საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასაცილოა ეს ყველაფერი... თქვენ ახლა ზიხართ და უყურებთ "რუსთვი 2"-ს - ლაფერაშვილი
"სასაცილოა ეს ყველაფერი... თქვენ ახლა ზიხართ და უყურებთ "რუსთვი 2"-ს - ლაფერაშვილი

ასე­თი აკა­დე­მი­უ­რი, ასე­თი მშვი­დი, ასე­თი დინ­ჯი მუ­შა­ო­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში "რუს­თა­ვი 2"-ს ჯერ არ ჰქო­ნია და ასე ვა­პი­რებთ გა­ვაგ­რძე­ლოთ, - ამის შე­სა­ხებ კო­ლექ­ტივ­თან ერ­თად გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გი­ორ­გი ლა­ფე­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მან­ვე მო­უ­წო­და მე­დი­ა­მო­ნი­ტო­რინ­გის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, და­აკ­ვირ­დნენ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მუ­შა­ო­ბას და თუ ისი­ნი აღ­მო­ა­ჩე­ნენ ერთ გა­დაც­დო­მას მა­ინც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი.

"მე მახ­სოვს 2007 წელს რა გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" შეჭ­რის. ეს იყო ერთი ჟურ­ნა­ლის­ტის ერთი პირ­და­პი­რი ჩარ­თვა. იუ­რი­დი­უ­ლად ეს ამ­ბა­ვი ასე გა­ფორმ­და და ამას არა­ვინ ვე­თან­ხმდე­ბო­დით. მე მინ­და ვთხო­ვო იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ მე­დი­ა­მო­ნი­ტო­რინ­გის სა­კი­თხებ­ზე, მინ­და ვთხო­ვო გა­ე­რო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ერ­თობ­ლივ პრო­ექტს, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მე­დი­ა­მო­ნი­ტო­რინგს, დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლოს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ამ ეთერ­ში სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ არის ნათ­ქვა­მი და თუ ისი­ნი აღ­მო­ა­ჩე­ნენ ერთ გა­დაც­დო­მას მა­ინც, მი­ი­ღოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი. ასე­თი აკა­დე­მი­უ­რი, ასე­თი მშვი­დი, ასე­თი დინ­ჯი მუ­შა­ო­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში "რუს­თა­ვი 2"-ს ჯერ არ ჰქო­ნია და ასე ვა­პი­რებთ გა­ვაგ­რძე­ლოთ. ამას ვე­უბ­ნე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებ­საც, ვინც ამ ბოლო ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ხა­ლი­სობს თე­მა­ზე - "ის­ტე­რი­უ­ლი ტე­ლე­წამ­ყვე­ნი, ის­ტე­რი­კა "რუს­თა­ვი 2"-ში. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან თქვენ ახლა ზი­ხართ და უყუ­რებთ "რუს­თვი 2"-ს, იმ "რუს­თა­ვი 2"-ს, რო­მელ­საც ასე აკ­რი­ტი­კებთ", - გა­ნა­ცხა­და ლა­ფე­რაშ­ვილ­მა.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს სხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის მუ­შა­ო­ბით, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის პირ­და­პირ ეთერ­ში არ გა­შუ­ქე­ბის გამო. "არ შე­მიძ­ლია წუ­ხი­ლით არ აღ­ვნიშ­ნო, რომ ახლა მხო­ლოდ პირ­და­პი­რი ჩარ­თვის ერთ შნურს ვხე­დავ და ისიც მხო­ლოდ "რუს­თა­ვი 2"-ს ეკუთ­ვნის. მე სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­და­ვა­მოწ­მე და არც ერთ სხვა არხს ჯერ ეს ამ­ბა­ვი არ მო­უ­ყო­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც არ არის "რუს­თა­ვი 2" იმ ფორ­მით, რო­გო­რიც არის, ჯერ კი­დევ არ იცი­ან, რომ ურ­თმე­ლი­ძემ ეს გან­ჩი­ნე­ბა უკვე და­წე­რა. სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც არ არის "რუს­თა­ვი 2" იმ ფორ­მით, რა ფორ­მი­თაც არის ახლა, არ იცი­ან რომ სან­დრო ეუ­ლის 5ა-სთან დგა­ნან სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ისი­ნი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვას ამ ქვე­ყა­ნა­ში. მე მინ­და ვთხო­ვო კო­ლე­გებს, სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად ჰკი­თხოთ თქვენს მთა­ვარ რე­დაქ­ტო­რებს, რა­ტომ იყო დღეს აქ პირ­და­პი­რი ჩარ­თვის მხო­ლოდ ერთი აპა­რა­ტი და იცის მხო­ლოდ "რუს­თა­ვი 2"-ის, - აღ­ნიშ­ნა ლა­ფე­რაშ­ვილ­მა.

ასე­ვე იხი­ლეთ: ნიკა გვა­რა­მია: "გი­ლო­ცავთ მე­გობ­რე­ბო!... ამი­ე­რი­დან, ერ­თის ნაც­ვლად გე­ყო­ლე­ბათ ორი ტვ იმე­დი"-მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძემ ნიკა გვა­რა­მი­ას და კახა და­მე­ნი­ას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩე­რაყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ტეგ­ზე#მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა

"სასაცილოა ეს ყველაფერი... თქვენ ახლა ზიხართ და უყურებთ "რუსთვი 2"-ს - ლაფერაშვილი

"სასაცილოა ეს ყველაფერი... თქვენ ახლა ზიხართ და უყურებთ "რუსთვი 2"-ს - ლაფერაშვილი

ასეთი აკადემიური, ასეთი მშვიდი, ასეთი დინჯი მუშაობა პირდაპირ ეთერში "რუსთავი 2"-ს ჯერ არ ჰქონია და ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ, - ამის შესახებ კოლექტივთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა განაცხადა.

მანვე მოუწოდა მედიამონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებს, დააკვირდნენ ტელეკომპანიის მუშაობას და თუ ისინი აღმოაჩენენ ერთ გადაცდომას მაინც, ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი ნაბიჯები.

"მე მახსოვს 2007 წელს რა გახდა საფუძველი ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის. ეს იყო ერთი ჟურნალისტის ერთი პირდაპირი ჩართვა. იურიდიულად ეს ამბავი ასე გაფორმდა და ამას არავინ ვეთანხმდებოდით. მე მინდა ვთხოვო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მედიამონიტორინგის საკითხებზე, მინდა ვთხოვო გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივ პროექტს, რომელიც ახორციელებს წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს, დეტალურად შეისწავლოს ყველაფერი, რაც ამ ეთერში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების მიერ არის ნათქვამი და თუ ისინი აღმოაჩენენ ერთ გადაცდომას მაინც, მიიღოს ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები. ასეთი აკადემიური, ასეთი მშვიდი, ასეთი დინჯი მუშაობა პირდაპირ ეთერში "რუსთავი 2"-ს ჯერ არ ჰქონია და ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ. ამას ვეუბნები იმ ადამიანებსაც, ვინც ამ ბოლო ერთი საათის განმავლობაში აქტიურად ხალისობს თემაზე - "ისტერიული ტელეწამყვენი, ისტერიკა "რუსთავი 2"-ში. ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რადგან თქვენ ახლა ზიხართ და უყურებთ "რუსთვი 2"-ს, იმ "რუსთავი 2"-ს, რომელსაც ასე აკრიტიკებთ", - განაცხადა ლაფერაშვილმა.

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი წუხილს გამოთქვამს სხვა ტელეკომპანიების მუშაობით, მიმდინარე პროცესების პირდაპირ ეთერში არ გაშუქების გამო. "არ შემიძლია წუხილით არ აღვნიშნო, რომ ახლა მხოლოდ პირდაპირი ჩართვის ერთ შნურს ვხედავ და ისიც მხოლოდ "რუსთავი 2"-ს ეკუთვნის. მე სპეციალურად გადავამოწმე და არც ერთ სხვა არხს ჯერ ეს ამბავი არ მოუყოლია. საქართველოში, სადაც არ არის "რუსთავი 2" იმ ფორმით, როგორიც არის, ჯერ კიდევ არ იციან, რომ ურთმელიძემ ეს განჩინება უკვე დაწერა. საქართველოში, სადაც არ არის "რუსთავი 2" იმ ფორმით, რა ფორმითაც არის ახლა, არ იციან რომ სანდრო ეულის 5ა-სთან დგანან სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ისინი აპროტესტებენ კონსტიტუციის დარღვევას ამ ქვეყანაში. მე მინდა ვთხოვო კოლეგებს, სამსახურში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად ჰკითხოთ თქვენს მთავარ რედაქტორებს, რატომ იყო დღეს აქ პირდაპირი ჩართვის მხოლოდ ერთი აპარატი და იცის მხოლოდ "რუსთავი 2"-ის, - აღნიშნა ლაფერაშვილმა.

ასევე იხილეთ: ნიკა გვარამია: "გილოცავთ მეგობრებო!... ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი"-მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამიას და კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერაყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები