საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, საჯარო რეესტრი ვალდებულია სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულოს.
მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება ვალდებულია ნებისმიერმა უწყებამ აღასრულოს. "მოსამართლის გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს, სავალდებულოა შეასრულოს ნებისმიერმა უწყებამ. ხელისუფლებამ დაგიწყოთ ისეთი ბრძოლა, რომ ნებისმიერმა უწყებამ, მოსწონს ეს გადაწყვეტილება თუ არ მოსწონს, უნდა აღასრულოს", - განაცხადა ხატიაშვილმა.
მისივე თქმით, მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოტანილი განჩინება არასამართლიანია. როგორც ხატიაშვილმა ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, გარდაცვლილი სასამართლო დღეს კიდევ ერთხელ გარდაიცვალა. "არ შეიძლება იმას, რაც გააკეთა ურთმელიძემ, მისცე საღი შეფასება. ჩვენ მივდივართ ჭაობისკენ და ამ ჭაობიდან გამოსასვლელი გზა უფრო და უფრო ვიწროვდება", - აღნიშნა ხატიაშვილმა.
ასევე იხილეთ: ნიკა გვარამია: "გილოცავთ მეგობრებო!... ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი"-მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამიას და კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერაყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება