საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედის ნაჩუქარი ნაჯახით მოცელა "რუსთავი 2" და საქართველოს მომავალი" - უდუმაშვილის ამაღელვებელი კომენტარი
"დედის ნაჩუქარი ნაჯახით მოცელა "რუსთავი 2" და საქართველოს მომავალი" - უდუმაშვილის ამაღელვებელი კომენტარი

ჩვენ ვი­მუ­შა­ვებთ ბოლო წუ­თამ­დე, ბოლო სა­ა­თამ­დე, ვიდ­რე ამის სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძემ "დე­დის ნა­ჩუ­ქა­რი ნა­ჯა­ხით მო­ცე­ლა "რუს­თა­ვი 2" და სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი".

"ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ დე­დის ნა­ჩუ­ქა­რი ნა­ჯა­ხით ადა­მი­ა­ნი აი­ღებ­და და მო­ცე­ლავ­და ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ კომ­პა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში და მო­ცე­ლავ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს. ჩვენ ვი­მუ­შა­ვებთ ბოლო წუ­თამ­დე, ბოლო სა­ა­თამ­დე, ვიდ­რე ამის სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბა, რომ ვი­ყოთ ეთერ­ში. ჩვენ კი­დევ დიდ­ხანს ვა­პი­რებთ აქ მუ­შა­ო­ბას", - გა­ნა­ცხა­და უდუ­მაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის გა­ნა­ჩე­ნი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­უ­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს. "მინ­და მი­ვუ­ლო­ცო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ახალ­გაზ­რდა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის გა­ნა­ჩე­ნი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­უ­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს. ურ­თმე­ლი­ძე დად­გა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე მაღ­ლა და ერთი ხე­ლის მოს­მით და­მარ­ხა სა­სა­მარ­თლო - ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მელ­ზეც დგას ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტია. აქ არ არის სა­უ­ბა­რი "რუს­თა­ვი 2"-ის მო­მა­ვალ­ზე. აქ არის სა­უ­ბა­რი ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ან რამ­დე­ნი­მე დღე­ში "რუს­თა­ვი 2" შე­იძ­ლე­ბა გა­ი­თი­შოს. მე ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ "რუს­თა­ვი 2" შე­იძ­ლე­ბა და­ი­ცა­ლოს ამ ხალ­ხის­გან და აქ მო­ვი­დეს სულ სხვა ხალ­ხი, სულ სხვა სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კით. ასეთ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა თუ ვინ­მეს უნდა, შე­უძ­ლია უყუ­როს "კუ­რი­ერს", მაგ­რამ ეს "კუ­რი­ე­რი" იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და არა ის, რო­მელ­საც წლე­ბის მან­ძილ­ზე ხართ შეჩ­ვე­უ­ლი", - გა­ნა­ცხა­და უდუ­მაშ­ვილ­მა.

ასე­ვე იხი­ლეთ: ნიკა გვა­რა­მია: "გი­ლო­ცავთ მე­გობ­რე­ბო!... ამი­ე­რი­დან, ერ­თის ნაც­ვლად გე­ყო­ლე­ბათ ორი ტვ იმე­დი"-მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძემ ნიკა გვა­რა­მი­ას და კახა და­მე­ნი­ას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩე­რაყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ტეგ­ზე#მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა

"დედის ნაჩუქარი ნაჯახით მოცელა "რუსთავი 2" და საქართველოს მომავალი" - უდუმაშვილის ამაღელვებელი კომენტარი

"დედის ნაჩუქარი ნაჯახით მოცელა "რუსთავი 2" და საქართველოს მომავალი" - უდუმაშვილის ამაღელვებელი კომენტარი

ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წუთამდე, ბოლო საათამდე, ვიდრე ამის საშუალება გვექნება, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლე ურთმელიძემ "დედის ნაჩუქარი ნაჯახით მოცელა "რუსთავი 2" და საქართველოს მომავალი".

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ დედის ნაჩუქარი ნაჯახით ადამიანი აიღებდა და მოცელავდა ყველაზე რეიტინგულ კომპანიას საქართველოში და მოცელავდა საქართველოს მომავალს. ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წუთამდე, ბოლო საათამდე, ვიდრე ამის საშუალება გვექნება, რომ ვიყოთ ეთერში. ჩვენ კიდევ დიდხანს ვაპირებთ აქ მუშაობას", - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება არის განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ გამოუტანა საქართველოს. "მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას და მივუსამძიმრო საქართველოს მოსახლეობას ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის გარდაცვალება. დღევანდელი გადაწყვეტილება არის განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ გამოუტანა საქართველოს. ურთმელიძე დადგა კონსტიტუციაზე მაღლა და ერთი ხელის მოსმით დამარხა სასამართლო - ინსტიტუტი, რომელზეც დგას ქვეყნის დემოკრატია. აქ არ არის საუბარი "რუსთავი 2"-ის მომავალზე. აქ არის საუბარი ქვეყნის მომავალზე. წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში "რუსთავი 2" შეიძლება გაითიშოს. მე ვგულისხმობ იმას, რომ "რუსთავი 2" შეიძლება დაიცალოს ამ ხალხისგან და აქ მოვიდეს სულ სხვა ხალხი, სულ სხვა სარედაქციო პოლიტიკით. ასეთ ქვეყანაში ცხოვრება თუ ვინმეს უნდა, შეუძლია უყუროს "კურიერს", მაგრამ ეს "კურიერი" იქნება სრულიად განსხვავებული და არა ის, რომელსაც წლების მანძილზე ხართ შეჩვეული", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ასევე იხილეთ: ნიკა გვარამია: "გილოცავთ მეგობრებო!... ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი"-მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამიას და კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერაყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები