაქციული საქონლისაგან გარჩევა. ამავდროულად, კონტრაფაქციული საქონლის ფასი ხშირად იმდენად განსხვავებულია ბრენდისაგან, რომ მომხმარებელს ადვილად შეუძლია ამოიცნოს თუ რასთან აქვს საქმე. მაგალითად, "შანელის" ჩანთას 30 და 40 ლარად რომ ვერაფრით იყიდი, ეს ხომ ფაქტია?! მომხმარებელი თავადაც მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს და გამოიჩინოს გულისხმიერება, რათა იყოს დაცული ყალბი საქონლის შეძენისაგან. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ფასი ნამდივილი და კონტრაფაქციული საქონლისა ერთმანეთის ანალოგიურია, მაგალითად, თმის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკისა და სხვა. ამ შემთხვევაში მომხმარებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს შენახვის ვადასა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე. ფალსიფიკაციისგან 100%–იან დაცვას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, რადგან კონტრაფაქტორები ყოველთვის ცდილობენ აწარმოონ ფალსიფიცირებული საქონელი და ისარგებლონ სხვა კომპანიების კარგი რეპუტაციით. მაგრამ თუ ასეთი შემთხვევები აღინიშნა და გაცხადდა მომხმარებლის ან ნიშნის მფლობელის მიერ, სახელმწიფოს რა თქმა უნდა, აქვს აღმოფხვრის ბერკეტები.

- როცა საქართველოში უცხოური, საკმაოდ ძვირად ღირებული ბრენდი შემოდის, ხშირად დგება ეჭვქვეშ მისი წარმომავლობა. რატომ ხდება ასე?

- ზოგადად, საქართველოს კანონმდებლობით, არსებობს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაცული იყოს ნებისმიერი ბრენდის მფლობელის უფლებები და ჩვენს ბაზარზე არ მოხდეს კონტრაფაქციული საქონლის დაშვება. როდესაც ჩვენ ვარეგისტრირებთ სასაქონლო ნიშანს, ის უკვე არის კერძო საკუთრება და თავად ნიშნის მფლობელმა უნდა იზრუნოს მის დაცვაზე, არ დაუშვას მისი ფალსიფიცირებული ვერსიის ბაზარზე შესვლა და გაყიდვა. ნიშნის მფლობელს შეუძლია, რომ ნიშანი დაარეგისტრიროს საბაჟოზე და ამით თავისი ინტელექტუალური საკუთრების ერთგვარი კონტროლი განახორციელოს და თუ აღმოჩნდება, რომ ყალბი საქონელი იყიდება მისი ნიშნის ქვეშ, აუცილებლად უნდა აცნობოს შესაბამის ორგანოებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდის ფალსიფიკაციის პრობლემა მთელ მსოფლიოში, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაშია. საფრანგეთის, იტალიისა თუ ამერიკის შეერთებულ შტატების ბაზარზეც ნახავთ არალეგალურ პროდუქციას, რადგან დღეისათვის ძალიან ბევრი მწარმოებელი ცდილობს, რომ ისარგებლოს სხვისი მყარი რეპუტაციით, გამოუშვას და გაყიდოს კონტრაფაქციული საქონელი, მაგრამ თუ ნიშნის მფლობელი დაინტერესდება, რომ მისი ბრენდი არ გაყალბდეს, მას ამის მიღწევა საქართველოშიც შეუძლია. ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით კანონმდებლობა სრულფასოვანია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია