მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გვარამია - საყევარიშვილი ამ კომპანიაში ვერასოდეს მოხვდება
ნიკა გვარამია - საყევარიშვილი ამ კომპანიაში ვერასოდეს მოხვდება

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2-ის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი გა­რან­ტი არის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია .

რო­გორც გვა­რა­მი­ამ აღ­ნიშ­ნა, დაც­ვის ფორ­მე­ბი რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლის­გან "რუს­თა­ვი 2"-ს არ სჭირ­დე­ბა.

"დაც­ვის ფორ­მე­ბი "იმე­დის" წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რის, რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლის­გან ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა. ის ამ კომ­პა­ნი­ა­ში ვე­რას­დროს მოხ­ვდე­ბა. შე­უძ­ლია მი­ა­კი­თხოს თა­ვის ალმა მა­ტერს - ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს", რო­მე­ლიც ძა­ლი­ან და­ვა­ლე­ბუ­ლია მის­გან და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გით და და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბით. ჩვენ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და­ტო­ვე­ბას ჩვე­ნი ნე­ბით არ ვა­პი­რებთ, ჩვენ ვმუ­შა­ობთ ისე, რო­გორც სურს ქარ­თველ ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს და რო­გორც გვაძ­ლევს უფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია. არა­ვინ არ დგას კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე მაღ­ლა. შე­იძ­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ეგო­ნოს, რომ ის და ურ­თმე­ლი­ძე კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე მაღ­ლა დგა­ნან, მაგ­რამ ურ­თმე­ლი­ძის დე­დის ნა­ჯა­ხით მო­სუ­ლე­ბი, ამა­ვე ნა­ჯა­ხით და­ი­ღუ­პე­ბი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია არის მთა­ვა­რი გა­რან­ტი ჩვე­ნი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის და ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, და­ნიშ­ნუ­ლია 2 ცენ­ზო­რი და მა­თი­ვე თან­ხმო­ბით, ამ 2 სა­მარ­ცხვი­ნო ცენ­ზო­რის სა­ხე­ლი და გვა­რია და­ვით დვა­ლი და რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლი. "პირ­ვე­ლი არის ამ კომ­პა­ნი­ის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მმარ­თვე­ლი, რომ­ლის დრო­საც კომ­პა­ნია იყო ღა­ტა­კი, რომ­ლის დრო­საც კომ­პა­ნია შე­დი­ო­და სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ გა­რი­გე­ბებ­ში ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ, მათ შო­რის კონ­კრე­ტუ­ლად ამ პი­რე­ბის­თვის გა­დახ­დი­ლი ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ, მათ შო­რის ას­ლან აბა­ში­ძეს­თან გა­რი­გე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. ეს პირ­ვე­ლი, და­ვით დვალს ვგუ­ლის­ხმობ, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა ფული აიღო ქე­შად, ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის სა­ხით და ქი­ბარ ხალ­ვა­შიც უნდა და­ი­კი­თხოს ამა­ზე და დვა­ლიც, თუმ­ცა დღემ­დე ამ­ტკი­ცებს, რომ არა­ფე­რი არ აუ­ღია", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ. მი­სი­ვე თქმით, რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლი არის უკვე ციფ­რე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მე­ო­რე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მმარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც ერთ დროს მის მოს­ვლამ­დე იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია და სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლე­ბით ცხოვ­რობ­და.

"რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვილ­მა მო­ა­ხერ­ხა ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დან­გრე­ვა და რე­ი­ტინ­გე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. დღეს ეს 2 ადა­მი­ა­ნი, რო­გორც სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა ამ­ბობს, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და ნე­იტ­რა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი, მო­დის რუს­თა­ვი 2-ის სა­მარ­თა­ვად. მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი არის და­ვით დვა­ლი, რო­მე­ლიც თვი­თონ და­ვობს რუს­თა­ვი 2-ის წი­ლებ­ზე და სა­ჯა­როდ არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და ქი­ბარ ხალ­ვა­შის მხარ­და­ჭე­რა. მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი არის რო­გორც ჩანს რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტის მე­ნე­ჯმენ­ტში იმ­ყო­ფე­ბო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. თავს ნუ მო­ვი­ტყუ­ებთ, არა­ვი­თა­რი ლე­გა­ლის­ტუ­რი გარ­ჩე­ვა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ სჭირ­დე­ბა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტი ქვე­ყა­ნა­ში დიქ­ტა­ტუ­რის და­სამ­ყა­რებ­ლად. ეს არის იშ­ვი­ა­თი ის­ტო­რი­უ­ლი რა­რი­ტე­ტი. ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქარ­ტია, რო­მელ­საც ხელს აწერს მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძე. სა­სა­მარ­თლო უნდა გა­მო­ვი­დეს და უნდა თქვას, რომ ეს მო­სა­მარ­თლე არ არის მათი გილ­დი­ის წევ­რი. ეს მო­სა­მარ­თლე არის სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მკვლე­ლი. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ამ საქ­მე­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ად­ვო­კა­ტე­ბიც კარ­გა­ვენ სკუ­თა­რი გილ­დი­ის წევ­რო­ბის უფ­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

ასე­ვე იხი­ლეთ: ნიკა გვა­რა­მია: "გი­ლო­ცავთ მე­გობ­რე­ბო!... ამი­ე­რი­დან, ერ­თის ნაც­ვლად გე­ყო­ლე­ბათ ორი ტვ იმე­დი"-მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძემ ნიკა გვა­რა­მი­ას და კახა და­მე­ნი­ას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩე­რაყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ტეგ­ზე#მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ნიკა გვარამია - საყევარიშვილი ამ კომპანიაში ვერასოდეს მოხვდება

ნიკა გვარამია - საყევარიშვილი ამ კომპანიაში ვერასოდეს მოხვდება

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის ხელშეუხებლობის და თავისუფლების მთავარი გარანტი არის საქართველოს კონსტიტუცია .

როგორც გვარამიამ აღნიშნა, დაცვის ფორმები რევაზ საყევარიშვილისგან "რუსთავი 2"-ს არ სჭირდება.

"დაცვის ფორმები "იმედის" წარმატებული მენეჯერის, რევაზ საყევარიშვილისგან ჩვენ არ გვჭირდება. ის ამ კომპანიაში ვერასდროს მოხვდება. შეუძლია მიაკითხოს თავის ალმა მატერს - ტელეკომპანია "იმედს", რომელიც ძალიან დავალებულია მისგან დაბალი რეიტინგით და დაბალი შემოსავლებით. ჩვენ ტელეკომპანიის დატოვებას ჩვენი ნებით არ ვაპირებთ, ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც სურს ქართველ ტელემაყურებელს და როგორც გვაძლევს უფლებას საქართველოს კონსტიტუცია. არავინ არ დგას კონსტიტუციაზე მაღლა. შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ეგონოს, რომ ის და ურთმელიძე კონსტიტუციაზე მაღლა დგანან, მაგრამ ურთმელიძის დედის ნაჯახით მოსულები, ამავე ნაჯახით დაიღუპებიან. საქართველოს კონსტიტუცია არის მთავარი გარანტი ჩვენი ხელშეუხებლობის და ჩვენი თავისუფლების", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, დანიშნულია 2 ცენზორი და მათივე თანხმობით, ამ 2 სამარცხვინო ცენზორის სახელი და გვარია დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი. "პირველი არის ამ კომპანიის წარუმატებელი მმართველი, რომლის დროსაც კომპანია იყო ღატაკი, რომლის დროსაც კომპანია შედიოდა სხვადასხვა პოლიტიკურ გარიგებებში ფულის სანაცვლოდ, მათ შორის კონკრეტულად ამ პირებისთვის გადახდილი ფულის სანაცვლოდ, მათ შორის ასლან აბაშიძესთან გარიგებაზეა საუბარი. ეს პირველი, დავით დვალს ვგულისხმობ, როგორც აღმოჩნდა ფული აიღო ქეშად, ჩაიდინა დანაშაული ფულის გათეთრების სახით და ქიბარ ხალვაშიც უნდა დაიკითხოს ამაზე და დვალიც, თუმცა დღემდე ამტკიცებს, რომ არაფერი არ აუღია", - განაცხადა გვარამიამ. მისივე თქმით, რევაზ საყევარიშვილი არის უკვე ციფრებით დადასტურებული მეორე წარუმატებელი კომპანიის წარუმატებელი მმართველი, რომელიც ერთ დროს მის მოსვლამდე იყო წარმატებული ტელეკომპანია და საკუთარი შემოსავლებით ცხოვრობდა.

"რევაზ საყევარიშვილმა მოახერხა ამ ტელეკომპანიის დანგრევა და რეიტინგების თვალსაზრისითაც. დღეს ეს 2 ადამიანი, როგორც სასამართლოს განჩინება ამბობს, მიუკერძოებელი და ნეიტრალური ადამიანი, მოდის რუსთავი 2-ის სამართავად. მიუკერძოებელი არის დავით დვალი, რომელიც თვითონ დავობს რუსთავი 2-ის წილებზე და საჯაროდ არაერთხელ განაცხადა ქიბარ ხალვაშის მხარდაჭერა. მიუკერძოებელი არის როგორც ჩანს რევაზ საყევარიშვილი, რომელიც ჩვენი მთავარი კონკურენტის მენეჯმენტში იმყოფებოდა წლების განმავლობაში. თავს ნუ მოვიტყუებთ, არავითარი ლეგალისტური გარჩევა ამ გადაწყვეტილებას არ სჭირდება. ეს გადაწყვეტილება არის ხელმოწერილი დოკუმენტი ქვეყანაში დიქტატურის დასამყარებლად. ეს არის იშვიათი ისტორიული რარიტეტი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ქარტია, რომელსაც ხელს აწერს მოსამართლე ურთმელიძე. სასამართლო უნდა გამოვიდეს და უნდა თქვას, რომ ეს მოსამართლე არ არის მათი გილდიის წევრი. ეს მოსამართლე არის სიტყვის თავისუფლების მკვლელი. პირველად საქართველოს ისტორიაში ამ საქმეზე წარმოდგენილი ადვოკატებიც კარგავენ სკუთარი გილდიის წევრობის უფლებას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ასევე იხილეთ: ნიკა გვარამია: "გილოცავთ მეგობრებო!... ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი"-მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამიას და კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერაყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები