პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩერგოლეიშვილი: "ივანიშვილმა აჩეხა ქვეყნის კონსტიტუცია, ურთმელიძის დედის ნაჯახით"
ჩერგოლეიშვილი: "ივანიშვილმა აჩეხა ქვეყნის კონსტიტუცია, ურთმელიძის დედის ნაჯახით"

მო­ამ­სამ­რთლე ურ­თმე­ლი­ძის მიერ გა­მო­ტა­ნილ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რუს­თა­ვი 2-ის დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლე­ბად რე­ვაზ სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლი და და­ვით დვა­ლი და­ი­ნიშ­ნენ თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი აფა­სებს.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა დღეს ურ­თმე­ლი­ძის დე­დას გა­მოს­ტა­ცა ხე­ლი­დან ნა­ჯა­ხი და ამ ნა­ჯა­ხით და­ჩე­ხა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი. დღეს გა­მოჩ­ნდა ვის აწყობს ქვეყ­ნის გაყ­ვა­ნა სქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ფარ­გლე­ბი­დან. დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­წი­რა ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი. დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ფეხ­ზე და­ი­კი­და ქარ­თვე­ლი ერის არ­ჩე­ვა­ნი გახ­დეს თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს წევ­რი, მან სა­კუ­თა­რი თა­ვის და სა­კუ­თა­რი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე გა­წი­რა სიბ­ნე­ლის­თვის და სი­ღა­რი­ბის­თვის იმი­ტომ, რომ ის რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი აკე­თებს ეს ცდე­ბა რუს­თა­ვი 2-ის ფარ­გლებს და თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის ფარ­გლებს, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვა. ამ საქ­მე­ში სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ში მისი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი არი­ან ურ­თმე­ლი­ძე, დვა­ლი სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლი და მთე­ლი მისი უმ­რავ­ლე­სო­ბა. მე მო­ვუ­წო­დებ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ვის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა გონს მო­ე­გონ, ის კაცი გა­ა­ჩე­რონ, თუმ­ცა ვიცი, რომ ამის უნა­რი არ გა­აჩ­ნი­ათ ან და­ტო­ვონ დამ­ნა­შა­ვის მიერ შექ­მნი­ლი კო­ა­ლი­ცია. დღე­ვან­დლამ­დეც და­სავ­ლეთ­ში იყო უკვე გან­გა­ში, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ ხვდე­ბა ამას ეს მის უგუ­ნუ­რე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, თუმ­ცა ისი­ნი კარ­გად ხვდე­ბი­ან რა ფა­სის გა­დახ­და გვი­წევს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ახი­რე­ბებ­ში ისი­ნი ვე­რა­ფერს ვერ შვე­ბი­ან, მათ შე­უძ­ლი­ათ მხო­ლოდ გა­ე­მიჯ­ნონ. ერთ მხა­რეს დევს სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცია და თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა, ხოლო მე­ო­რე მხა­რეს დევს მის მიერ და მისი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის მიერ სკა­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იმის­თვის, რომ ისი­ნი კი­დევ უფრო გამ­დიდ­რდნენ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ღა­რი­ბე­ბის ხარ­ჯზე. მას სურს სა­ქარ­თვე­ლო მარ­თოს 2030-მდე, მას სურს ქარ­თვე­ლი ერი იყოს და­ჩა­ჩა­ნა­კე­ბუ­ლი, ღა­რი­ბი, მან იცხოვ­როს სიბ­ნე­ლე­ში, და­მო­კი­დე­ბუ­ლი რუ­სეთ­ზე მხო­ლოდ­დამ­ხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მან შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა და და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს თა­ვი­სი ავად­მყო­ფუ­რი ახი­რე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­სუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლე­ბი­დან ჩვენ ახლა უნდა შე­ვე­ცა­დოთ რომ ის და­ვაბ­რუ­ნოთ კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­გა­შის მო­ბი­ლი­ზე­ბით და ასე­ვე პრო­ტეს­ტის იმ ფორ­მე­ბით, რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც ჩვენ გვაძ­ლევს ფეხ­ქვეშ გა­თე­ლი­ლი კონ­სტი­ტუ­ცია. მე მო­ვუ­წო­დებ პრე­ზი­დენტს და მე მო­ლო­დი­ნიც მაქვს რომ ის ამ­ჯე­რა­დაც პო­ზი­ტი­ურ როლს ითა­მა­შებს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აჩე­ხა ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცია, ურ­თმე­ლი­ძის დე­დის ნა­ჯა­ხით. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის როლი მინ­და, რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნო რა­მე­ნა­ი­რად, მაგ­რამ ვერ წა­მო­მიდ­გე­ნია რაც მან აი­ტა­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან ამ 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმე­დი მაქვს, რომ ისი­ნი გა­ე­მიჯ­ნე­ბი­ან კო­ა­ლი­ცი­ას, "-აცხა­დებს თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

ასე­ვე იხი­ლეთ: ნიკა გვა­რა­მია: "გი­ლო­ცავთ მე­გობ­რე­ბო!... ამი­ე­რი­დან, ერ­თის ნაც­ვლად გე­ყო­ლე­ბათ ორი ტვ იმე­დი"-მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძემ ნიკა გვა­რა­მი­ას და კახა და­მე­ნი­ას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩე­რაყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ტეგ­ზე#მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჩერგოლეიშვილი: "ივანიშვილმა აჩეხა ქვეყნის კონსტიტუცია, ურთმელიძის დედის ნაჯახით"

ჩერგოლეიშვილი: "ივანიშვილმა აჩეხა ქვეყნის კონსტიტუცია, ურთმელიძის დედის ნაჯახით"

მოამსამრთლე ურთმელიძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ თამარ ჩერგოლეიშვილი აფასებს.

"ბიძინა ივანიშვილმა დღეს ურთმელიძის დედას გამოსტაცა ხელიდან ნაჯახი და ამ ნაჯახით დაჩეხა საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი. დღეს გამოჩნდა ვის აწყობს ქვეყნის გაყვანა სქართველოს კონსტიტუციური ფარგლებიდან. დღეს ბიძინა ივანიშვილმა გაწირა ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი. დღეს ბიძინა ივანიშვილმა ფეხზე დაიკიდა ქართველი ერის არჩევანი გახდეს თავისუფალი სამყაროს წევრი, მან საკუთარი თავის და საკუთარი მარიონეტების გარდა საქართველოს ყველა მოქალაქე გაწირა სიბნელისთვის და სიღარიბისთვის იმიტომ, რომ ის რასაც ივანიშვილი აკეთებს ეს ცდება რუსთავი 2-ის ფარგლებს და თავისუფალი მედიის ფარგლებს, ეს არის საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის ფეხქვეშ გათელვა. ამ საქმეში საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მისი ინსტრუმენტები არიან ურთმელიძე, დვალი საყევარიშვილი და მთელი მისი უმრავლესობა. მე მოვუწოდებ უმრავლესობაში ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის კეთილდღეობა გონს მოეგონ, ის კაცი გააჩერონ, თუმცა ვიცი, რომ ამის უნარი არ გააჩნიათ ან დატოვონ დამნაშავის მიერ შექმნილი კოალიცია. დღევანდლამდეც დასავლეთში იყო უკვე განგაში, თუ ხელისუფლება ვერ ხვდება ამას ეს მის უგუნურებაზე მიუთითებს, თუმცა ისინი კარგად ხვდებიან რა ფასის გადახდა გვიწევს ბიძინა ივანიშვილის ახირებებში ისინი ვერაფერს ვერ შვებიან, მათ შეუძლიათ მხოლოდ გაემიჯნონ. ერთ მხარეს დევს საერთაშორისო იზოლაცია და თავისუფალი სამყაროს წევრობა, ხოლო მეორე მხარეს დევს მის მიერ და მისი მარიონეტების მიერ სკამის შენარჩუნება იმისთვის, რომ ისინი კიდევ უფრო გამდიდრდნენ ჩვენი მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზე. მას სურს საქართველო მართოს 2030-მდე, მას სურს ქართველი ერი იყოს დაჩაჩანაკებული, ღარიბი, მან იცხოვროს სიბნელეში, დამოკიდებული რუსეთზე მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ მან შეინარჩუნოს ძალაუფლება და დაიკმაყოფილოს თავისი ავადმყოფური ახირება. ბიძინა ივანიშვილი გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან ჩვენ ახლა უნდა შევეცადოთ რომ ის დავაბრუნოთ კონსტიტუციის ფარგლებში, როგორც საერთაშორისო განგაშის მობილიზებით და ასევე პროტესტის იმ ფორმებით, რის შესაძლებლობასაც ჩვენ გვაძლევს ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია. მე მოვუწოდებ პრეზიდენტს და მე მოლოდინიც მაქვს რომ ის ამჯერადაც პოზიტიურ როლს ითამაშებს, ბიძინა ივანიშვილმა აჩეხა ქვეყნის კონსტიტუცია, ურთმელიძის დედის ნაჯახით. პარლამენტის თავმჯდომარის როლი მინდა, რომ წარმოვიდგინო რამენაირად, მაგრამ ვერ წამომიდგენია რაც მან აიტანა ივანიშვილისგან ამ 3 წლის განმავლობაში, იმედი მაქვს, რომ ისინი გაემიჯნებიან კოალიციას, "-აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: ნიკა გვარამია: "გილოცავთ მეგობრებო!... ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი"-მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამიას და კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერაყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - რა ბედი ელის ე.წ. მატროსოვის ციხეს

როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები