მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა ბოკერია - ივანიშვილმა გვითხრა, რომ გადის საკონსტიტუციო სივრციდან
გიგა ბოკერია - ივანიშვილმა გვითხრა, რომ გადის საკონსტიტუციო სივრციდან

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი გიგა ბო­კე­რია მი­იჩ­ნევს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მხრი­დან გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი გზა, თუმ­ცა ამის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი უნდა გაგ­რძელ­დეს.

რო­გორც ბო­კე­რი­ამ "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი, რომ არ და­უშ­ვას ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ქმე­დე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა, უნდა გაგ­რძელ­დეს.

"ეს არ არის ურ­თმე­ლი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამ ნა­ბი­ჯით ივა­ნიშ­ვილ­მა გვი­თხრა, რომ გა­დის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სივ­რცი­დან. ეს ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ნა­ბი­ჯია. ჩვენ უნდა გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი, რათა ამას წინ აღ­ვუდ­გეთ სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით და მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის გზით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა გვაჩ­ვე­ნა, რომ ასე ფეხს და­ა­ბი­ჯებს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, მა­ინც უნდა იქ­ნას ამო­წუ­რუ­ლი ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი გზა. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აქ დგა­ნან, რომ არ და­უშ­ვან ამ ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ქმე­დე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა და ეს პრო­ტეს­ტი ქვეყ­ნის შიგ­ნით უნდა გაგ­რძელ­დეს. ეს არის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რის, და­ვით ბაქ­რა­ძის თქმით კი, დღეს ე.წ. მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძემ ბე­ჭედ­დარ­ტყმუ­ლი გან­ჩი­ნე­ბით და­ა­დას­ტუ­რა, რომ "რუს­თა­ვი 2"-ს სჯი­ან კრი­ტი­კუ­ლი სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის და თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის გამო.

"მე იმე­დი მაქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წი­ლი­საც, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა არ მოს­წონ­დეს "რუს­თა­ვი 2", არ უყ­ვარ­დეს ნიკა გვა­რა­მია, შე­იძ­ლე­ბა მა­გი­ნებ­დეს მე, მაგ­რამ ეს­მო­დეს, რომ აქ ნიკა გვა­რა­მი­ას და ერთი არ­ხის მო­მა­ვა­ლი კი არა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი წყდე­ბა, რო­გორ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ცხოვ­რებთ. იმე­დი მაქვს, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფეხ­ზე დად­გე­ბა, იმე­დი მაქვს, რომ ყვე­ლა პა­ტი­ო­სა­ნი მო­სა­მარ­თლე გა­ე­მიჯ­ნე­ბა ამ სირ­ცხვილს. მე იმე­დი მაქვს, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში მორ­ჩე­ბი­ან კეკ­ლუ­ცო­ბას და ამ გა­ნა­ჩე­ნის ფონ­ზე გა­მოვ­ლენ და სა­კუ­თარ სათ­ქმელს თა­მა­მად იტყვი­ან. მო­ვუ­წო­დებ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, დავ­დგეთ ჩვე­ნი მო­მავ­ლი­სა და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­სა­ცა­ვად", - აღ­ნიშ­ნა ბაქ­რა­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ: ნიკა გვა­რა­მია: "გი­ლო­ცავთ მე­გობ­რე­ბო!... ამი­ე­რი­დან, ერ­თის ნაც­ვლად გე­ყო­ლე­ბათ ორი ტვ იმე­დი"-მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძემ ნიკა გვა­რა­მი­ას და კახა და­მე­ნი­ას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩე­რაყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ტეგ­ზე#მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

გიგა ბოკერია - ივანიშვილმა გვითხრა, რომ გადის საკონსტიტუციო სივრციდან

გიგა ბოკერია - ივანიშვილმა გვითხრა, რომ გადის საკონსტიტუციო სივრციდან

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის მხრიდან გამოყენებული უნდა იყოს ყველა სამართლებრივი გზა, თუმცა ამის პარალელურად საზოგადოების პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

როგორც ბოკერიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, საზოგადოების პროტესტი, რომ არ დაუშვას ანტიკონსტიტუციური ქმედების აღსრულება, უნდა გაგრძელდეს.

"ეს არ არის ურთმელიძის გადაწყვეტილება, ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება. ამ ნაბიჯით ივანიშვილმა გვითხრა, რომ გადის საკონსტიტუციო სივრციდან. ეს ძალიან სახიფათო ნაბიჯია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ამას წინ აღვუდგეთ სამართლებრივი გზით და მშვიდობიანი პროტესტის გზით. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა გვაჩვენა, რომ ასე ფეხს დააბიჯებს კონსტიტუციას, მაინც უნდა იქნას ამოწურული ყველა სამართლებრივი გზა. ამის პარალელურად, საზოგადოების წარმომადგენლები აქ დგანან, რომ არ დაუშვან ამ ანტიკონსტიტუციური ქმედების აღსრულება და ეს პროტესტი ქვეყნის შიგნით უნდა გაგრძელდეს. ეს არის ყველა მოქალაქის ვალდებულება", - განაცხადა ბოკერიამ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით კი, დღეს ე.წ. მოსამართლე ურთმელიძემ ბეჭედდარტყმული განჩინებით დაადასტურა, რომ "რუსთავი 2"-ს სჯიან კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის და თავისუფალი სიტყვის გამო.

"მე იმედი მაქვს საზოგადოების იმ ნაწილისაც, რომელსაც შეიძლება არ მოსწონდეს "რუსთავი 2", არ უყვარდეს ნიკა გვარამია, შეიძლება მაგინებდეს მე, მაგრამ ესმოდეს, რომ აქ ნიკა გვარამიას და ერთი არხის მომავალი კი არა, ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება ფეხზე დადგება, იმედი მაქვს, რომ ყველა პატიოსანი მოსამართლე გაემიჯნება ამ სირცხვილს. მე იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მორჩებიან კეკლუცობას და ამ განაჩენის ფონზე გამოვლენ და საკუთარ სათქმელს თამამად იტყვიან. მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, დავდგეთ ჩვენი მომავლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაცავად", - აღნიშნა ბაქრაძემ.

ასევე იხილეთ: ნიკა გვარამია: "გილოცავთ მეგობრებო!... ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი"-მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამიას და კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერაყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"